საქართველომ გასულ წელს ღვინის ექსპორტით 259 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელს მცირედით, 2.6%-ით აღემატება. შედეგად, მთლიან ექსპორტში ყურძნის ნატურალური ღვინოების წილმა 4.3% შეადგინა და ამ დასახელების საქონელი ექსპორტირებული საქონლის რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა.
2023 წელს ღვინის საშუალო ფასი 41 ცენტით არის გაზრდილი, თუ 2022 წელს ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.48 დოლარი იყო, 2023 წელს ფასი 2.89 დოლარამდე გაიზარდა. საექსპორტო ფასი ბოლო წლებში შემცირებულია. მაგალითად, 2018 წელს საშუალო ფასი 3.14 დოლარი იყო. ჯამში 2023 წელს საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში 89 509 ტონა ღვინო გაიყიდა, მაშინ როდესაც 2022 წელს ეს მაჩვენებელი 101 662 ტონას შეადგენდა.
ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი, ტრადიციულად რუსეთი იყო, რომელზეც ღვინის რეალიზების 65.3% მოდიოდა. საექსპორტო მიმართულებას შორის კი რუსეთის შემდეგ პოლონეთი, უკრაინა, ჩინეთი და ყაზახეთია. ამასთან ღვინის სარეალიზაციო ბაზრებს შორის არის აშშ, გერმანია, ლატვია და ლიეტუვაც.
უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებზე ქართული ღვინის ექსპორტის მხოლოდ 11.9% მოდიოდა. EU-ში ღვინის გაყიდვების ღირებულება გასულ წელს სულ რაღაც 0.3% იყო, ხოლო მოცულობა 14%-ით შემცირდა.
საქსტატიდის ინფორმაციით ღვინის ექსპორტიორი კომპანიების TOP-10-ეული გამოითხოვა, რომლებიც, 2023 წელს, ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ღვინის უმსხვილესი რეალიზატორები იყვნენ.
ესენი არიან:
შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა;
შპს მეღვინეობა ხარება.
შპს ასკანელი ძმები;
სს ბადაგონი;
სს თელავის ღვინის მარანი;
სს კოტეხი-გურჯაანის ღვინის ქარხანა;
შპს Bolero & Company;
შპს ალკოჰოლური სასმელების კომპანია ალავერდი;
შპს კახური ღვინის მარანი;
შპს დუგლაძეების ღვინის კომპანია.