USD 2.6753
EUR 2.8473
RUB 2.8348
Тбилиси
ქართული იდეა - მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე
дата:  936

 

Scan300013

ქართული იდეა თავისი სიტყვითა და სულისკვეთებით, საქმითა და მადლმოსილებით უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II -მ გამოაცოცხლა XX ს. 80-იანი წლებიდან.
ბოლო 40 წლის მანძილზე მის გვერდით დგომისას, ვითრცა წმიდა სინოდის წევრი, ბედნიერება მქონდა საკუთარი თვალით მეხილა მისი მუდმივი და განუწყვეტელი ზრუნვა ხალხის სულიერი გადარჩენისა და ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდენტობის ამაღლებსათვის, არა მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლების აღდგენის შემდეგ, არამედ ათეისტურ-ბოლშევიკური ხელისუფლების არსებობის დროსააც.
წმიდა ილია მართლის კანონიზაციის პროცესისის დროს, ის ხშირად იხსენიებდა ქართულ წყაროებსა და ათასხუთასწლოვანი ეროვნული მწერლობის კორიფეებს, რომელთაც უბრწყინვალესად გადმოგვცეს არსი ქართული იდეისა გამოთქმული გრიგოლ ორბელიანის დიდებულ ლექსში „თამარის სახე ბეთანიის ეკლესიაში“ :

„შენი ივერი
აღსდგეს ძლიერი
და დადგეს ერად სხვა ერთა შორის“.

ქართული იდეა საქართველოს სახელმწიფოსა და ეროვნული ეკლესიის გაძლიერების გარდა გულისხმობს ქვეყნის მთლიანობის აღდგენას, ქართული ენისათვის სახელმწიფოებრივი ფუნქციის დაბრუნებას, მათ შორის განაპირა რეგიონებშიც, განათლების სისტემის დახვეწასა და გაძლიერებას, ზნეობრიობის განმტკიცებას, თავდაცვის უნარის გაძლიერებას, პატრიოტიზმს –

„წმიდით საყდარით, ენით მდიდარით,
სწავლისა შუქით განათებული!
ზნე ამაღლებით, ძლევის დიდებით,
სამშობლო მიწის სიყვარულითა!”

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ილია მართალი შეთხოვდა წილხვედრი საქართველოსათვის

ძლიერო ღმერთო!
მოჰმადლე ქართველს ქართვლის ნდობა და სიყვარული
და აღუდგინე მშვენიერი ესე მამული!.

ეროვნული საისტორიო წყაროებიდან ჩანს, რომ ქართველთა ერთობა და სიყვარული მუდმივი ნატვრა იყო ნაციის მესაძირკვლე მამებისა.
ჩვენს ისტორიაში ამის პირველი მაგალითი მოგვცა მეფე ფარნავაზმა და ერისთავმა ქუჯიმ ქრისტეშობამდე მე-4 საუკუნეში.
მათ დადეს ფიცი, რათა ერთიანი ქართული სახელმწიფოსათვის საფუძველი ჩაეყარათ ურთიერთსიყვარულით – „ვიყვნეთ ჩუენ ძმა … და სუემან ჩუენმან გუცეს ჩუენ ძლევა კეთილი”. „ძლევა ძმობით“ ანუ გამარჯვება ერთობით, ერთიანობით, მთლიანობით.
ქართული წყაროების გულსავსე ანალიზი აჩვენებს, რომ სწორედ ისინი, ეგრისის სახელოვანი ერისთავი ქუჯი და მეფე ფარნავაზი არიან მესაძირკვლენი ქართული იდეისა.
ქუჯი ერისთავი მკაფიოდ და მხატვრულად გამოთქვამს ქართული იდეის საბოლოო მიზანს – “განიხარონ ყოველთა ქართველთა !”
ეს სულისკვეთება ერის მამებისა საუკეთესოდ ჩანს ქუჯის დამოკიდებულებითაც საქართველოს გამთლიანების შანსის მიმართ –
მემატიანე წერს –
„მაშინ ფარნავაზ წარგზავნა მონა თჳსი ქუჯის თანა და რქუა: “მე ვარ ნათესავი უფლოს მცხეთოსის ძისა, და ძმის-წული სამარა მამა-სახლისისა …და ვიყვნეთ ჩუენ ძმა… გამოუჩნდეთ ჩუენ მტერად აზონ ერის-თავსა, და სუემან ჩუენმან გუცეს ჩუენ ძლევა კეთილი”. მაშინ განიხარა ქუჯი სიხარულითა დიდითა და რქუა: “აღდეგ და მოვედ ჩემ თანა, და …განგიმრავლნე სპანი შენნი ვიდრე გამოვჩნდეთ მტერად აზონისა. მაშინ განიხარონ ყოველთა ქართველთა … “შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა, და შენ გმართებს უფლობა ჩემი აწ ნუ შურობ ხუასტაგსა შენსა, რათა განვამრავლნეთ სპანი; და უკეთუ მოგუეცეს ძლევა, შენ ხარ უფალი ჩუენი და მე ვარ მონა შენი”. 
ვახუშტი ბატონიშვილი განმარტავს, რომ ასეთი ურთიერთდამოკიდებულების მიზეზი იყო იმჟამად უკვე არსებული წეს-ადათები და ტრადიციები.
ვახუშტი აღწერს ფარნავაზის ეპქაში არსებულ ნიშნებს ქართველთა ნაციონალური მთლიანობისა, ერთერთი საფუძველი იყო საერთო სარწმუნოება.
ქართველთა წარმართული პირველსარწმუნოება გამოიკვლია დიდმა ივანე ჯავახიშვილმა. მისი დასკვნით, ქრისტიანობამდე ქართველების ყველა ტომს ჰქონია საერთო რწმენა, არსებულა საერთო ქართული წარმართობა. ივანე ჯავახიშვილი სრულიად სამართლიანად დაასკვნიდა სხვადასხვა მონაცემების საფუძველზე — `ცხადი გახდება, რომ არამცთუ საზოგადო ქართული, ყველა ტომთათვის, მათ შორის მეგრელთა და სვანთათვისაც საერთო წარმართობა არსებობდა, არამედ რომ წარმართობის საერთო ტერმინოლოგიაც, საერთო ენაც ქართული ჰქონდა.114 https://meufeanania.info/koine/
ივანე ჯავახიშვილმა ისიც გაარკვია, რომ ქრისტეშობამდე საერთო წარმართული სარწმუნოების კულტმსახურების ენა იყო ქართული. ამ მოსაზრებას განამტკიცებს ენათმეცნიერთა გამოწვლილვითი ანალიზი, რომლის საფუძველზე მიდიან დასკვნამდე, რომ ქართული სალიტერატურო ენის ფორმირება დაწყებულა არა V საუკუნეში, არამედ ბევრად უფრო ადრე, შესაძლოა, საუკუნეებით ადრე ქრისტეშობამდე. როგორც აღინიშნა, ივანე ჯავახიშვილმა ქართული საერთო წარმართობის ენად მიიჩნია ქართული ენა მათ შორის სამეგრელოსა და სვანეთში, შესაბამისად, ის, ვითარცა საკულტო ენა იმჟამინდელი ქართველებისათვის წმიდა ენა იყო, ამიტომაც ჩანს შეძლო მისი განვრცობა უკვე სახელმწიფოებრივ დონეზე ფარნავაზმა მთელ ქვეყანაში.
„ამან განავრცო ენა ქართული და არღა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა“
აღსანიშნავია, რომ მემატიანის სიტყვით, ფარნავაზამდეც დასავლეთ საქართველო – ეგრისი, მცხეთელი მამასახლისის გამგებლობის ქვეშ ყოფილა. ე.ი. იმჟამად, ქართველთა პოლიტიკური ცენრი აღმოსავლეთ საქართველოში ყოფილა, მაგრამ უფრო ადრე, ასეთი კულტურული და პოლიტიკური ცენტრები მდებარეობდნენ დასავლეთ საქართველოში, ისტორიულ კოლხეთში.
„ხოლო ეგროსს მისცა ქუეყანა ზღჳს ყურისა, და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით მთა მცირე, რომელსა აწ ჰქჳან ლიხი; დასავლით ზღუა; მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადა წარსწუთების წუერი კავკასისა. ხოლო ამან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თჳსი ეგრისი. აწ მას ადგილსა ჰქჳან ბედია“- წერს წყარო.
ისტორიული კოლხეთი, პირველი კერათაგანი ქართული ცივილიზაციისა, რომლის ჩრდილოეთი საზღვარი „მცირე ხაზარეთის წყალი“ ანუ მდ. ყუბანი იყო, სკვით-კიმერიელთა შემოსევების გამო თანდათან დასუსტდდა, ამას ძვ. მე-6 ს-დან დაერთო მილეტელ ბერძენ მეომართა გააქტიურება ზღვისპირეთში. “ბერძნები“ საუკეთესო ყურეებსა და ადგილებს ისაკუთრებდნენ, სადაც პოლისებსა და თავის კოლონიებს აარსებდნენ. მათ მოსახლეობის ნაწილიც გადაუბრებიათ, მცხოვრებნი ეგრისწყლიდან ვიდრე ყუბანამდე – „ხოლო ეგრის წყალს ქუემოთ დარჩა ბერძენთა, რამეთუ მკჳდრთა მის ადგილისათა არა ინებეს განდგომა ბერძენთა“.
ხოლო ეგრისწლის მარცხენა სანაპიროს მცხოვრებნი შეკავშირებიან მცხეთელ მამასახლისს, რათა შეეკავებინათ „ბერძენთა“ აგრესია.
ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში მილეტელი ბერძენი კოლონისტები იმდენად ძლიერ საომარ და ფინანსურ რესურსებს ფლობდნენ, რომ შეეძლოთ დაქირავება დიდძალი მეომარი მოლაშქრეებისა. ასეთ დროს საჭიროდ ჩათვლილა ყველა ქართველი მთავრის, ანუ დიდებულის გაერთიანება ერთიანი ხელმძღვანელობის ქვეშ. ასეთ ხელმძღვანელად მათ დაუდეგენიათ მცხეთელი მამასახლისი, ასეთი წესი ყოფილა ძვ. წ. VI-IV საუკუნეებში, ქუჯიმდე და ფარნავაზამდე, რასაც გადმოგვცემს ვახუშტი.
ქალაქ მილეტიდან შავი ზღვის გარშემო ბერძენთ მოახალშენეთა განსახლების ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ მათი ყველა მოქალაქისთვის მიწა აღარ იყო საკმარისი. ამ ფაქტმა საფუძველი დაუდო მასობრივი კოლონიზაციას. ძვ.წ. 7-6 საუკუნეებში შავი ზღვის სანაპიროებზე მილეტს ჰქონდა 90-მდე კოლონია.
მდ. ეგრისწყლიდან მდ. ყუბანამდე სანაპიროზე კოლონისტებმა აღმოაჩინეს ნაყოფიერი მიწები, ცხოველების, ფრინველების, თევზების სიმრავლე. აქ იყო მრავალი ადგილობრივი ნავსადგური, ყურე და, ამ სანაპიროზე მათ მრავალი ქალქი-კოლონია დაარსეს. რაც შეეეხება სანაპიროს ეგრისწყლიდან რიონისაკენ, ის მათთვის ნაკლებად მიმზიდველი იყო დიდი დაჭაობებისა და მალარიის გამო.
ადგილობრივ მოსახლეობასთან ომები ბერძენ კოლონისტებს ყირიმშიც ჰქონდათ გაჩაღებული, აბორიგენებთან თავდასხმის შიშის გამო ბერძნული ქალაქი-კოლონიები გაერთიანდენენ და ყირიმში შექმნეს ორი სახელმწიფო. უნდა ვიფიქროთ, რომ იგივე პროცესები მიმდინარეობდა საქართველოს ზღვისპირეთშიც. შემდეგში, როგორც ითქვა, მათ, ადგილობრივ მოსახლეობასთან სამშვიდოო ურთიერთობა დაუმყარებიათ, და შესაბამისად, მოსახლეობა ეგრისწყლიდან ვიდრე ყუბანამდე ბერძნებს შეკავშირებიან, როგორც მემატიანე წერს, „მკჳდრთა მის ადგილისათა არა ინებეს განდგომა ბერძენთა“. მაშასადამე, ისინი არ მიემხრნენ ქუჯი-ფარნავაზის განმანთავისუფლებელ მოძრაობას დამპყრობლის წინააღმდეგ. საბოლოოოდ, მდ. ეგრისწყალზე გაივლო ქუჯისა ფარნავაზის მიერ დაარსებული სახელმწიფოს საზღვარი.
ბერძნებთან, ანუ მილეტელ კოლონისტებთან ბრძოლისას დასავლეთ საქართველო დახმარებას იღებდა აღმოსავლეთიდან, საბოლოდ აქ მცხეთელი მამასახლისის ავტორიტეტი იმდენად გაზრდილა, რომ მტრიანობის ჟამს მას ემორჩილებოდნენ კიდეც, მათ შორის ეგრისშიც (როგორც ითქვა ჯერ კიდევ ფარნავაზამდე).
ვახუშტი ბატონიშვილი წერს –
„არამედ სარწმუნოება მათი იყო ერთისა დამბადებელისა ღვთისა თაყვანისცემა და ფუცვიდიან ქართლოსისა საფლავსა“, მათ, ასევე, აერთიანებდათ „მორჩილება მცხეთელ მამასახლისისა“.
„იყვნენ ესენი მორჩილებასა შინა მცხეთელ მამასახლისისა“ (ქ.ც.4. გვ.794), ამ წინადადებას ვახუშტი ორჯერ იმეორებს – როგორც აღინიშნა, ის მოგვითხრობს, რომ თავდაპირველად, ისტორიული ეგრისი იყო ძალზე ვრცელი ქვეყანა – ლიხის ქედიდან ვიდრე მდ. ყუბანამდე („მცირე ხაზარეთის წყლამდე“), მაგრამ შემდეგ ეგრისის ერთი ნაწილი „ბერძნებს“ მიუტაცნიათ (ტერიტორია მდ. ეგრისწყლიდან ვიდრე მდ. ყუბანამდე), ხოლო მდ. ეგრისწყლის მარცხენა სანაპიროს მხარეს მცხოვრები ეგრისელები კვლავ მცხეთელი მამასახლისის მორჩილების ქვეშ დარჩენილან -„ხოლო ეგრის მდინარის აღმოსავლეთი კუალად იყვნენ მცხეთელ მამასახლისის მორჩილებასა შინა“(ქც.ც. 4. გვ.794). მათ ერთობლივად, ფარნავაზის მეთაურობით, უბრძოლიათ კიდეც „ბერძნებთან“ და გაუმარჯვნიათ, წყარო წერს – „იძლივნეს ბერძენნი ფარნავაზისგან“. აღანიშნავია, რომ აქ ნახსენებია „საბერძნეთის სპა“, რომელიც საგანგებოდ ჩამოსულა ფარნავაზთან საომრად.
http://www.amsi.ge/istoria/qc/

„ეგრის მდინარე“ ანუ „ეგრისწყალი“ ერქვა მდინარე ღალიძგას, რომლის სანაპიროსთან იდგა ქალაქი „ეგრი“, ამჟამინდელი ბედია.
კიდევ უფრო ადრე, კიმერიელების შემოსევამდე, ანუ ძვ. წ. მე-8 საუკუნემდე, ქართველთა პოლიტიკური ცენტრები დასავლეთ საქართველოში ყოფილან უფრო ძლიერნი, ამასთანავე, კოლხური კულტურა მოიცავდა არა მხოლო დასავლეთ საქართველოს, არამედ ფარავდა აღმოსავლეთსაც. ამას მიუთითებს ის, რომ კოლხური არქეოლოგიური კულტურა, სახელგანთქმული ბრინჯაოს მხატვრული ხელოსნობით, ფარავდა მთელ თანამედროვე საქართველოს. როგორც არქეოლოგიური მასალა აჩვენებს, იმჟამად ის ასევე მოიცავდა ქართული ტომებით დასახლებულ მეზობელ რეგიონებს (ჩრდილოეთ სომხეთსა და თურქეთს – ორდუდან ჭოროხამდე).
კოლხური კულტურის ძეგლები და არტეფაქტები აღმოჩენილია აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრებსა და უკიდურეს რეგიონებშიც კი – გორში, კასპთან (სასირეთში), თბილისში (დიღომი), მცხეთასთან (თელოვანი), ცხინვალში, ახალქალაქში, ადიგენთან უდეში, ხევში (ყაზბეგი) და სხვაგან.
კოლხური კულტურის მძლავრი ცენტრები აღმოსავლეთ საქართველოშიც, რომ მდებარეობდნენ, მაგალითად, მიუთითებს მცხეთა-თბილისთან სოფელ თელოვანის განძი. აქ (თელოვანში) აღმოჩნდა ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. XIII-XII სს.) განძი, და მასში კოლხური ცულის ჩამოსასხმელი ბრინჯაოს ყალიბი. ეს გვიჩვენებს, რომ სწორედ აქ, აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრში, მზადდებოდა კოლხური კულტურის ეს ნივთები. კოლხურ ცულს კი საკულტო დანიშნულებაც ჰქონდა (ჯაფარიძე ო., კოლხური ცული, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე», 1950, ტ. 16B).
ფაქტი იმისა, რომ კოლხური კულტურის უმთვრესი საკულტო და სამეურნეო ნივთები აღმოსავლეთ საქართველოში მზადდებოდა, მით უფრო, რომ მისი ჩამოსასხმელი ყალიბი მთელ კავკასიაში მხოლოდ აქ გვხვდება (და ასევე თაგილონში) მიუთითებს, რომ კოლხური კულტურის მძლავრი ცენტრი აღმოსავლეთ საქართველოშიც იყო და აქედან ვრცელდებოდა სხვა რეგიონებში.
ეს არაა გამონაკლისი, ასევე აღინიშნება, რომ „ზოგადად, ისტორიული საქართველოს გულში – ქართლში გამოვლენილია დიდი რაოდენობით ბრინჯაოს ე. წ. სიმეტრიულპირიანი ცულები, აქედან კი ისინი დასავლეთ საქართველოსა და კახეთის მხარეს გავრცელებულა. ასევე, რკინის ხანის ქართლურ-სამთავროული კერამიკა ყარსის რეგიონშიც აღმოჩნდა“.
ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ კოლხური კულტურის ცენტრები აღმოსავლეთ საქართველოშიც იყო, ფარავდა ისტორიულ საქართველოსა და ქართველი ხალხის განსახლების უმეტეს არეალს.
ისმის კითხვა, ეთანხმება თუ არა არქეოლოგიურ მასალას ავტორიტეტული უცხოური წერილობითი წყაროები?
ჩვენთვის განსაკუთრებითაა მნიშვნელოვანი უძველესი ბერძნული წერილობითი წყარო, ძვ.წ. მე-6 საუკუნისა, რომელითაც მტკიცდება, რომ კოლხეთი და კოლხური კულტურის არეალი მოიცავდა და აერთიანებდა იმჟამინდელ ქართველობას.
აღნიშნული წერილობითი წყაროა ჰეკატოს მილეტელის ცნობა, რომ მესხები კოლხური ტომია (188. St. Byz. Мосхи, племя колхов, соседнее с матиенами. Гекатей в описании Азии. http://simposium.ru/ru/node/12704)
ეს ცნობა იმჟამინდელ ენობრივ მთლიანობასაც მიუთითებს, კერძოდ კი მიგვითითებს, რომ იმჟამად ჯერ კიდევ დაუშლელი ყოფილა ე.წ. „ზან-ქართული ენა“, საერთო პროტოქართული (საერთო — ქართველური) ენის უმთავრესი განშტოება. ანუ ჰეკატოს მილეტელის დროისათვის მისი (ზან-ქართული ენის) ერთიანობა ჯერ კიდევ იყო შენარჩუნებული
ძველი ბერძენი ისტორიკოსი და გეოგრაფი ჰეკატოს მილეტელი (Ἑκαταῖος), რომელიც წერს სხვადასხვა ქართული ტომის (კორაქსების, კოლების, მოსხების, ბექირების, მაკრონების, მოსინიკების, ხალიბების და სხვათა) შესახებ, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა დაახლ. ძვ. წ. 550-480 წლებში, ის მიიჩნევა პირველ ისტორიოგრაფად.
(185.  Кораксы, племя колхов, вблизи колов. Гекатей в описании Азии. Кораксийская крепость и Кораксийская страна.186.  Колы, народ у Кавказа. Гекатей в описании Азии: «а подгорья Кавказа называются Кольскими горами». Страна называется Коликою.187. შცჰოლ. Aპოლლ. ღჰოდ., IV, 284. «Гекатей говорит, что Фасис не впадает в море и что аргонавты плыли не по Танаису, а по тому же самому пути, по которому и прежде, как говорит Софокл в «Скифах».
188. Мосхи, племя колхов, соседнее с матиенами. Гекатей в описании Азии.
190.  Хои, народ, вблизи вехиров. Гекатей в описании Азии: «до сих пор земля вехиров, а с ними рядом живут хои». И опять: «до этих хои». И опять: «с хоями соседят к востоку дизиры».191.  Макроны, ныне санны; о них упоминает Страбон в 12 й книге и Гекатей в описании Азии.192.  Мары, народ, соседний с моссиниками. Гекатей в описании Азии.193.  Хейрады, город моссиников. Гекатей в описании Европы (Азии?): «с тибарами к солнечному восходу граничат моссиники, а у них город Хейрады».195.  Халибы, народ у Понта, на реке Термодонте… и халибои у Гекатея: «с халибоями к югу граничат армении».  http://simposium.ru/ru/node/12704
ჰეკატოს მილეტელის თხზულებებიდან მხოლოდ 380-მა ნაწყვეტმა მოაღწია, მათ შორის რამდენიმე ეხება ქართველების წინაპრებს. მათ შორის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ფრაგმენტი 188, რომელშიც ჰეკატოსი წერს “მოსხები -კოლხების ტომია, მატიენების მეზობლად”   http://simposium.ru/ru/node/12704
მატიენები ცხოვრობდნენ მდ. ჰალისთან (მდ. ყიზილ-ირმაკი), ამჟამინდელი თურქეთის გეოგრაფიულ ცენტრში. მაშასადამე მესხები აქ, ანატოლიის ზეგანზეც ცხოვრობდნენ, მართლაც, აქვე, მახლობლად, ქ. ორდუში აღმოჩენილია კოლხური კულტურის არტეფაქტები.
ორდუში აღმოჩენილი კოლხური კულტურის არტეფაქტები და არქეოლოგიური საგანძური ადასტურებს ჰეკატოს მილეტელის ჩვენებას, რომ კოლხები და მესხები მატიენების მეზობლად ცხოვრობდნენ, შესაბამისად ისინი მოიცავდნენ ანატოლიის ზეგანს და მის ჩრდილოეთით ვრცელ ტერიტორიას.
ასევე, „კოლხური ტომის – მესხების“ აქ ცხოვრებას მიუთითებს ძველ ბერენ ავტორებთან მოხსენიებული „მოსხის მთები“. პირველი საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი პლუტარქეც (46-127 წწ.) მიუთითებს, რომ იბერების საცხოვრისი ვრცელდებოდა „მოსხის მთებამდე და შავ ზღვამდე“. „область иберов простирается до Мосхийских гор и Эвксинского понта“, (Плутарх. СРАВНИТЕЛЬНЫЕ ЖИЗНЕОПИСАНИЯ. Помпей. 34 )
მოსხის მთები ჭოროხის სათავესთანაა, ერზრუმთან, ყიზილ ირმაკის ანუ მდ. ჰალისის სათავესთან არც თუ მოშორებით. მთელ ამ არეალს მესხები იჭერდნენ, მათ ასევე იბერებს უწოდებენ, სტრაბონი როცა წერს, რომ პარიადრეს კალთები, ხორძენა და გოგარენა არმენიის მეფეებმა მიიტაცეს იბერებისაგან (სტრაბონი, გეოგრაფია, XI, 14, 5), მიუთითებს აღნიშნულ რეგიონსაც, რომელიც ძვ. წ. მე-2 საუკუნეში იბერებისა ყოფილა, ხოლო 1-ელ საუკუნეში პლუტარქეს ცნობით აქ, მოსხის მთებამდე კვლავ იბერები ცხოვრობდნენ. მესხები შემდეგში უფრო ჭოროხის ხეობაში მოიხსენებიან.
ჰეკატოსის ცნობა, რომ მესხები კოლხური ტომია, არ შეიძლება უმნიშვნელოდ მივიჩნიოთ, რადგანაც მილეტელები და მათ შორის ჰეკატოსიც კარგად იცნობდნენ კოლხეთს, რადგანაც მათ ძვ. წ. მე-6 ს. -ში კოლხეთში თავიანთი მრავალი პოლის-კოლონიები ჰქონდათ.
ძვ. წ. მე-6 ს.-ის ცნობა, რომ მესხები კოლხური ტომია, როგორც ითქვა, ნიშნავს, რომ პროტოქართული ენა ამ დროს ჯერ კიდევ არ იყო ბოლომდე დაშლილი, მისი დაშლის პირველ საფეხურზე მიღებული ე.წ. ზან-ქართული (ქართ-ზანური) ენა ჯერ კიდევ მთლიანი იყო, რადგანაც ქართ-ზანურის დაშლის დასაწყისად, მიჩნეულია – დაახლ. ძვ. წ. VIII ს. (Климов Г. А. Картвельские языки // Языки мира. Климов Г. А. Склонение в картвельских языках в сравнительно-историческом аспекте, М., 1962.Климов Г. А. Этимологический словарь картвельских языков. М., 1964).).
თუ ასე იყო და ზან-ქართულის (იგივე ქართ-ზანური) დაშლა დაიწყო ძვ. წ. მე-8 ს.-დან, მაშინ ჰეკატე მილეტელის დროს ანუ ძვ. წ. მე-6 საუკუნეში ის, ფაქტიურად, ჯერ კიდევ ერთიანი იყო, ხოლო ფარნავაზისა და ქუჯის დროს ანუ ძვ. წ. მე-4 საუკუნეში თითქმის ერთიანი, შესაბამისად, მათ სწორედ ეს ენა, ანუ ჯერ კიდევ საერთო ზან-ქართული (ანუ ქართ-ზანური) ენა გაუვრცელებიათ საქართველოში ანუ თავინთ სახელმწიფოში. ამით ეს ენა დაფიქსირდა, ვითქრცა განათლების, კულტურის, ადმინისტრაციის საერთო ენა და შემდეგ, წმიდა მოციქულებიც, შესაბამისად, მას იყენებდნენ ქადაგებათა დროს საქართველოში, ხოლო წმიდა ნინოს შემდეგ კი ეს ერთიანი ენა გადაიქცა საეკლესიო ენად, მას ამჟმად ეწოდება „ძველი ქართული ენა“, თუმცა ის ყოფილა ლინგვისტების მიერ სახელდებული ე. წ. „ზან-ქართული, ანი ქართ-ზანური საერთო ენა. ამიტომაც ის, იმთავითვე საერთოობის გამო, იყო კულტურის, განათლების, ლიტერატურისა თუ ადმინისტრაციის ერთადერთი ენა ყველა კუთხის ქართველისათვის ათასწლეულის მანძილზე. უფრო ადრე, ესაბამისად, ეს ენა ყოფილა კოლხებისა და ჰეკატოს მილეტელის მიერ ნახსენები „კოლხური ტომის მოსხების“ საერთო ენა.
თუ შევაჯამებთ, ძვ. წ. მე-6 ს.-ში კოლხებისა და მოსხების ენა, რომელიც ჯერ კიდევ საერთო ყოფილა ჰეკატოს მილეტელის დროს, მალევე, სულ რამდენიმე საუკუნის შემდეგ, ეგრისის და ქართლის მოსახლეობისათვის „განავრცო“ მეფე ფარნავაზმა, როგორც მემატიანე წერს – „განავრცო ენა ქართული“.
ენათმეცნიერები ჰეკატოს მილეტელის ეპოქის საერო ენას „ზან-ქართულს“ უწოდებენ, ხოლო ჩვენ „ძველ ქართულ ენას“ ვუწოდებთ. ის, იმჟამად, საერთო ენა ყოფილა მოსხებისსა და კოლხებისათვის, სწორედ, ამ ენობრივი მთლიანობის ნიშნის მიხედვით უნდა ჩათვილიყვნენ ისინი ერთ ხალხად ჰეკატოსის მიერ.
როგორც ითქვა, მოციქულთა შემოსვლის შემდეგ ჯერ კიდევ საერთო ე.წ. „ზან-ქართული ენა“ იქცა სარწმუნოების ენად და წმიდა ნინოს შემდეგ კი, ამ ენაზე ითარგმნა წმიდა წერილი, ის გადაიქცა საეკლესიო ენად. ამიტმაც, ის, ანუ „ძველი ქართული ენა“ გადაიქცა ქართული ბიბლიისა და სახარების ენად. ანუ ეს ის ენაა, რომელიც ბიბლიის ქართულად თარგმნამდე თითქმის 800 წლით ადრე განავრცო მეფე ფარნავაზმა მთელ ქართულ სამყაროსა და თავის სახელმწიფოში, რითაც ის დაფიქსირდა ვითარცა წარმართული საერთო სარწმუნოების, ადმინისტრაციის, განათლებისა და იმჟამინდელი „მწიგნობრობის“ ენა.
„და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული, და არ-ღა-რა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თჳნიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“

