USD 2.7198
EUR 2.9442
RUB 2.8191
Tbilisi
ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენის ფარგლებში კრაკოვის თეატრის სცენაზე სპექტაკლი „ფიროსმანი“ აჩვენეს
Date:  
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით პოლონეთში, ქალაქ კრაკოვის „გროტესკას თეატრში“, მოხეტიალე მთვარის თეატრმა წარმოადგინა ნიკო ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების მიხედვით დადგმული თოჯინური სპექტაკლი „ფიროსმანი“. სპექტაკლი კრაკოვში მიმდინარე ქართული კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილი უპრეცედენტოდ მასშტაბური გამოფენის - „ოქროს საწმისი – საქართველოს ხელოვნება“ - ფარგლებში გაიმართა. გამოფენა კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში 18 აპრილს გაიხსნა, რომელიც ევროპელ დამთვალიერებელს საქართველოს მდიდარ კულტურას, ქართული ხელოვნების შედევრებს, ყოფის ამსახველ და საბრძოლო ხელოვნების გამორჩეულ ნიმუშებს აცნობს. გამოფენა 2024 წლის 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.
 
კერძო თეატრმა ამ სპექტაკლით ევროპელ მაყურებელს გენიალური ქართველი მხატვრის ცხოვრება და შემოქმედება და ქართული კულტურული ღირებულებები გააცნო.
 
პიესის ავტორი, წარმოდგენის მუსიკალურად გამფორმებელი და რეჟისორია ნიკა ლუარსაბიშვილი, სცენოგრაფები არიან ნინო კიტია და ირინე ყველიაშვილი, მეთოჯინეები - გიორგი თოთაძე, ლელა ხაჩატუროვი, ლევან ბაიდაური, ნინო კოტაშვილი, ნიკოლოზ მჭედლიშვილი, ნიკალაი ამოევი, ნანიშა მეტრეველი, ლუკა ჭულუხაძე.
 
სპექტაკლს ახმოვანებენ: ლევან წულაძე (არქივარიუსი), გია კიტია (მეეზოვე), არჩილ სულაქველიძე (ნიკო ფიროსმანი), ნიკოლოზ ღუღუნიშვილი (პატარა ნიკო), მარი კიტია (ნიკო ფიროსმანის დედა), ნანიშა მეტრეველი (ელისაბედი), ალექსანდრე კვეზერელი (ლადო ), ნიკა ლუარსაბიშვილი (დიმიტრა), მარიამ გულაშვილი (მარგარიტა), ჯეჯი სხირტლაძე (ქალანთაროვები, რკინიგზისა და კაფე შანტანის დირექტორი).
„ფიროსმანი“ კულტურის სამინისტროს კონკურსის - „პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა სადადგმო ან სხვა ხარჯით“ - ერთ-ერთი გამარჯვებული პროექტია.
region
ოკუპირებულ სოხუმში ღონისძიება გაიმართება, რომელსაც სომხეთიდან და საბერძნეთიდანაც დაესწრებიან

დროებით ოკუპირებულ სოხუმში "მოსკოვის სახლის" მხარდაჭერით, კონფერენცია "ტრადიციული ოჯახის ღირებულებები - ხალხთა ერთიანობის საფუძველი", "ოჯახი და მშვიდობა" გაიმართება. აღსანიშნავია, რომ კონფერენციას იმ ქვეყნების წარმომადგენლებიც დაესწრებიან, რომლებიც "აფხაზეთის დამოუკიდებლობას" არ აღიარებენ.

მედიის ინფორმაციით, მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო უწყებების, განათლების, მეცნიერების, ბიზნესის, სასულიერო პირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები აფხაზეთიდან, რუსეთიდან, სირიიდან, ბელარუსიდან, უზბეკეთიდან, სამხრეთ ოსეთიდან, ყაზახეთიდან, საბერძნეთიდან და სომხეთიდან.

ღონისძიების ანონსში წერია:

მოდით, განვიხილოთ:
- ოჯახის მხარდაჭერა და დაცვა;
- ტრადიციული ოჯახური ღირებულებების შენარჩუნება;
- მრავალშვილიანი ოჯახების როლისა და მშობლის ავტორიტეტის გაზრდა;
- ოჯახის კეთილდღეობის შენარჩუნება, შობადობის გაზრდა და განქორწინებების შემცირება.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way