USD 2.6931
EUR 3.1687
RUB 3.5803
Tbilisi
ქართული ღვინის ისტორიიდან - გოგი ლორთქიფანიძე და ქეთევან ტაბიძე (ტიციან ტაბიძის და)
Date:  4577
ფეისბუკ მომხმარებელი გოგი ლორთქიფანიძე თავის პირად გვერდზე, აქვეყნებს საინტერესო ინფორმაციას მისი ბაბუიის და ბებიის შესახებ, რომელიც ქართული მეღვინეობის ისტორიას უკავშირდება.
 
"ბაბუაჩემი, გოგი (გიორგი) ლორთქიფანიძე, საქართველოში ერთ-ერთი პირველი დეგუსტატორი იყო. პროფესიით მეღვინემ, მთელი ცხოვრება ქართული ღვინის განვითარებას შეალია.
 
ბაბუა ინსტიტუტის დამთავრებისთანავე ღვინის ხარისხის ინსპექციის მთავარ სპეციალისტად დანიშნეს. აქედან დაიწყო მისი გზა ამ დარგში. სხვადასხვა დროს ბაბუა ხელმძღვანელობდა საჩხერის, ზესტაფონის ღვინის ქარხნებს. მეღვინე იყო მისი მეუღლეც, ბებიაჩემი, ქეთევან ტაბიძე. ბებია იყო ტიციან ტაბიძის უმცროსი და. ბებია თავიდან არ მუშაობდა, მაგრამ, როცა ბაბუა ომში წავიდა, იძულებული გახდა, ოთხი შვილის სარჩენად მუშაობა დაეწყო. ის წავიდა ვარციხის ღვინის ქარხანაში, სადაც მათი მეგობარი ცოლ-ქმარი – სიმონიკა და ფიქრია ყიფიანები მუშაობდნენ. ბებია ვარციხის ღვინის ქარხნის ტექნოლოგი იყო.
 
ბაბუა არასდროს ჭამდა ცხარე საჭმელს, რომ ენის რეცეპტორები არ გაფუჭებოდა; არ იცოდა მარილის გემო და სახლში საჭმელს მისთვის ცალკე აკეთებდნენ. მისი თაობის ადამიანებისგან გამიგონია, ღვინოს ერთს მოწრუპავდა და მთელ მის ისტორიას „ჩამოწერდა” – არ შეცდებოდა იმაში, თუ რამდენ ხანში დაღვინდებოდა, დადგებოდა თუ არა კარგი ღვინო. მის გარეშე საქართველოდნ ღვინო არ გადიოდა გამოფენაზე, ის ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვისაც ღვინის ხარისხზე აზრს ეკითხებოდნენ და ვისი შეფასებაც კომპეტენტურად ითვლებოდა. როდესაც საქართველოში ღვინის ხარისხის გაფუჭება დაიწყო, ბაბუასთვის ეს ისეთი ტრაგედია ყოფილა, ახლოსაც არ იკარებდა იმ ხალხს, ვისაც ასეთ მაქინაციებთან ჰქონდა შეხება.
ერთხელ, მოსკოვში ყოფნისას, როგორც ყველაზე ავტორიტეტულ დეგუსტატორს, გასასინჯად მიუტანეს რამდენიმე სხვადასხვა წარმოების კონიაკი. ბაბუას ორი კონიაკი გამოუყვია და ერთ-ერთ კონიაკზე უთქვამს, წესით, ჩემი, ქართული უნდა მომწონდეს, მაგრამ, რა ვქნა, როგორც პროფესიონალი, მაინც ვიტყვი, რომ ამ კონიაკებს შორის პირველი ადგილი სომხურს ეკუთვნისო. ხომ შეეძლო, ეთქვა, რომ ქართული კონიაკი უკეთესი იყო, მაგრამ, მის სიტყვას ფასი ჰქონდა და ამ პატიოსნების გამო იყო აღიარებული კოლეგებს შორის.
 
ერთხელ ვიღაცას უკითხავს მისთვის, ღვინოს როგორ აკეთებო? ოო, ძალიან გაბრაზებულა ბაბუა, – ღვინის გაკეთება სად გაგონილა, გაკეთებული ღვინო აქეთ „გაგაკეთებს”, ღვინო უნდა დააყენოო.
 
მიუხედავად იმისა, რომ წამყვანი ღვინის ქარხნების დირექტორი იყო, ბაბუა არ იყო კომუნისტური პარტიის წევრი (არც მამა და არც მე ) იმდენად ავტორიტეტული პიროვნება იყო, რომ, ვერც კი უბედავდნენ პარტიაში შესვლის მოთხოვნას.
 
ბაბუას სიკვდილის შემდეგ არაფერი დაუტოვებია, სახელის გარდა. მის პანაშვიდებზე ხალხი 5-6 საათი რიგში იდგა.
 
ბაბუა იყო ფანტასტიკური თამადა, კარგი მომღერალი, ფანტასტიკური იუმორის მქონე კაცი. ის წყალტუბოში ცხოვრობდა. როცა დასავლეთ საქართველოში ვინმე ცნობილი სტუმარი ჩამოდიოდა, ბაბუა იმ სუფრების უცვლელი თამადა იყო. მას ცუდ ღვინოს ვინ შებედავდა? სუფრაზე, სადაც ბაბუა მიდიოდა, ღვინო განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო, სხვა შემთხვევაში სუფრა, რაც ბაბუასთვის კარგი სიმღერის, ლექსის, სადღეგრძელოს გარეშე წარმოუდგენელი იყო, არ შედგებოდა."
World
ირანი აშშ-ს ირანული გემის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოვუწოდებს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის ძალების მიერ ირანული სატვირთო გემის, Touska-ს დაკავებას გმობს და აშშ-ს გემის, მისი მეზღვაურების, ეკიპაჟის წევრებისა და მათი ოჯახების დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებს, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

„ეჭვგარეშეა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკა გამოიყენებს ყველა შესაძლებლობას ირანის ეროვნული ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად და მოქალაქეების უფლებებისა და ღირსების დასაცავად“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

„ასევე ნათელია, რომ რეგიონში შემდგომი ესკალაციის სრული პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს ეკისრება“.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რეგიონში შემდგომ ესკალაციაზე სრული პასუხისმგებლობა შეერთებულ შტატებს ეკისრება.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კვირას აშშ-ის საზღვაო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს და დააკავეს ირანის დროშის ქვეშ მცურავი გემი მას შემდეგ, რაც მან ომანის ყურეში აშშ-ის საზღვაო ბლოკადის დარღვევა სცადა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way