koloru

Colchian culture and Kartvelian-Caucasian tribes at the end of 2nd millenium BC and the beggining of 1st millenium BC. Map in Georgian language.

https://commons.wikimedia.org/wiki/File:Proto-Kartvelian_tribes_2nd_millenium_BC-ka.svg#/media/File:Proto-Kartvelian_tribes_2nd_millenium_BC-ka.svg
მაშასადამე, კოლხური დიდების დროს „კოლხური ტომის – მესხების“ განსახლების სამხრეთი საზღვარი მდ. ღალისი ანუ ყიზილ ირმაკი ყოფილა თანამედროვე თურქეთში ქალაქ ორდუსთან.
ძვ. წ. VI-IV საუკუნეებში, აქვე, მახლობლად, „მოსხის“ ანუ მესხების ქედამდე აღწევდა იბერების საცხოვრისი, იმჟამად, მესხები, იბერები და კოლხები ერთ მთლიანობას ქმნიდნენ კოლხური ჰეგემონიით.
თვით ცნობილი რუსი ისტორიკოსი ი.დიაკონოვი აღნიშნავს, რომ ქართულენოვანი ტომები ქალდები, კოლხები, სასპერები და სხვანი, როლენიც იხსენიებიან ურარტულ და ბერძნულ წყაროებში, იკავებდნენ აღმოსავლეთ პონტოსა და კოლხიდას, რომ ძვ. წ. 745 წლიდან 635 წლის ჩათვლით ჩრდილოეთი ნაწილი ე. წ. „სომხეთის მთიანეთისა“ – დასახლებული იყო ქართულენოვანი ტომებით
(„Восточный Понт, Колхида, западное и частично центральное Закавказье были заняты грузиноязычными племенами — халдайцами, колхами, саспирами и другими, часть которых упоминается в урартских ) и греческих источниках7)… там и (более северных горных областях Армянское нагорье) это время (примерно с 745 по 635 гг) жили грузиноязычные племена“).

