USD 2.6285
EUR 2.9931
RUB 3.3635
თბილისი
„ქართული ღვინო მსოფლიოში უფრო და უფრო ცნობილი ხდება, რაც მის მაღალ ხარისხზე მიანიშნებს“, - იტალიელი სომელიე
თარიღი:  813
ღვინის ეროვნული სააგენტოს  და ასოციაციის „ქართული ღვინო“ მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელი 20 კომპანია იტალიაში მერანოს ღვინის ფესტივალში მონაწილეობდა.
 
ფესტივალის ფარგლებში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაციაც გაიმართა, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დასახლების ღვინოები, მათ შორის, ქვევრის ღვინის და საფერავის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ღვინოები. ღონისძიებას ღვინის პროფესიონალები და ჟურნალისტები დაესწრნენ. დეგუსტაციას იტალიელი სომელიე გუიდო ინვერნიცი უძღვებოდა.
 
„ძალიან ამაღელვებელია ისეთი ღვინის დაგემოვნება, რომელსაც 8000-წლიანი დაყენების ისტორია აქვს. ქართული ღვინო მსოფლიოში უფრო და უფრო ცნობილი ხდება, რაც მის მაღალ ხარისხზე მიანიშნებს. საქართველოში გვხვდება ღვინის დაყენების როგორც ტრადიციული, ისე თანამედროვე მეთოდები. ბოლოს, როდესაც საქართველოში ვიმყოფებოდი, დავაგემოვნე რაჭა-ლეჩხუმის ალექსანდროულის და მუჯურეთულის ჯიშის ღვინოები. მე ახლაც მახსოვს მისი გემო, ვიმედოვნებ, რომ ამ ჯიშის ღვინოებს აქაც ვიპოვი“, - აღნიშნა გუიდო ინვერნიციმ, რომელიც იტალიის სომელიეთა ასოციაციის წევრია.
 
33-წლიანი ისტორიის მერანოს ღვინის ფესტივალი მსოფლიო მასშტაბის ერთ-ერთი გამორჩეული ფესტივალია, რომელსაც ევროპის ღვინის მწარმოებლები, ექსპერტები და ჟურნალისტები ესწრებიან.
ქართული ღვინის პოზიციონირება აღნიშნულ ფესტივალზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის აჩვენებს, რომ ღვინის სამშობლოდ აღიარებული საქართველო, რომელსაც ღვინის წარმოების 8000-წლიანი ისტორია აქვს, დღესაც ღირსეულ ადგილს იკავებს მსოფლიო ბაზრებზე და მუდმივად ვითარდება.
 
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს, მერანოს ღვინის ფესტივალის ფარგლებში, ქართული ქვევრი, როგორც იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, იტალიის ამ ერთ-ერთი უძველესი ქალაქის ცენტრში დაიდგა.
მსოფლიო
დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ირანში ხიდებსა და ელექტროსადგურებს გაანადგურებს, თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს დაესხმება.

„ამ მომენტიდან ყოველ ჯერზე, როდესაც ირანის ისლამური რესპუბლიკა რაკეტით, დრონით ან სხვა იარაღით ჰორმუზის სრუტეში გემს დაარტყამს, ამერიკის შეერთებული შტატები დაბომბავს და გაანადგურებს ერთ ხიდს ან ელექტროსადგურს“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

ტრამპის თქმით, აშშ ირანის დედაქალაქ თეირანში და მის სიახლოვეს მდებარე ხიდებსა და ელექტროსადგურებსაც დაარტყამს.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის