ქართული კალათბურთის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი ლევან მოსეშვილი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა
"თბილისი პოსტის"-ის რედაქცია გულისტკივილს გამოხატავს ბატონი ლევანის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს მის ოჯახს, მეგობრებს, საკალათბურთო სამყაროსა და სრულიად ქართულ სპორტულ საზოგადოებას.
მოსეშვილი იყო საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი და სპორტის რაინდი, “დინამო თბილისის” უბადლო მოთამაშე და შემდგომში ლეგენდარული მწვრთნელი.
ტიტულები და მიღწევები
ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი: 1964 (ტოკიო)
ევროპის ჩემპიონთა თასი: 1962
სსრკ ჩემპიონი: 1968
სსრც ვიცე-ჩემპიონი: 1960, 1961, 1969
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1965
სსრკ თასი: 1969
სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი: 1959
სპორტის რაინდი — 2012
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მედალი — 2015
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებას შეახსენებს, რომ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.
„ქონების გადასახადის (მათ შორის მიწის) გადამხდელი ფიზიკური პირები ვალდებული არიან, წარმოადგინონ ფიზიკური პირის ქონების გადასახადის 2025 წლის წლიური (2024 წელს მიღებული შემოსავლების მიხედვით) დეკლარაცია არა უგვიანეს, მიმდინარე წლის 1 ნოემბრისა და გადაიხადონ კუთვნილი გადასახადი არა უგვიანეს 15 ნოემბრისა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/PersonsTaxFAQ?cat=5&tab=1
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589
ვიდეო ინსტრუქცია:
https://www.youtube.com/watch?v=9iMXptuh5ro
სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით - “RS ჩათი“ და “RS ბოტი“ ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299
საერთო ჯამში 250 ათასზე მეტ ფიზიკურ პირს, დეკლარაციის წარდგენის ვადის შესახებ, საინფორმაციო ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაეგზავნება შემოსავლების სამსახურის ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებულ მობილურ ნომრებზე", - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.