http://annales.info/other/djakonov/03.htm
(გეოგრაფიული ტერმინით – „სომხეთის მთიანეთი“, ამჟამინდელ თურქეთში აღინიშნება ტერიტორია აღმოსავლეთ პონტოს მთებიდან ვიდრე ტავრამდე (სამხრეთ თურქეთის მთათა სისტემამდე)
დიაკონოვი ამბობს, რომ ქართველ ხალხი ძვ. წ. XII—VIII სს. ფართოდ იყო განსახლებული სამხრეთ კავკასიისა და პონტოს მრავალ ოლქში. „..ამ დროიდან ქართველი ხალხი წარმოადგენს ერთერთ წამყვან ხალხს აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომელსაც ეჭირა ძალზე მნიშვნელვანი არეალი, გეოგრაფიული, კულტურული და პოლიტიური მნიშვნელობით“ („С тех пор он является одним из ведущих народов изучаемой территории, занимавшим весьма значительный в географическом, культурном и политическом отношении ареал и разделяя общий культурно-исторический субстрат с армянским народом“).
ი. დიაკონოვი, როგორც აღინიშნა, წერს, რომ ძვ. წ. 745-635 წლებში სომხეთის მთიანეთის ჩრდილოეთ ნაწილი დასახლებული იყო ქართულენოვანი ტომებით, ანუ შემდგდროინდელ არზრუმის, ანისისა და ტარპეზუნტის ოლქები, რომელშიც შედიოდა ტაო-ბასიანი, აირარატისა და სხვა ქვეყნები, არაქსის, ჭოროხის ხეობებისა და, ევფრატის სათავეების ჩათვლით, ქართველებით ყოფილა დასახლებული.
ისმის კთხვა, რატაომ ახსენებს ი. დიაკონოვი დაზუსტებით ძვ. წ. 745-635 წლებს? „там и (более северных горных областях Армянское нагорье) это время (примерно с 745 по 635 гг) жили грузиноязычные племена“). იმის გამო, რომ მისი გამოწვლილვითი გამოკვლევით, ამ წლების შემდეგ ანუ მხოლოდ ძვ. წ. 635 წლის შემდეგ შემოსულან ამ ქართულ რეგიონში სომხური ტომები და თანდათანობით ამ რეგიონში დაწყებულა მკვდრი მოსახლეობის ანუ ქართველების არმენიზაცია. ქართველების დენაციონალიზაციის სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ მიმდინარე ეს საუკუნვანი მცოცავი პროცესი გაგრძელდა, და ჩვენი კვლევით ამ რეგიონში, კერძოდ კი ტაოში მხოლოდ ახ. წ. მე-8 ს-დან შეწყდა, კერძოდ კი 780 წლიდან, როდესაც ტაოს საეკლესიო კრებამ შეაფასა და შეწყვიტა ამ ოლქში ქართველთა არმნიზაციის პროცესი.
ი. დიაკონოვი ქრისტეშობამდე საუკუნეებით ადრე ქართულენოვან ქვეყნებად მოიხსენიებს კოლხიდასა და მის პოლიტიკრ მემკვიდრეს იბერიას და მათთან ერთად უვრცელეს არეალს პონტოსა მდა მის მომიჯნავე რეგიონებში. ხოლო, კასტორიუსის რუკის მიხედვით, იბერია შუამდინარეთამდეა განფენილი.
ჩვენამდე მოაღწია რომაულმა ე.წ. კასტორიუსის რუკამ (იგივეა, რაც პოიტინგერის ტაბულა), აქ, იბერია ეწოდება დიდ არეალს, რომელიც მოიცავს აღნიშნულ ტერიტორიებს ბაბილონამდე და აღნიშნულ ტავრის ანუ ტავროსის მთებამდე.
„პოიტინგერის ტაბულაზე იბერიის დიდი წარწერა მოთავსებულია ტავროსის მთების სამხრეთით, ბაბილონიის უშუალო სიახლოვეს…იბერია უშუალოდ ემეზობლება მდინარე ტიგროსს“ (ალექსანდრე თვარაძე, ფარსმან ქველის წერილი იმპერატორ ადრიანესადმი),
იბერიის ყოფილი სიდიადითა და ქართველი ხალხის განსახლების დიდ არეალით უნდა ყოფილიყო გამოწვეული ის, რომ I-II საუკუნეებში იბერია სომხეთს დაეუფლა, რომელიც იმ ჟამად დიდი ქვეყანა იყო, მას, იბერიული დინასტიები, მცხეთის სამეფო ტახტი მართავდა. „ახ.წ. I საუკუნის შუა ხანებში ფარსმან I-ის მეფობისას იბერიელები გარკვეულ ხანს სომხეთს იპყრობენ. იბერების მხრიდან სომხეთის შემოერთების ცდები შემდეგაც არ წყდება. სომხეთის ფლობა ერთგვარად რომის ხელდასხმით ხდება, მაგრამ იბერიელთა მეფეები იმავდროულად რომის საწინააღმდეგო აქციებსაც ხშირად მიმართავდნენ, რაც, მაგალითად, იმითაც გამოიხატება, რომ როგორც ფარსმან I-ის, ასევე ფარსმან II-ის დროს ჩრდილო კავკასიიდან გადმოყავთ ალანები და არბევინებენ რომის კუთვნილ ტერიტორიებს წინა აზიაში. ამის მაგალითია ფარსმან II-ის მიერ სავარაუდოდ 134 წელს, ადრიანეს მმართველობის ხანაში, მოწყობილი ფართომასშტაბიანი აქცია. ფარსმანმა გახსნა კავკასიის კარები და ალანები შეუსია რომისა და პართიის სამფლობელოებს“- წერს მეცნიერი.
აქედან, ჩანს, რომ იბერია და ქართველი ხალხი 1-2 საუკუნეებში ძალზე დიდ ძალას წარმოადგენდა და გარკვეულწილად ეფუძნებოდა ძველი კოლხეთის მემკვიდრეობას, რომელიც, როგორც აღინიშნა, თავის დროზე, წარსულში, მდ. ჰალისიდან ჩრდილოეთით დიდ არეალზე იყო განფენილი ანატოლიასა და მის მიმდებარე სამხრეთ კავკასიაში, და საერთოდ კავკასიაში.
თავის მხრივ, 1-2 საუკუნეთა იბერიის სიდიადე, ქუჯი-ფარნავაზის მიერ დაარსებულ სახელმწიფოებრიობას ეფუძნებოდა. ის, კოლხურ მემკვიდრეობას რომ ეფუძნებოდა ძველი ბერძენი ისტორიკოსის ფლავიუს არიანეს (95-175) ცნობიდანაც ჩანს, რომ იბერია შავიზღვისპირეთზეც კი თვით რომის იმპერიას ეტოქებოდა (ძიდრიტები, მეფე ფარასმანესი).
„130 წლისათვის იბერიას მთელი სამხრეთ კავკასია ემორჩილებოდა, უფრო მეტიც სომხეთი მის ვასალურ ქვეყნად გადაიქცა, 140-იან წლებში იმპერიის დედაქალაქში ჩასულმა ქართლის მეფე ფარსმან ქველმა რომთან სამოკავშირეო ხელშეკრულება დადო, რითაც რომმა ცნო იბერიის ჰეგემონობა სამხრეთ კავკასიაში. 150-იან წლებში კი იბერიის ჯარმა ორჯერ დაამარცხა პართიის ჯარი და მისი დედაქალაქი ქტესიფონიც კი აიღო“ (საქართველოს ისტორია, ტ. I, 2012.ჯ. სამუშია, „ისტორიანი“, 2012).
ეს ნიშნავს, რომ სამხრეთ კავკასიას, შავიზღვისპირეთთან ერთად, იბერიის სამეფო მართავდა, რაც, როგორც ითქვა, მიუთითებს ქუჯი-ფარნავაზის პირველი ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკური მემკვიდრეობითობის შესახებ.
კიდევ ერთხელ, რომ მივუბრუნდეთთ კოლხეთის წარსულს, როგორც ითქვა, დაახლოებით ქ. ორდუსთან ყოფილა კოლხური კულტურის სამხრეთი საზღვარი, ხოლო ჩრდილოეთით, თეიმურაზ ბატონიშვილის სიტყვით, წარმართობისა და კიმერიელების ეპოქაში, კერა კოლხური კულტურისა ყოფილა ბიჭვინთა.
ფაქტობრივად, თეიმურაზ ბატონიშვილი იმეორებს ჰეკატოს მილეტელის ცნობას, რომ მოსხები ანუ იბერები კოლხური ტომია და წერს, რომ კიმერიელების შემოსევამდე ანუ ძვ. წ. მე-8 საუკუნემდე – ,,კოლხიდელნიცა იყვნეს მაშინ იგინივე ქართლოსიანნი; ესოდენ კოლხიდა უუძველესთა ჟამთა შინა იყო პირველ სამკვიდრებელ, სიმტკიცე და მტერთა გაძლიერებასა შინა სახიზარი და შესავედრებელი ქართლოსიანთა” (გვ.83). თეიმურაზს მიაჩნია, რომ კოლხიდა იყო ქართველთა თავდაპირველი სამკვიდრებელი. იმავეს წერდა სომეხი ისტორიკოსი უხტანესი მე–10 საუკუნისათვის. უხტანესი ქართველთა კავკასიაში ცხოვრებას ასევე აღწერს: თავდაპირველად ქართველები შავი ზღვის პირას ცხოვრობდნენ, აქ ეს ტომიო – როგორც უხტანესი წერს, ქართველობა აღორძინდა, გამრავლდა, აავსო შავიზღვისპირეთი და შემდგომ გამრავლების გზით ვრცელი ქვეყანა სომხეთამდე და ალბანეთამდეო. აფხაზეთის მოსახლეობას კი უხტანესი უწოდებს არა „აფხაზებს“, არამედ ქართველებს – „ითესლეს და გამრავლდნენ და გახდა ტომი, რომელსაც თავის პირველ ქვეყანაში ივერიას უწოდებდნენ, აქ კი ქართველნი ეწოდებათ“. უხტანესის მიხედვით, მთლიანი საქართველოს მოსახლეობას შავი ზღვიდან ვიდრე ალბანეთ-სომხეთამდე შეადგენენ ქართველები. იგი მეგრელებსაც ქართველებად მიიჩნევს. ეროვნულად მეგრელები ქართველები არიან, თუმცა, შეიძლება მათ სატომო სახელიც ჰქონდეთ. უხტანესი წერს, რომ არა მარტო მის დროს ცხოვრობს ქართველი ხალხი შავიზღვისპირეთიდან სომხეთ-ალბანეთის საზღვრამდე, არამედ ძველ დროსაც, ჯერ კიდევ ქრისტემდე (http://meufeanania.info/somxeti/)
როგორც ითქვა, თეიმურაზი წერს: „… კოლხიდელნი არაოდეს ყოფილან საუკუნეთგან სხვანი ნათესაობანი, თვინიერ ქართლოსიანთა და ვიდრე ამა ჟამადმდე” (თეიმურაზ ბატონიშვილი ,,ისტორია დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გიორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოისა, ქმნილი საქართველოს მეათცამეტის მეფის გიორგის ძის თეიმურაზისაგან, სანკტპეტერბურგის სტამბასა შინა სამეცნიერო აკადემიისა, 1848 წელსა”, გვ.84).
ბატონიშვილი თეიმურაზი აღნიშნავს – ,,სრულიად ივერიელთა ჰყავთ უძველესთა შინა დროთა უპირატეს ღმერთად ბოჩი და ტაძარი მისი იყო ფრიადით სიმდიდრითა შემკობილი სამზღავრსა ზედა კოლხიდისა და აფხაზიისასა ბიჭვინტას” (გვ.84).
ბიჭვინთა ყოფილა ივერიელთა ერთ-ერთი წარმათული „ღმერთის“, ბოჩის ტაძარი. ბოჩისთან დაკავშირებით თეიმურაზი განაგრძობს ,,ბოჩი ღმერთი ძველი ივერიელთა, პირველ არმაზისა” (გვ.84). ეს ნიშნავს, რომ არმაზის გაკერპაბამდე, ქართველთა უმთავრესი კერპი ყოფილა ბოჩი, რომლის დიდი, შვიდხელიანი ქანდაკება იდგა ბიჭვინთაში.
კერპ ბოჩის თაყვანისცემის წესი შეუცვლია ფარნავაზ მეფეს არმაზის უპირატესობით. ამ დრომდე კი ბოჩს ,,პატივსა უყოფდნენ მას, ზოგადად, ზემოისა და ქვემოისა ივერელნი” (გვ.84).
თეიმურაზი აღწერს ბიჭვინთის კერპის ქანდაკებას და წერს : ,,ბოჩი საკუთარი ღმერთი იყო უძველესთა ქართველთა.. ესხეს შვიდნი ხელნი.. შვიდნი ხელნი ბოჩისანი ნიშვნიდნენ შვიდთა ნათესაობათა თარგამოსიანთა: 1. ქართლოსისა (და სხვათა ექვსთა ძმათა მისთა, რომელნიცა იყვნეს ერთ საზოგადოება, ხელისა ქვეშე ქართლოსისა); 2. ეგროსის, 3. მოვაკოსისა, 4. ეროსისა, 5. ბარდოსისა, 6. ლეკოსისა, 7. კავკასოსისა.  ესე შვიდნი ნათესავნი არიან ერნი გიორგიისა, ესე იგი საქართველოისა, ანუ ივერიისა, რომელნიცა პირველ ყოველნივე ერთ ერ და ერთ ენა იყვნეს და ყოველნივე ქართულისა მომზრახენი” (გვ.51).
ამით იმის თქმა სურს თეიმურაზს, რომ ის ტერმინი, რომლითაც ახლა აღინიშნება ,,იბერიულ-კავკასიური ერთობა” ანდა, მათ ვისაც ეწოდებათ ,,იბერიულ-კავკასიურ ენათა ჯგუფში შემავალი ხალხებს”, თავდაპირველად ერთიან ენობრივ და გენეტიკურ სივრცეს ქმნიდნენ, თავდაპირველი კავკასიელები ქართველებთან ერთად მთლიანობას წარმოადგენდნენ, რომელთაც შემდგომ მოგვცეს 7 ძირითადი განშტოება. როგორც აღინიშნა, ამ საერთო ქართულ-კავკასიურ ერთობას გააჩნდა საერთო სარწმუნოება და ,,საკუთარი ღმერთი”, ერთ-ერთი ყოფილა ,,ბოჩი”.
გაქრისტიანების შემდეგ ბიჭვინთამ გააგრძელა თავისი ძველი სარწმუნოებრივი ფუნქცია – წერს თეიმურაზი – ,,ბიჭვინტა” (შემდგომად მცხეთისა) იყო კათედრა კათალიკოზთა, ვინაითგან ანდრია პირველწოდებულს მოციქულსა ქრისტესა მუნ ექადაგა პირველ და სვიმონ კანანელსა”(გვ.84).
თეიმურაზის სიტყვით, IV-VIII საუკუნეებში, საქართველოს ეკლესია იმართებოდა ერთი მცხეთელი მწყემსის მიერ. ამ პერიოდს თეიმურაზი უწოდებს ,,სრულიად ერთ მწემსმთავრისა ჟამს” (გვ.84). ამასვე წერს ვახუშტი. სამწუხაროდ, ვახუშტის ეს ცნობა ქართულმა ისტორიოგრაფიამ ვერ შეამჩნია. მე-8 ს.-დან კი აფხაზეთში კათალიკოსობა დაწესდა ცენტრით ბიჭვინთაში.
კვლავ თუ დავუბრუნდებით ქრისტეშობამდე პერიოდს და შევაჯამებთ აღნიშნულ თეიმურაზ და ვახუშტი ბატონიშვილების ცნობებს, თავდაპირველად, დაახლოებით ძვ. წ. VI ს.-მდე, საერთო ქართული წარმართული სარწმუნოების უმთავერესი ცენტრი იყო ბიჭვინთა (კერპი ყოფილა ბოჩი), ამის შემდეგ, ძვ. წ. VI-IV საუკუნეებში, საერთო წარმართული სარწმუნოების საფიცარ ცენტრად ქცეულა „ქართლოსის საფლავი“, ხოლო, შემდეგ ქუჯი-ფარნავაზის ეპოქიდან, ამ საფლავზე აღმართული კერპი არმაზისა.
რას ნიშნავს ვახუშტის ცნობა, რომ ქრისტეშობამდე მცხოვრები ქართველი წარმართების სარწმუნოება ითვალისწინებდა დიდი წინაპრის „ქართლოსის საფლავის“ პატივისცემას? ეს ცნობაა მიუთითებს, რომ ქართული წარმართობა წარმოადგენდა უძველეს რელიგიას, რომელსაც „წინაპართა კულტის“ სახელითაც იცნობენ.
წინაპართა კულტი გავრცელებული ყოფილა ისტორიული საქართველოს მეზობელ ძველ რომსა და ძველ საბერძნეთშიც, ასევე სხვა მრავალ ხალხში, ჩინეთში წინაპართა კულტი საფუძვლად დაედებია კონფუციანობას, ჩვენში ასეთი ყოფილა „ქართლოსის საფლავი“ თაყვანისცემა, მისი „ფუცვა“ ანუ ვედრებს მის მიმართ და დამოწმება ვითრცა უზენაესი ავტორიტეტისა, ანუ ქართველ წარმართ მორწმუნეთა უზენაესი საფიცარი ქართლოსი ყოფილა, ხოლო მისი სათაყვანებლი მიწიური ობიექტი – მისი საფლავი. როგორც აღინიშნა, წარმართული რელიგიით, ქართლოსი, წინაპართა უმთავრესი კულტის ნიშანს ატარებდა.
მცხეთელი მამასახლისი, ქართლოსის პირდაპირი შთამომავალი იყო, მისი სახლის წევრებთან ერთად, ამიტომაც, მათაც, ამავე კულტის შეასაბამისი რელიგიური ნიშნით განიდიდებდნენ, ვითრცა ქართლოსის ქვეყნიურ მემკვიდრეთა შორის უპირატესობის მქონეთ –
როგორც აღინიშნა, ჯერ კიდევ ქუჯამდე და ფარნავაზამდე საუკუნეებით ადრე, ვახუშტის სიტყვით მცხეთელ მამასახლისს ემორჩილებოდა ეგრისის (და მასთან ერთად ყველა სხვა რეგიონის) მოსახლეობა – „იყვნენ ესენი მორჩილებასა შინა მცხეთელ მამასახლისისა“ (ქ.ც.4. გვ.794), ანუ მცხეთელი მამასალისი საერთო-სახალხო და საკულტო მეთაურად მიიჩნეოდა. ფარნავაზი მცხეთელი მამასახლისის სახლის შვილი იყო, ამიტომ, მამასახლისის სიკვდილის შემდეგ, მასზე გადმოვიდა ამ სახლის უფლებები. ყველა მთავრის მიერ ის ბუნებით მეთაურად ჩაითვალა, ამასთანავე ის რელიგიური ნიშნის მატრებელიც იყო ქართლოსის პირდაპირი შთამომავლობის გამო
შესაბამისად, ტრადიციული წეს-ადათის შესაბამისად, ყველა ქართველი მთავარი მტრიანობის ჟამს მას უნდა დამორჩილებოდა. სხვა მთავართა შორის ქუჯისაც.
მაშასადამე ქუჯიმ აღასრულა ძველი ტრადიციის როგორც ქვეყნიური, ისე სარწმუნოებრივი მოვალეობა. ამით უნდა იყოს გამოწვეული მისი სიტყვები ფარნავაზის მიმართა – „”შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა, და შენ გმართებს უფლობა …შენ ხარ უფალი ჩუენი და მე ვარ მონა შენი”
ვახუშტი განაგრძობს ფარნავაზამდე და ქუჯიმდე მრავალი საუკუნით ადრე ქართველთა საერთო ნიშან-თვისებათა აღწერას – „ ზნენი აქვნდათ პირმტკიცობა, მტერთა ზედა ერთობა, თავისუფლებისათვის მხნედ ბრძოლა, მაგრად დგომა მისთვის, ციხე-სიმაგრეთა და ქალაქთა შენება, მაგრობა ქვეყნისა, ერთისა ცოლისა ქმრობა…არამედ, გარნა თუ მრავალ მთავარ იყვნენ და ოდესმე განდგიან თვის-თვისად, გარნა მარადის გარე მტერთა თვისთა ზედა ერთობდნენ და მორჩილებდნენ მცხეთელ მამასახლისსა და, შეერთებულნი, თვისთა ქვეყანისათვის მხნედ იბრძოდიან“ (ქ.ც. 4. 1975, გვ.15).
ეს წესი (მთავრების მორჩილება მცხეთელი მამასახლისის მიმართ მტრიანობის ჟამს) მათ შემდეგ საუკუნეებშიც შეუნარჩუნებიათ. ვახუშტი განსაკუთრებულად აღწერს, რომ ერთი ღმერთის თაყვანისცემის დავიწყებისა და ქვეყანაში უკიდურესი ქაოსის ეპოქაშიც კი, მთავრებს კვლავ შუნარჩუნებით უნარი გაერთიანებისა მტრის დასამარცხებლად მცხეთელი მამასახლისის ხელქვეშ – „გარნა იყვნენ მცხეთელ მამასახლისის მორჩილებასა ქვეშე და ერთობდნენ მტერთა ზედა მრავალსა წელსა“ (იქვე, გვ. 15).
ფარნავაზმა კიდევ უფრო განამტკიცა წინაპართა კულტის რელიგია, როცა არმაზის კერპი აღმართა ქართლოსის საფლავზე. ამით არმაზი ქართლოსის თაყვნისცემას დაუკავშირდა და უფრო განამტკიცა იქამდე ტრადიციული წარმართული კულტი.
იმჟამინდელი რწმენით, წინაპრებს შეეძლოთ შეწევნა, დახმარება, უბედურებისაგან დახსნა, ბედნიერების გაღრმავება, და მით უფრო წინაპართა შორის უპირატესს – ქართლოსს და შესაბამისად, მის საფლავზე აღმართულ არმაზს, ამიტომაც წერს ძეგლი – „ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თჳსსა: ესე არს არმაზი… ამართა კერპი იგი არმაზი თავსა ზედა ქართლისასა“. თვითონაც ამ გზით, როგორც ითქვა, რელიგიური თაყვანისცემის ობიექტი გახდა.
ფარნავაზს შეუქმნია „მწიგნობრობა ქართული“, თუ რა იგულისხმება ამ ცნობაში ჯერ კიდევ საკვლევია. სპარსეთის იმპერიაში ძველსპარსულის გარდა (რომელიც ლურსმულით იწერებოდა), გავრცელებული იყო არამეული ენა ფინიკიური დამწერლობის საფუძველზე. ასომთავრული ასოების მოყვანილობიდან ჩანს, რომ ის შემუშავებულია აღნიშული ფინიკიური დამწერლობის საფუძველზე, რაც ჩვენ გამოვიკვლიეთ. ეს გრაფიკულადაც თვალსაჩინოა –
როგორც ზემოთ აღინიშნა, პროტოქართული ანუ წინარექართული ენის მატარებელი მოსახლეობა (კოლხები, მათი მემკვიდრე იბერები და სხვა ჯგუფები) ცხოვრობდნენ ტიგროსის სათავეებამდე, შუამდინარეთამდე და ყიზილ-ირმაკამდე (მდ. ჰალისამე) და, ასევე, მის ქვემოთ. რაც იმას ნიშნავს, რომ ის (საერთო ქართველური ენის მატარებელი მოსახლეობა) უშუალოდ ემეზობლებოდა იმ დიდ იმპერიებს, სადაც არამეული ენა წარმოადგენდა ადმინისტრაციის ენას. თვის მხრივ, იმპერიათა საკანცელარიო მწერლობა ფინიკიურ ანბანს ეფუძნებოდა.
შესაბამისად, ქართულ-არამეული კულტურების კვეთის ამ არეალზე, მცირე აზიაში, უნდა ჩამოყალიბებულიყო ქართული დამწერლობის პირველსახე ფინიკიური დამწერლობის საფუძველზე, ბერძნული დამწერლობის გავლენის ფონზე.
ქართული ანბანის ადრეული ისტორია ქრისტეშობამდე საუკუნეებით ადრე იმ პერიოდიდან უნდა იწყებოდეს, როდესაც ფინიკიური დამწერლობა მიღებულ იქნა ქართული ენის საჭიროებისათვის. თავდაპირველად თანხმოვნებისათვის, ხოლო ხმოვნებისათვის გამოყენებული იქნა ან ფინიკიური თანხმოვნები, ანდა უკვე არსებული ბერძნულის ხმოვნები. ცნობილია, რომ ჰ. ვინკლერმა დაასაბუთა ფრიგიისა ძვ. წ. მე-8 ს. ასურული ტექსტებით ცნობილი „მუშქების ქვეყნის“ იგივეობა. ამ ეპოქის მუშქების ბოლო მეფეს ერქვა მითა, პ. ინგოროყვამ ის მიიჩნია ფრიგიის მეფე მიდასად, და მას დაუკავშირა ფინიკიურიდან ქართული და ასევე ბერძნული ანბანის ჩამოყალიბება. თუმცა, მიღებულია, რომ ფინიკიური ანბანი ბერძნულს მიუსადაგეს ძვ. წ. მე-9 ს.-ში.
ქართულ ანბანს ბერძნულის აშკარა გავლენა აქვს, და ამასთანავე გრაფიკულად ქართული ასო-ნიშნები თითქმის იდენტურია ფინიკიურისა, როგორც ეს ქვემოთ მოყვანილი ცხრილიდან თვალსაჩინოა, ამიტომ, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა ქართულს ფინიკიური მიუსადაგეს ალბათ ძვ. წ. მე-7 ს. შემდეგ. უფრო, ალბათ, კი, ფარნავაზის ეპოქაში, სახელმწიფოებრივი და საკულტო საჭიროებისათვის. თუმცა, არ არის აღმოჩენილი არც რაიმე ტექსტი და არც რაიმე წარწერა ამის დასატკიცებლა, ამიტომაც ვეყრდნობით ასო-ნიშნების ვიზიალური მსგავსებისა და მათი რიცხვითი მნიშვნელობების იგივეობის ფაქტს. თანხვდება ფინიკიურისა და ქართულის ასოთა ზოგადი სახელებიც (იგულისხმება ზოგადი მნიშვნელობით).
აღნიშნული მიზეზის გამო ჩვენ სავარაუდოთ შევადგინეთ ფინიკიურიდან ქართულში გარდამავალი ასონიშნების ე.წ. „გარდამავალი“ და „შუალედური“ ფორმები, ანუ მოხაზულობის რამდენიმე ვარიანტი, საჩვენებლად იმისა თუ რა სახის ცვლილებები უნდა განეცადათ მათ ქართული ანბანის საბოლოო სახის ჩამოყალიბებამდე.
ეს მნიშვნელოვანი მოვლენა, ანუ ქართული ანბანისათვის საბოლოოო სახის მიცემა, ანუ ასომთავრულის ჩამოყალიბება, უნდა მომხდარიყო ახ. წ. მე-5 ს. პირველ წლებში ქართლის მეფე ბაკურის კარზე. 411 წელს დაბადებული ბაკურის შვილიშვილი პეტრე იბერი 12 წლის ასაკამდე სწავლობდა ქართულ „წმიდა წერილს“ (იხ. ამის შესახებ ჩემი გამოკვლევა), რომელიც, ჩანს, ამ დროს ის უკვე ჩაწერილი იყო ასომთავრული ანბანით, ამას მიუთითებს, ისიც რომ პალესტინაში აღმოჩნდა 430 წლის ქართული პირველი წარწერა (მის პირად მოძღვარ იოანე ლაზის მონასტერში), ამასთანავე მეფე ბაკურს ქართული ანბანის ჩამოყალიბებასთან აკავშირებენ სომხური წყაროებიც. ეს ნიშნავს, რომ ბაკურამდე უკვე არსებოდა ქართული ანბანი, რომელიც ჩანს, ფინიკიურს წააგავდა თავის სწორხაზოვანი ფორმებით, ხოლო, რადგანაც უკვე საწერ მასალად გამოიყენებოდა არა თიხა და ქვა, არამედ რბილი ეტრატი (პერგამენტი), ამიტომაც საჭიროდ მიიჩნიეს ფინიკიურიდან მიღებული ქართული სწორხაზოვანი ასოების გარკვეული ელემენტების მომრგვალება რაც ქვემოთ სქემაზეცაა მოცემული. გრაფიკული ცვლილება ძველ სწორხაზოვან ასოებს შეეხო იმით, რომ ახლა უკვე გრაფემების სწორი ნაწილები მომრგვალდა, ანუ ასომთავრულმა ანბანმა მიიღო თავისი ამჟამად ჩვეული სახე.

