USD 2.6371
EUR 3.0147
RUB 3.4449
Tbilisi
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 75 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება
Date:  737
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისის საბავშვო ბაღის მშენებლობა თანამედროვე ინფრასტრუქტურული და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობს.
 
ახალ შენობაში ბავშვების განვითარებისა და კომფორტისთვის აუცილებელი ყველა პირობა იქნება გათვალისწინებული. მოეწყობა სასწავლო და სათამაშო სივრცეები, სველი წერტილები და გათბობის სისტემები, ადაპტირებული გარემო განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის
 
პროექტის მიხედვით, გათვალისწინებულია, ასევე, რეკრეაციული ზონებისა და ეზოს მოწყობა.
 
ურბნისის საბავშვო ბაღის მშენებლობას საქართველოს მთავრობა 1.7 მლნ ლარით აფინანსებს.
 
 
 
 
society
დღეს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს

დღეს, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III თორმეტი მოციქულის ხსენების დღესთან (სვეტიცხოვლობასთან) დაკავშირებით სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში სადღესასწაულო წირვას აღავლენს.

საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, ღვთისმსახურება 10:00 საათზე დაიწყება.

ამასთან, საპატრიარქოში განმარტავენ, რომ მღვდელმთავართა ავტომობილები, ტაძრის ეზოს ნაცვლად, გალავნის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება. ასევე, ქალაქი მცხეთა არ დაიკეტება და შესვლა თავისუფალი იქნება.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია და მართლმადიდებელი მრევლი „წმიდა დიდებულთა ათორმეტთა მოციქულთა კრებას", 12 მოციქულის ხსენებას, სვეტიცხოვლობას დღესასწაულობს.

სვეტიცხოვლობის დღესასწაული წელიწადში ორჯერ, 14 ოქტომბერს და 13 ივლისს აღინიშნება. 14 ოქტომბერს ეკლესია ქრისტეს კვართს იხსენიებს.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way