საფრანგეთის დედაქალა პარიზში "ოქროს ბურთის" (Ballon d'Or) რიგით 66-ე დაჯილდოებაზე წლის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელეს - კარიერაში პირველად ტიტული ქარიმ ბენზემამ მოიგო.
საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის რეალის ფრანგმა ვარსკვლავმა ლივერპულის ყოფილ, უკვე კი ბაიერნის სენეგალელ შემტევს, სადიო მანეს აჯობა.
34 წლის ფრანგმა გასულ სეზონში ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო და ორივე ტურნირის ბომბარდირი გახდა. საერთო ჯამში მან 46 მატჩში 44 გოლი გაიტანა. მესამე ადგილზე კევინ დე ბრუინი გავიდა, მეოთხეზე კი - პოლონელი ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, რომელიც გასულ სეზონში ბაიერნის ღირსებას იცავდა.
გამოკითხვაში მეხუთე ადგილზე მოჰამედ სალაჰი (ლივერპული და ეგვიპტის ნაკრები) გავიდა, მეექვსეზე კი პეესჟეს ვარსკვლავი კილიან მბაპე, მეშვიდეზე ადგილი ტიბო კურტუამ დაიკავა.
მე-8 პოზიციაზე ვინისიუს ჟუნიორი გავიდა, მე-9 ადგილი ლუკა მოდრიჩს შეხვდა, ხოლო მე-10 - ერლინგ ჰაალანდს.
აღსანიშნავია, რომ მანჩესტერ იუნაიტედის შეტევი კრიშტიანო რონალდო მხოლოდ მე-20 ადგილზე გავიდა, 2005 წლის შემდეგ პირველად მოხდა. მას მერე პორტუგალიელმა ვარსკვლავმა ჯილდო 5-ჯერ მოიგო და ამ მხრივ მხოლოდ არგენტინელ ლიონელ მესის (7) ჩამორჩება. რაც შეეხება მესის, ლეგენდარული არგენტინელი შემტევი ამ სეზონში ნომინანტთა შორისაც კი არ ყოფილა.
ცნობისთვის, France Football-ი ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს "ოქროს ბურთით", 1956 წლის შემდეგ ტრადიციულად ყოველწლიურად აჯილდოებს. 2010-იდან 2015 წლამდე France Football და ფიფა გამარჯვებულს ერთად - "ფიფას ოქროს ბურთით" აჯილდოებდნენ, თუმცა, 2016 წლიდან მხარეებმა თანამშრომლობა შეწყვიტეს. აღსანიშნავია, რომ წელს პირველად პრიზები არა კალენდარული წლის, არამედ სეზონის მიხედვვით განაწილდა.
ქალთა ოქროს ბურთი წელს მეოთხედ გათამაშდა და ზედიზედ მეორედ ჯილდო ბარსელონას 28 წლის ფეხბურთელს ალექსია პუტელიასს გადაეცა.ლეგენდარული რუსი გოლკიპერის, ლევ იაშინის სახელობის ჯილდო წლის საუკეთესო მეკარეს გადაეცემა. აღნიშნულ ნომინაციაში გამარჯვებული რეალისა და ბელგიის ნაკრების მეკარე ტიბო კურტუა გახდა.
წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოს, იგივე რაიმონ კოპას ტიტული შარშანდელის მსგავსად, წელსაც გამარჯვებული ბარსელონას ფეხბურთელს ერგო - საუკეთესოდ 18 წლის გავი დასახელდა.
შარშანდელის მსგავსად, საუკეთესო ბომბარდირისთვის განკუთვნილი ჯილდო ამჯერად უკვე ბარსელონას თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ჩაიბარა, რომელიც გასულ სეზონში მიუნხენის ბაიერნის ღირსებას იცავდა და ყველა ტურნირზე ერთად ჩატარებულ 46 მატჩში 50 გოლი გაიტანა.
“სოკრატესის პრიზი” წელს პირველად დაწესდა და იმ ფეხბურთელს გადაეცემა, რომელიც საქველმოქმედო პროექტებში აქტიური მონაწილეობითა და სამოქალაქო აქტიურობით გამოირჩევა. პრიზი ლივერპულისა და მიუნხენის ბაიერნის სენეგალელ ვარსკვლავს, სადიო მანეს გადაეცა.
სეზონის საუკეთესო კლუბის ტიტული მანჩესტერ სიტის ერგო. სიტის კაცთა გუნდმა პრემიერლიგა მოიგო და თან 99 გოლი გაიტანა, ჩემპიონთა ლიგაში კი ნახევარფინალში ითამაშა. გარდა ამისა, ქალაქელთა ქალთა გუნდი ლიგის თასის გამარჯვებული გახდა.
პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.
მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.
პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.
პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.
ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.
ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.
ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.
წყარო: https://bm.ge/