(ცხრილში წარმოადგენს სქემას, შედგენილს მიტრ.ანანიას მიერ, რომელშიც მოცემულია ფინიკიურიდან ქართულში „გარდამავალი“ და „შუალედური“ სავარაუდო ასონიშნები)

 

ფინიკიურიდან ქართულში გარდამავალი ასოები

ფინიკიურიდან ქართულში გარდამავალი ასოები

ფარნავაზის „მწიგნობრობა ქართული“, ჩანს გულისხმობდა, ფინიკიური ანბანის საფუძველზე ჩამოყალიბებულ ქართული დამწერლობის იმ ფორმას, რომელსაც იყენებდნენ ფარნავაზისა და მისი საერისთავოების კანცელარიები და ალბათ ქურუმები.
ესაჭიროებოდა თუ არა ფარნავაზის ეპოქის სახელმწიფოს „მწიგნობრობა“ ანუ იყო თუა არა მოთხოვნილება იმისა, რომ ბრძანებები და მიმართვები ქვემდებარე დაწესბულებებისთის წერილობით სახით მიეწოდებინა?
ვახუშტიმ საგანგებოდ გამოიკვლია ფარნავაზის შემდგომი ქართული სამეფოს სამოხელეო წყობა და წერდა, რომ სახელმწიფში უამრავი სახელისუფლო უმაღლესი დაწესებულება არსებბდა, მსგავსი იმსა რასაც ამჟამად ეწოდება სამინისტროები. ესენი ყოფილან შემდეგი „ხელისუფალნი“ (და, შესაბამისად, მათ ხელქვეშ არსებული დაწესებულები) – სპასალარი ანუ სამხედრო უწყების მეთაური, სახლთხუცესი, ხელისუფალი, რაც ჩანს იგივე იყო რაც ევროპაში „მაჟორდომი“. მას მრავალი თანაშემწე ჰყავდა, რადგანაც სასახლეებსა და ციხე-სიმაგრეებში შესაბამისი მეურნეობას უნდა გაძღოლოდა. ასევე დიდი სახელო იყო „მსახურთუხუცესობა“, რომელაც ასევე მრავალი თანამშრომელი ჰყავდა, მას ასევე ევალებოდა „ციხექალაქთა მცველთ უხუცესობა“, საგანგებო ხელისუფალი იყო „მონათუხუცესი“, ასევე მანდატურთუხუცესი -საპოლიციო სისტემის მეთაური, მსაჯულთუხუცესს ეკითხებოდა ქვეყნის „მსაჯულები“, ასევე „ბჭეთა,ხევისბერთა და ხევითავთა“ წინძღოლა. მეჯინიბეთუხუცესი შეიძლება თანამედროვე ტრანსპორტისა და ფოსტის გაერთიანებულ სამინისტროს შევადაროთ, მას ექვემდებარებოდნენ „შიკრიკნი, პაიჭნი და ჯინიბნი“ ანუ ქვეყნის ტერიტორიაზე სხვადასხვა დავალებათა და ბრძანებათა ადრესატამდე მიტანა ეველებოდათ. სხვა იყო მეჭურჭლეთუხუცესი, მოლარეთუხუცესი და ეზოსმოძღვარი, რომლიც შესაძლოა ევროპულ „მაიორდომს“ შევადაროთ.
აი, სწორედ მათ ესაჭიროებოდათ თავიანთი ფუნქციების განსახორციელებლად „მწიგნობრობა“ ანუ წერილობითი სახით ბრძანების ანდა ნების გადაცემა სხვადასხვა უწყებისათვის , ამიტომაც მათ შესახებ წერს კიდეც ვახუშტი :
„ესენი სწერდენ: უსტარს. იერლაყსა, პიტაკსა, ენდალმასა, პატრუცაგსა, როარტაგსა, გუჯართა, სიგელთა, ბრძანებათა, განაჩენთა და სხვათა“. ამ უსტარ-ბრძანებებს საგანგებო მწერლები წერდნენ.
ვახუშტი წერს, რომ არსებობდა სახლმწიფო მწერალთა უწყება, ისინი განსაკუთრებით ესაჭიროებოდა საფინასნო სფეროს, ვახუშტი წერს:
„მწერალთათჳს. მწერალნი იყუნენ, რომელნი სწერდნენ შემოსავალსა და წარსაგებელსა ყოველთავე, და ტომართა, და სხვათა“
აქედან ჩანს, რომ ფარნავაზის მიერ დაარსებულ სახელმწიფო სისტემას მწიგნობრობა ესაჭიროებოდა, ანუ უნდა არსებულიყო კიდეც შესაბამისი ქართული დამწერლობა.
მიიჩნევა, რომ ის, მართალია, არსებობდა, მაგრამ ინტენსიურად არ გამოიყენებოდა, ვიდრე ქართველთა გაქრისტიანებამდე.
სომხური წყაროებიდან შიძლება გავიგოთ, რომ როდესაც მე-5 ს. დასაწყისში დადგა საჭიროება ბიბლიის წიგნების ქართული თარგმანების ჩაწერისა, ბაკურ მეფის კარზე პეტრე იბერის პაპის ოჯახში გახსენებულ იქნა უკვე არსებული ძველი ქართული ანბანი, ამ დროს, უკვე არსებული ქართული ასოებისათვის აქ უნდა მიეცათ ის მრგვლოვანი სახე, რომელიც ახლა „მრგვლოვანის“ სახელითაა ცნობილ. შესაბამისად, ამ რეფორმის შედეგად, ჩამოყალიბდა ქართული ანბანის ე.წ. მრგვლოვანი სახეობა და მას სრულყოფილი სახე ბერძნული დამწერლობის სისტემის შესაბამისად უნდა მიცემოდა.
რაც შეეხება, ფარნავაზის პირველ ერთიან ქართულ სახელმწიფოს, მას, წყაროს მიხედვით, გააჩნადა საზოგადოების ორგანიზაციის პოლიტიკური ფორმა განსაზღვრულ ტერიტორიაზე – მდინარე ეგრისწყლიდან (შავი ზღვიდან) ალბანეთამდე. გააჩნდა სუვერენული ორგანიზაცია ხელისუფლებისა, რომელიც აღჭურვილი იყო სამმართველო და იძულებითი აპარატით (საერისთავოები ძალოვანი სტრუქტურებითა და ფისკალური ინსტიტუტებით), რომელსაც ქვეყნის მთელი მოსახლეობა ემორჩილებოდა.
ფარნავაზმა და ქუჯი ერისთავმა საერთო სახელმწიფო – “ქართლის სამეფო” დაარსეს ვითარცა სოციალური ინსტიტუტი, რომელიც უზრუნველყოფთდა თავის წევრთა შორის წესრიგს, ეყრდნობდა მოვალეობითი ვალდებულებების აღსრულებასა და იქამდე არსებულ ტრადიციებს.
ვახუშტი ბატონიშვილი საგანგებოდ აღწერს ფარნავაზ-ქუჯის სახელმწიფოს ტრადიციებს ქვეთავში, რომელსაც ეწოდება „წესთათვის“
ეს იყო – 1. წარმართული კერპთმსახურება „კერპთა მღვდელთა“ მიერ და მათი საგანგებო პატივისცემა. 2. მსგავსი პატივისცემა საერო მმართველთა მიმართ (ესენი იყვნენ „ერისთავნი, მთავარნი, აზნაურნი, ვაჭარნი, მსახურნი, მუშაკნი“)
თავის მხრივ – ერისთავებს ევალებოდათ აღესრულებინათ საგანგებო „წესი ერისთავთა“, ეს ძირითადად იყო – „მოურნეობა“ ანუ ზრუნვა საერისთავოს მიმართ, კერძოდ, ერისთავს ევალებოდა –
1. „თავის ქვეყნის სამართლის“ წარმოება, ანუ საერისთავოში სასამართლო სისტემის მეთაურობა;
2. მისი მოვალეობა იყო საერისთავოს ლაშქრის შეკრება, მისი გაწვრთნა და საომრად მომზადება;
3. ერისთავი თავის საერისთავოში ადგენდა სახელმწიფო მოხელეებს -„დაიდგინებოდნენ მთავარნი და წარჩინებულნი, და ძენი მათნი შეცვალებით“ (ქ.ც.4.1975, გვ.17). აღნიშნული მთავარნი და წარჩინებულნი სახელმწიფო სამსახურში რომ ჩააყენეს, იქედან ჩანს, რომ მათი თანამდებობა არ იყო მემკვიდრეობით, მათი თანამდებობიდან დათხოვნა და მათ მაგიერ სხვა მოხელეების დანიშვნა საჭირო წესი იყო აუცილებლობის შესაბამისად. მათი როტაცია შეიძლებოდა – „შეცვალებით“.

