USD 2.6883
EUR 3.1684
RUB 3.5974
Tbilisi
„ქართულ ღვინოებს ხედავთ ყველა საუკეთესო სუფრაზე მსოფლიოში“, - ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან, იზაბელ ლეგერონი
Date:  478
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში გამართულ ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე „RAW Wine” საქართველოდან ღვინის 14 მწარმოებელი იყო წარმოდგენილი.
 
The Artisan Wine Fair ერთ-ერთი გამორჩეული გამოფენაა, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიკური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
 
„ქართველი მეღვინეები ძალიან კარგად ართმევენ თავს საქმეს, მათი ავტორიტეტი უფრო და უფრო ძლიერდება. ისინი ყვებიან ისტორიას, შეფუთვა შესანიშნავია, ბევრს მოგზაურობენ, სიამაყით აჩვენებენ საკუთარ ღვინოს. ისინი შესანიშნავები არიან, შესანიშნავი მიმართულებით და უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა უნდა აღმოაჩინოს ისინი. ქართული ღვინის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ვფიქრობ, ახლა ღვინოები არის ძლიერი, მდგრადი, დამახასიათებელი, აქვთ საკუთარი ისტორია, ვფიქრობ, ქვევრი ძალიან მაგიური ჭურჭელია. გასაოცარი არის ის, რომ საქართველო ძალიან პატარა ქვეყანაა, მაგრამ ძალიან მრავალფეროვანია, სხვადასხვა სახეობით, მთიანი ვენახებით, კლიმატით, ამ პატარა ადგილზე ყველაფერი არის, რაც გასაოცარია და ხარისხი შესანიშნავია, ღვინოები უფრო გამძლეა, ღვინოებს ხედავთ ყველა საუკეთესო სუფრაზე მსოფლიოში“, - აღნიშნა იზაბელ ლეგერონმა.
 
2023 წელს, გამოფენაში „RAW Wine” (The Artisan Wine Fair) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 180-მდე მწარმოებელი მონაწილეობდა, მათ შორის, ისეთი ქვეყნებიდან, როგორიცაა აშშ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, გერმანია, იტალია, ჩილე და სხვა.
 
ღვინის ეროვნული სააგენტოსთვის სკანდინავიის ბაზარი, ქართული ღვინის მიმართ ინტერესის ზრდის გამო, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბაზრად მიიჩნევა. შესაბამისად, რამდენიმე წელია, აღნიშნული ბაზრისთვის სააგენტო მნიშვნელოვან მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს.
society
საპატრიარქომ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური მროველ-ურბნელი მიტროპოლიტ იობის განათლებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

საპატრიარქო განმარტავს, რომ 2026 წლის 23 აპრილს მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) წერილობითი თხოვნით მიმართა თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს, რათა მცხეთის სასულიერო სემინარიაში მიღებული განათლების შესაბამისად მისცემოდა დიპლომის ასლი.

საპატრიარქოს თანახმად, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში დაიწყო საქმის წარმოება, რაც ითვალისწინებდა, თავის მხრივ, მიტროპოლიტ იობის მიერ სწავლის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის მოძიებას.

„თბილისის სასულიერო აკადემიამ და სემინარიამ საქართველოს საპატრიარქოს არქივში დაიწყო მასალის მოძიება. მოძიებულ მასალაზე დაყრდნობით, ასევე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის 2017 წლის 20 ოქტომბრის N134 ბრძანების საფუძველზე, მიმართა სასწავლებლის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელ კომისიას შესაბამისი მტკიცებულებებით. აღნიშნული კომისიის სხდომა გაიმართა ამა წლის 5 მაისს, 13:00 საათზე.

კომისიამ მტკიცებულებებისა და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way