წყაროს დაბეჯითებული მტკიცებით ფარნავაზ-ქუჯის სახელმწიფოს გააჩნდა სუვერენიტეტი, ანუ მისი ხელისუფლება იყო სხვა სახელმწიფოსაგან დამოუკიდებელი თავისი სახელწიფოს მთელ ტერიტორიაზე, ეს მდგომარეობა მათ მტკიცე და ხანგრძლივი ომებით მოიპოვეს მტერთან ბრძოლის შედეგად. წყაროს ეს ცნობაც სახელმწიფოს არსებობის ნიშანია.
წყარო აღწერს სახელმწიფოებრიობის ყველა ნიშანს, კერძოდ ეს იყო, აღნიშნული საერისთავოების დაარსება ანუ ტერიტორიული პრინციპით მოსახლეობის დაყოფა და ორგანიზაცია, კერძოდ კი 8 (რვა) საერისთავოს დაარსება, რომელთაც გააჩნდათ თავისი საზღვრები.
ქვეყანაში არმიის, პოლიციის, სამართლის სისტემის არსებობას, რომელნიც უზრუნველყოფდნენ სახელმწიფო გადაწყვეტილებების აღსრულებისათვის იძულებას (ქ.ც. 4. 1975, გვ. 17).
საპოლიციო ფუნქციები ებარა „მანდატურთუხუცესს“, ის იყო ასე ვთქვათ შინაგან საქმეთა მინისტრი „მანდატურთუხუცესის ჴელისა იყო: მანდატურნი მებჭენი, მეკრენი, ქონდაქართუხუცესი, სარანგანი“.
განიმარტება, რომ მანდატური იყო საპოლიციო-ადმინისტრაციული აპარატის მოხელე, ძველ საქართველოში „ამიერ და იმიერ“ ანუ აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოში „300 სახლი“ მანდატური ყოფილა, ქონდაქარი – სასამართლო განჩინების აღმასრულებელია ან ჯალათია (რომელსა თურქნი ჯალათს უჴმობენ), ხოლო, სარანგი – პოლიციელია, ან შეიარაღებული საპოლიციო რაზმია, რომელსაც ევალბოდა წესრიგისა და არსებული საზოგადოებრივი წესიერების (სიმშვიდის) დაცვა.
წყარო აღნიშნავს,რომ სახელმწიფო აღასრულებდა თავის მრავალ ფუნქციას, მათ შორის გადასახადების ამოღებას (რათა უზრუნველეყოთ სახელმწიფო აპარატის მუშაობა), ეს ფუნქცია ეკისრებოდა საგანგებო „ხელისუფალს“, მას ეწოდებოდა „სპასალარი ანუ სპასპეტი“, ის იყო „ერისთავთა უხუცესი“ და ამავე დროს ევალებოდა სამეფო გადასახადის ანუ „ხარკი“ მოკრება საერისთავოებში, ანუ მას გადაეცემოდა ერისთავების მიერ საერითავოებში შეკრებილი გადასახადი.
საგანგებო უმაღლესი ხელისუფალი იყო სპასალარი ანუ სპასპეტი.
„ამისი ხელისანი იყუნენ … ყოველთა ერისთავთა უხუცესობა. ესევე შეჰკრებდა ლაშკართა და ხარკსა სამეფოსა ერისთავთა მიერ ყოველთა საბრძანებელთა“
შიძლება შევეხოთ ზოგიერთ გამორჩეულ ხელისუფალს, მათ შორის-
მსახურთუხუცესის ჴელისა იყუნენ: სალაშკრო საჭურვემსახურთ ლისა და იარაღისა მსახურნი მეფისანი და ციხექალაქთა მცველუხუცესი ნი სპანი მეფისანი.
მანდატურთუხუცესის ჴელისა იყო: მანდატურნი, მებჭენი, მეკრენი, ქონდაქარნი, სარანგანი და ნადიმობის წესი, და წინძღოლა მეფისა, მოხსენება ნადიმსა…“
„მეჭურჭლეთუხუცესი, ამისი ჴელისა იყო ყოველნი საჭურმეჭურჭლე და საუნჯენი მეფისა, და მას შინა დაწესებულნი“.
მსაჯულთუხუცესისათჳს ამისი ჴელისა იყუნენ ყოველნი მსაჯულნი, ბჭენი და ჴევისბერნი. ჴევის-თავნი და ესევე სჯიდა საბრძანოსა მეფისასა.
უხუცესი მეჯინიბეთუხუცესი შემდგომად იწოდა ამილახორი. ამისი მეჯინიბეთ ჴელისა იყო: ყოველნი მეჯინიბენი, შიკრიკნი, პაიჭნი, ჱუნენი, ჯოგნი, რემანი მეფისანი“ და სხვა
ფარნავაზის მიერ რეგიონებში საერისთავოების დაარსება ნიშნავდა,რომ არა მხოლოდ ცენტრში, ოლქებშიც არსებობდა ადგილობრივი ორგანოები (სამართლის ორგანო, ლაშქრის (არმიის) ადგილობრივი სტრუქტურული ერთეული და ადგილობრივი ფისკალური ინსტიტუტი ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად საერთო სახელმწიფოებრივი საჭიროებისათვის („მოჰკრეფდეს ხარკთა სამეფოთა“).
წყაროს ცნობებეს თუ დავუჯერებთ, უკვე ფარნავაზის დროს მის სახელმწიფოში მოსახლეობას გააჩნდა იმჟამინდელი ერისათვის დამახასიატებელი ნიშნები – ეს იყო ხალხის ისტორიულად მყარი, პოლიტიკურად თავისთავადი ერთობა, რომელსაც გააჩნდა უნიკალური ნაციონალური იდენტობა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
ნაციონალური იდენტობა არის – ნაციის შეგრძნება, რომ ის წარმოადგენს უნიკალური ტრადიციებით, კულტურითა და ენით წარმოდგენილ მთლიანობას, ამ ფაქტის საილუსტრაციოდ შეიძლება გამოგვადგეს მატიანეში აღწერილი ამბავი, უფლისწული ვახტანგ გორგასლი დაობლდა 10 წლის ასაკში, ამით ისარგებლეს მეზობელმა იმპერიებმა, მათ შორის ბიზანტიამ. მან გადმოლახა ქართლის სამეფოს საზღვრი და მოახდინა ტერიტორიის ოკუპაცია მდინარე ეგრისწყლიდან, ვიდრე ციხე-გოჯამდე.
ამ ფაქტს, ანუ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის დაკარგვას „ეგრიაწყლიდან ციხეგოჯამდე“ მემატიანის სიტყვით, „იგლოვდა ყოველი ქართველი“.
წყარო წერს – „გამოვიდეს ბერძენნი აფხაზეთით, რამეთუ ბერძენთა ჰქონდა ეგრის-წყალს ქუემოთი კერძი ყოველი, და დაიპყრეს ეგრის-წყლითგან ვიდრე ციხე-გოჯადმდე. მაშინ იქმნა გლოვა და წუხილი ყოველთა ზედა ქართველთა და იტყოდეს: ვძებნეთ საზღვარი ქართლისა ბერძენთაგან“. ამას იტყოდეს ყოველნი ქართველნი და იყვნეს მწუხარებასა შინა დიდსა“.
„მაშინ იყო ურვა დიდი ივერიასა შინა, ვინაითგან მისტაცეს საზღვარნი მათნი და არა ჰყვათ წინამძღვარი, რათა ირგონ რამე“ (ქ.ც.4. გვ.101).
მაშასადამე, ქვეყანამ დაკარგა მიწაწყალი დასავლეთ საქაართველოს ერთ ნაწილში, და ამას იგლოვდა ქვეყნის მთალი მოსახლეობა როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ისე დასავლეთში, ანუ, ქვეყნის ერთი ნაწილის – ეგრისწყლიდან ვიდრე ციხე-გოჯამდე მდებარე ტერიტორიის, მიტაცების გამო მწუხარებამ დაისადგურა ყოველი ქართველის ოჯახში.
მემატაიანის მიერ აღწერილი ამ ამბიდან ჩანს, რომ მე-5 საუკუნის ქართველს უფრო ძლიერი ნაციონალური იდენტობა გააჩნდა, ვიდრე, მაგალითად, მე-20 საუკუნისა.
მართლაც, მტერმა, მე-20 ს ს. ბოლოსა და 21-ე ს. დასაწყისში მსგავსადვე მოახდინა ქვეყნის ნაწილის – აფხაზეთის ოკუპაცია, მაგარამ ამ ფაქტს ყველა ქართველი არ განიცდიდა და არც საყოველთაო მწუხარებას მისცემია ყველა ოჯახი, როგორც ეს მომხდარა საუკუნეთა წინ, მე-5 საუკუნეში, როცა მსგავსი ფაქტის გამო „იქმნა გლოვა და წუხილი ყოველთა ზედა ქართველთა …ყოველნი ქართველნი იყვნეს მწუხარებასა შინა დიდსა“.
ზოგჯერ ამბობენ, რომ ქართული იდენტობა დაკავშირებულია ქრისტიანობის გავრცელებასთან, მაგრამ ამ აზრს არ ეთანხმება მემატიანის ცნობა, რომ წარმართ და ასევე არაქრისტიან, მაზდეანური სარწმუნოების მქონე ქართველებსაც „ქართველებს“ უწოდებდნენ.
მაგალითად, მე-5 საუკუნეში, ქართლის წვრილი ერში მტერს მაზდეანობა გაუვრცელებია, მაგრამ ისინი კვლავ ქართველებად იწოდებოდნენ – „რომელსა ენებოს ცეცხლის მსახურება ქართველთა, არა აყენებდდნენ, თვინიერ იძულებისა…ვერ მოაქცივნეს წარჩინებულნი, გარნა წვრილნი ვინმენი ერნი“ (ქ.ც. გვე. 100). ანუ მტერს წარჩინებულთა შორის მაზდეანობა ვერ გაუვრცელება, მაგრამ დაბალი ფენის ქართველები გაუმაზდიანებია.
საზოგადოდ, ნაციონალური იდენტობის მთავარ მახასიათებლად ითვლება 1. შინაგანი ერთობა და 2. განსხვავებულობა სხვათაგან.
ორივე ეს ნიშანი გაააჩნდა ფარნავაზის სახელმწიფოს მოსახლეობას.
პირველი მიიღწეოდა ერთიანი ისტორიით, საერთო ტერიტორიით, საერთო ენით, საერთო რელიგიით, ადათებით, ლეგენდებითა და გადმოცემებით, ეს ნიშნები ნაციონალური იდენტობისა ფარნავაზის სახელმწიფოს ხალხს გამოკვეთილად გააჩნდა.
ფარნავაზის სახელმწიფოს ხალხს წყაროს მიხედვით გააჩნდა მეორე ნიშანიც, ნაციონალური იდნტობის გარე განზომილება, რომელიც ამ ხალხმა შიმუშავა მტერთან ბრძოლისას. მტერის დასამარცხებლად სხვა უცხო, მეზობელი ხალხების მეომრებიც კი დაიქირავა. ამით ეს ნიშანი გამოკვეთა.
თვალსაჩინოა პირველი ერთიანი ქართული სახელმწიფო ატრიბუტები, მათ შორის საერთო სახელმწიფო ადმინისტრაცია – „ფარნავზი „მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ეგურსა ზედა. და განამრავლნა ყოველნი მჴედარნი ქართლოსიანნი, განაწესნა ერის-თავნი რვანი და სპასპეტი. ერთი გაგზავნა მარგჳს ერის-თავად, და მისცა მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუადმდე, რიონს ზემოთ. და ამან-ვე ფარნავაზ აღაშენნა ორნი ციხენი, შორაპანი და დიმნა. და გაგზავნა მეორე კახეთისა ერის-თავად, და მისცა არაგჳთგან ვიდრე ჰერეთამდე, რომელ არს კახეთი და კუხეთი. მესამე გაგზავნა ხუნანისა ერის-თავად, და მისცა ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ტფილისამდე და გაჩიანთამდის, რომელ არს გარდაბანი. მეოთხე გაგზავნა სამშჳლდის ერის-თავად, და მისცა სკჳრეთისა მდინარითგან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი. მეხუთე გაგზავნა წუნდის ერის-თავად, და მისცა ფანვარითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა, რომელ არს ჯავახეთი და კოლა და არტანი. მეექუსე გაგზავნა ოძრჴის ერის-თავად, და მისცა ტასისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა. მეშჳდე გაგზავნა კლარჯეთის ერის-თავად, და მისცა არსიანითგან ზღუამდე. და მერვე, ქუჯი, იყო ერის-თავი ეგრისისა. ხოლო ერთი დაადგინა სპასპეტად და მისცა ტფილისითგან და არაგჳთგან ვიდრე ტასისკარამდე და ფანვარადმდე, რომელ არს შიდა-ქართლი. და ესე სპასპეტი იყო შემდგომად-ვე წინაშე მეფისა, მთავრობით განაგებდის ყოველთა ერის-თავთა ზედა. ხოლო ამათ ერის-თავთა ქუეშე, ადგილთა და ადგილთა, განაჩინნა სპასალარნი და ათასის-თავნი, და მათ ყოველთაგან მოვიდოდა ხარკი სამეუფო და საერისთავო. ესრეთ განაწესა ესე ყოველი ფარნავაზ მიმსგავსებულად სამეფოსა სპარსთასა“..სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ელემენტად გადაიქცა აზნაურობა-სამხედრო ფენა: „ხოლო იგი ჰრომნი ათასნი მჴედარნი, რომელნი აზონისგან მოერთნეს ფარნავაზს, რომელი ზემოთ ვაჴსენეთ, იგინი განყვნა ჴევთა და ქუეყანათა შინა, იპყრნა იგინი კეთილად, რამეთუ ბრძოლასა მას აზონისსა მჴნედ იყვნეს. და უწოდა მათ სახელად აზნაურნი“.
მემატიანე ეხება სახელმწიფო ატრიბუტების სხვა ელემენტებსაც – იმჟამინდელ ქართველთა საერთო სარწმუნოებას, საერთო სახელმწიფო ენასა და საერთო კულტურას ანუ „მწიგნობრობას“:
“ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თჳსსა: ესე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქუა. ამართა კერპი იგი არმაზი თავსა ზედა ქართლისასა, და მიერითგან ეწოდა არმაზი კერპისა მისთჳს. და ქმნა სატფურება დიდი კერპისა მისთჳს აღმართებულისა…და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული, და არ-ღა-რა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თჳნიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“.
სახელმწიფოებრიობის სხვა უმთავრესი ნიშანი იყო საერთო არმია.
მემატიანე აღნიშნავს ამის შესახებ – კეძოდ, ფარნავაზმა მის ხელთ არსებული საგანძურით თავის არმიის პირველი ნაწილები შეკრიბა ეგრისში ქუჯი ერისთავის შემწეობით, მემატიანე წერს – „ეგრისით შეკრბეს ურიცხუნი სპანი და მომართეს აზონს…ხოლო აზონმან მოუწოდა სპათა თჳსთა და შემოკრიბნა“. ქუჯი და ფარნავაზი „ეზრახნეს…და გამოჰყვეს ოვსნი და ლეკნი და განიმრავლნეს სპანი“. მათ დაემატა რომაელი მხედრების ათასეული – „მაშინ ათასი მჴედარი რჩეული ჰრომთა მათგანი, რომელთა ბოროტი წაჰკიდებოდა აზონისაგან, განუდგეს აზონს და მოვიდეს წინაშე ფარნავაზისა“. მათ ასევე დაემატა „სომხეთის ერისთავთა“ სპა:
„მაშინ ყოველნი ქართველნი განუდგეს აზონს. ხოლო სპანი რომელ დარჩეს აზონს, ვერ-ღა-რა მიენდო მათ, რამეთუ ყოველთა ზედა ბოროტის მოქმედ იყო. წარვიდა აზონ და მივიდა კლარჯეთს, და გამაგრდა იგი სიმაგრეთა შინა კლარჯეთისათა. ამან ფარნავაზ წარავლინნა მოციქულნი წინაშე მეფისა ანტიოქოს ასურასტანისა, და წარსცა ძღუენი დიდ-ძალი. და აღუთქუა მას მსახურება, და ითხოვა მისგან შეწევნა ბერძენთა ზედა. ხოლო ანტიოქოს შეიწყნარა ძღუენი მისი, და უწოდა შვილად თჳსად, და წარმოსცა გჳრგჳნი. და უბრძანა ერის-თავთა სომხეთისათა, რათა შეეწეოდიან ფარნავაზს“.
აზონთან გამარჯვების შემდეგ მან შექმნა სახელმწიფო არმია – „ფარნავაზს განემრავლნეს მჴედარნი ქართლისანი“.
პირველი დაქირავებული, შესაბამისად, პროფესიონალური არმია ძველ საქართველოში გამოჩნდა ფარნავაზის სახელმწიფოში (ვახუშტის მიხედვით ძვ. წ. 302-237 წლებში).
ჯარს ეწოდებოდა „ლაშქარი“, ეს სიტყვა სპარსულ-ინდური წარმოშობის უნდა იყოს და მიიჩნევა, რომ ამ სახელს უწოდებდნენ ამაყ, თავადაჯერებულ ადამიანს, ხოლო საქართველოში ვაჟკაცური იერის ჯარისკაცებით დაკომპლექტებულ ჯარს.
როგორც ითქვა, ფარნავაზმა ეგრისში შეადგინა ჯარი. „ეგრისით შეკრბეს ურიცხუნი სპანი“, მათ გარდა ლაშქარს ემატებოდა 1000 „რჩეული მხედარი“, გაწვრთნილი ალექსანდრე მაკედონელის ჯარის სტანდარტების შესაბამისად – „მაშინ ათასი მჴედარი რჩეული ჰრომთა …მოვიდეს წინაშე ფარნავაზისა“.
მაშასადამე, ლაშქარს, თანამედროვე სიტყვით რომ ვთქვათ, ხელმძღვანელობდა გაწვრთნილ ცხენოსანთა ათას კაციანი კორპუსი.
დაქირავებულთა შორის იყვნენ ჩრდილოკავკასიელი ცხენოსანი მეომრები „გამოჰყვეს ოვსნი და ლეკნი და განიმრავლნეს სპანი“.
საბოლოოდ შეიკრა ცხენოსანთა და ფეხოსან მოლაშქრეთა არმია – „მჴედარნი ქართლისანი“, „ფარნავაზს განემრავლნეს მჴედარნი ქართლისანი“.
სამეფო ლაშქარი, წესის მიხედვით, უნდა შევსებულიყო საერითავოებში.
სამეფო ლაშქრის შეკრება ევალებოდა სპასპეტს, ის თავის მხრივ ავალებდა ერისთავებსა და სპასალარებს, ისინი კი საერითავოებში კრებდნენ ლაშქარს და გადასცემდნენ სპასპეტის განკარგულებაში, ამით „ყოველ საბრძანებელის“ ანუ მთელ ქვეყნის ლაშქარი (ჯარი) მწყობრში დგებოდა.
„ერთი დაადგინა სპასპეტად და მისცა ტფილისითგან და არაგჳთგან ვიდრე ტასისკარამდე და ფანვარადმდე, რომელ არს შიდა-ქართლი. და ესე სპასპეტი იყო შემდგომად-ვე წინაშე მეფისა, მთავრობით განაგებდის ყოველთა ერის-თავთა ზედა. ხოლო ამათ ერის-თავთა ქუეშე, ადგილთა და ადგილთა, განაჩინნა სპასალარნი და ათასის-თავნი, და მათ ყოველთაგან მოვიდოდა ხარკი სამეუფო და საერისთავო“.
მაშასადამე ქართული პირველი ერთიანი არმია იყოფოდა ათასეულებად, რომელთაც სპასალარები მეთაურობდნენ, სპასალარები კი სპასპეტს ექვემდებარებოდნენ. სამხედრო მოვალეობის გარდა მათ მიერ ასევე იკრობებოდა გადასახადი „სამუფო და საერისთავო ხარკი“, ანუ დგებოდა სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც ადმინისტრაციისა და ლაშქრის შესანახად იყო საჭირო.
ამასვე წერს ვახუშტიც – „წესი სპასალარისათჳს – ესევე შეჰკრებდა ლაშკართა და ხარკსა სამეფოსა ერისთავთა მიერ ყოველთა საბრძანებელთა“.
სპასპეტი სახელმწიფოს სამხედრო აპარტის მეთაური იყო და ის უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა.
ვახუშტი წერს პარაგრაფში – „ლაშკართათჳს, ხოლო ლაშქართა წესნი აქუნდათ: მეფეთა ჰყვა როქითა, რაოდენი ძალ-ედვა სპანი მცველად თჳსად, ვითარცა იტყჳს მირიანისასა და აღმაშენებელისასა ჲ (60) ათასსა მარადის მცველად მისად, და დავითთასა, არღარა განიყოფოდა საჭურჭლე სპათა ზედა, და პატივი ამათი იყო სხუა. ხოლო სხუანი სპანი იყვნენ ქუეყანათაგან და ერისთავთა ქუეშე დაწესებულნი, რომელთა მოუწოდიან ჟამად“.
ფარნავაზის ლაშქარში არსებობდნენ ფეხოსანთა და ცხენოსანთა დანაყოფები.
ვახუშტი წერს თუ რა სახის იარაღს ფლობდა ქართული ჯარი, ეს ყოფილა – „ხოლო საომარნი საჭურველნი აქუნდათ: ჯავშანი, ხვაფთანი, პოლოტიკნი, საბარკულნი, მუზარადნი, ჩაბალახნი, ჴმალნი, ხანჯალნი, ლახტნი, ჩუგლუგნი, გურზნი, ოროლნი, შუბნი, ხიშტნი და მშჳლდისარნი. ცხენოსნებისა და ფეხოსნების სამხედრო ვარჯიშის საუკეთესო სახედ ითვლებოდა ნადირობა. ვახუშტი ჩამოთვლის იმჟამინდელ იარაღს – „არამედ ისარი ბოძალი დიდთა ნადირთათჳს, ქეიბური მჴეცთათჳს, სარჩა და ქიბორჯი წვრილთა ნადირთათჳს, და სამუდამოდ აქუნდათ; ხოლო კაპარჭის ისარი, რომელ არს საყალნო, ომსა-ბრძოლასა შინა“).
მემატიანე ასე ამთავრებს ქართველთა ეროვნული იდეის შემოქმედი მამის ცხოვრების აღწერას – „მაშინ ფარნავაზ უშიშ იქმნა ყოველთა მტერთა თჳსთაგან და მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ეგურსა ზედა… ჟამითი-ჟამად მივიდის ეგრისს და კლარჯეთს, და მოიკითხნის მეგრელნი და კლარჯნი, და განაგის ყოველი საქმე დაშლილი…იყო განსუენება და სიხარული ყოველსა ქართლსა ზედა მეფობისათჳს ფარნავაზისსა და იტყოდეს ამას ყოველნი: “ვჰმადლობთ სუესა ჩუენსა, რამეთუ მოგუცა ჩუენ მეფე ნათესავთაგან მამათა ჩუენთასა და აღგვიჴადა ხარკი და ჭირი უცხოთა ნათესავთაგან. და ესე ყოველი აღასრულა ფარნავაზ სიბრძნითა და სიქუელითა, სიმჴნითა და სიმდიდრითა“.
ყველაზე უმნიშვნელოვანესი მემატიანის თხრობიდან, ალბათ ისაა, რომ ამ წყაროთა მიხედვით, ფარნავაზისა და ქუჯის ეპოქაშივე საქართველოს მოსახლეობას გააჩნდა საკუთარი ნაციონალური იდენტობა, რომელიც გაძლიერდა ამ ორი მებრძოლი მამულიშვილის ერთობლივი მუშაკობის შედეგად.
ფარნავაზისა და ქუჯის მიერ დაარსებულ სახელმწიფოს „ქართლის სამეფო“ ეწოდა, მისი სტაბილური და მყარი არსებობისათვის მათ, როგორც მრავალჯერ აღინიშნა, საჭიროდ მიიჩნიეს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო ენის უპირატესი განვრცობა, „არღა იზრახებოდა სხვა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა“, ამის გარდა მეფე ფარნავაზმა „შექმნა მწიგნობრობა ქართული“.
ძნელია განსაზღვრა იმის თუ რა იგულისხმებოდა იმჟამად „ქართული მწიგნობრობის“ ქვეშ, მაგრამ ჩანს ის გულისხმობდა საკუთარ წერით ტრადიციას, რომელიც ალბათ საჭირო იყო ცენტრის სამმმართველო ადმინისტრაციისა და რეგიონების ელიტების ერთმანეთთან დასაკავშირებლად, ამასთანავე, ამ საერთო ენას უეჭველად ექნებოდა საკულტო დატვირთვა.
საკუთარი ქართული მწიგნობრობის შექმნამ და მისმა შესწავლ-განვრცობამ იმჟამინდელი საქართველოს იქამდე დანაწევრებული ოლქების მოსახლეობა გადააქცია კავკასიის უდიდეს ხალხად.
ამ სიკეთის (მწიგნობრობის) დანერგვა, როგორც ითქვა მიეწერება ფარნავაზ მეფეს. ეს გულისხმობდა ნაციონალური თვითშემეცნების გაძლიერებას.
რამდენად შესაძლებელია ქუჯი-ფარნავაზის ეპოქის საქართველოს მოსახლეობას ჰქონოდა ეროვნული იდენტობა?
გ. მელიქიშვილს არ ეეჭვება ქუჯისა და ფარნავაზის კავშირი ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს საფუძლების ჩასაყრელად, რაც მათ განახორციელეს კიდეც აღნიშნულ წყაროთა ცნობებით (Меликишвили Г. А., К истории Древней Грузии, Тб., 1959).
ერთიანი სახელმწიფოს არსებობა საუკუნეთა მანძილზე ერთიანი კულტით, სახელმწიფო ენითა და მწიგნობრობით თავისთავად გულისხმობს, რომ მის ხალხს უკვე გააჩნია ნაციონალური იდენტობა თავისი ეპოქის შესაბამისად, მსგავსად, ისევე, როგორც ეს გააჩნდა მის უშუალო მეზობელ სომეხ ხალხს, სხვა მეზობელ ხალხებს, თუ არას ვიტყვით ძველი ეგვიპტის თუ ჩინეთის ხალხების შესახებ.
მაშასადამე, ქართველობა, როგორც ნაცია, სხვა მეზობელი ერების მსგავსად, ჯერ კიდევ ქრისტეშობამდე ჩამოყალიბდა. მან, ათასწლეულთა მანძილზე რამდენჯერმე შექმნა კიდეც ერთიანი სახელმწიფო,. მათ შორის ერთერთი პირველი ყოფილა ქუჯი-ფარნავაზის სახელმწიფო ანუ თავდაპირველი ქართლის სამეფო, რომელმაც მრავალი საუკუნე იარსება ვიდრე არაბთა შემოსევამდე.
პირველი ერთიანი ქართული სახელმწიფო დაიშალა მეფეების მირისა და წმიდა არჩილის დროს VIII საუკუნეში. ამის შემდეგ, თანდათანობით, IX-X საუკუნებში, ქართველი ხალხის განსახლების განაპირა ტერიტორიებზე ჩამოყალიბდა ქართული სახელმწიფოები – ესენი იყვნენ – აფხაზთა სამეფო და ტაო-კლარჯეთის ანუ „ქართველთა სამეფო“, მათ თანდათან შეემატა კახეთ-ჰერეთისა და ტაშორ-ძორაკერტის სამეფოები, ამ უკანასკნელს მონოფიზიტი ქართველები მართავდნენ, ამიტომაც „სომეხთა სამეფო“ ერქვა.
ყველა ეს სახელმწიფოებრივი ერთეულები ქართველი ხალხის განსახლების განაპირა რეგიონებში იმიტომ შეიქმნა, რომ ქვეყნის გული, იმჟამად, არაბულ თბილისის საამიროს ეჭირა.
ამ ქართული სამეფოების გაერთიანება ბაგრატ III-ის შემდეგ იყო არა საქართველოს პირველი გაერთიანება, როგორც ამჟამადაა მიჩნეული, არამედ აღორძინება ქუჯი-ფარნავაზის სახელმწიფოს ათასწლობვანი ტრადიციებისა, ეს გაერთიანება ემყარებოდა აღნიშნული სახელმწიფოებრივი ერთეულების ხალხის ცოდნას წარსული მთლიანობისა, მის სწრაფვას ამ იდეის განხორციელებისა და მე-8 საუკუნემდე არსებული ერთიანი სახელმწიფოს ხსოვნის საფუძველზე აღმოცენებული გაერთიანების მძლავრ სურვილს.
მტრების ძალმომრეობით XV ს. ბოლოს კვლავ დაიშალა ერთიანი სახელმწიფო, მაგრამ ჩვენს დროს ის კვლავინდებურად აღსდგა იმ ძალით, რომელიც ერის ფსიქიკაში იყო ჩაბეჭდილი წინაპართაგან ბოძებული მემკვიდრეობითი ცოდნთ, ძალით, რომლის მესაძირკვლენი იყვნენ ეგრისის სახელოვანი ერისთავი ქუჯი და ქართველთა უდიდესი მეფე ფარნავაზი. მას საფუძვლად უდევს ქართული იდეის სიცოცხლისუნარიანობა და ქართველთა მუდმივი ლოცვა ღვთისდმი –

„შენი ივერი
აღსდგეს ძლიერი
და დადგეს ერად სხვა ერთა შორის“.

культура
პარიზის წიგნის ფესტივალზე საქართველოს მწერალთა სახლი ეროვნული სტენდით პირველად არის წარმოდგენილი
კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 12-14 აპრილს საქართველოს მწერალთა სახლი 2024 წლის პარიზის წიგნის ფესტივალზე ეროვნული სტენდით პირველად მონაწილეობს.
Grand Palais Éphémère–ში ფესტივალისა და საქართველოს ეროვნული სტენდის გახსნას მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილი და ლიტერატურული სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
საქართველოს ეროვნული სტენდის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიებით - „ჰაგიოგრაფიიდან პოსტმოდერნიზმამდე“. მწერალთა სახლის სტენდის სტუმრებს, ქართული მწერლობის გაცნობასთან ერთად, საინტერესო კალიგრაფიულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა მათ ქართული ანბანით დაუწერა სასურველი სიტყვები, გამონათქვამები, ფრაზები, სახელები და ა. შ. ასევე გაიმართა ღონისძიება, სახელწოდებით, „თექვსმეტსაუკუნოვანი უწყვეტი ლიტერატურული პროცესი“, რომელიც განიხილავს ქართულ ლიტერატურას, ქართულ-ფრანგულ ლიტერატურულ ურთიერთობებსა და ქართული და ევროპული ლიტერატურის კავშირს.
პირველ საფესტივალო დღეს გამართულ პანელ-დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში გოჩა ჯავახიშვილმა და ფრანგული ფილოლოგიის დოქტორმა, პროფესორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რომანული ფილოლოგიის ფაკულტეტის ხელმძღვანელმა ბელა ხაბეიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ უცხოელი გამომცემლები, ლიტერატურული აგენტები, მედიის წარმომადგენლები და ქართული სათვისტომოს საპატიო წევრები.
ფესტივალის მსვლელობისას ქართულ სტენდზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა და საქმიანი შეხვედრა - PUBLISHERS MATCHMAKING. შეხვედრის მონაწილეები იქნებიან საქართველოს მწერალთა სახლი, ქართული გამომცემლობები: „სეზან ფაბლიშინგი“, „მედუზა,“ „ბაკმი“ და მთარგმნელები - მაია ვარსიმაშვილი და მაია გიორხელიძე. შეხვედრაზე განიხილავენ ქართული ლიტერატურის კატალოგს. მთარგმნელი დალი იაშვილი წარადგენს მიხეილ ჯავახიშვილის მოთხრობას - „ლამბალო და ყაშა“ და მოთხრობების კრებულს. მთავარ სცენაზე გაიმართება წიგნის - „მზე, მთვარე და პურის ყანა“ წარდგენა. წიგნს წარადგენენ ავტორი - მწერალი და კინორეჟისორი თემურ ბაბლუანი და ეროვნული კინოცენტრის წარმომადგენელი ევროპაში სოფიო ბაბლუანი. ქართველ გამომცემლებთან ერთად საქართველოს სტენდთან იქნებიან ფრანგული გამომცემლობები: LE CHERCHE MIDI, GINGKO, EDITIONS DES CARNETS DU DESSERT DE LUNE, MEDUZA, და იტალიური გამომცემლობა MODERN TIMES, რომლებიც წარმოადგენენ ფრანგულად თარგმნილ კლასიკურ და თანამედროვე ქართულ პროზასა და პოეზიას.
საქართველოს ეროვნულ სტენდზე წარმოდგენილი იქნება ბუკლეტი ქართველი ავტორების 50-ამდე ნამუშევრის სინოპსისითა და ამონაბეჭდებით ისეთი ცნობილი ნაწარმოებებიდან, როგორიც არის „შუშანიკის წამება“, „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა.
აღსანიშნავია, რომ პარიზის წიგნის ბაზრობა ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენაა, რომელიც ყოველწლიურად გაზაფხულზე იმართება და მასში მონაწილეობას 1 200 გამომცემელი და 2 000 ავტორი იღებს. საქართველოს წელს პირველად მიეცა საშუალება, საკუთარი სტენდით ჩაერთოს საფესტივალო აქტივობებში.
ფესტივალში ეროვნული სტენდით მონაწილეობა საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
საფესტივალო აქტივობები მწერალთა სახლს, ქართველ მწერლებსა თუ გამომცემლებს დაეხმარება ლიტერატურული ურთიერთობების წარმართვაში, ქართული მწერლობის პოპულარიზაციაში, ახალი კონტაქტების მოძიებასა და მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობაში.
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати