USD 2.7117
EUR 3.1385
RUB 3.3416
Tbilisi
ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამა: ₾200 მილიონის ტენდერები ივლისში გამოცხადდება
Date:  1201

წყარო:https://bm.ge/

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, ქალაქებისა და კურორტების განვითარების ახალ სახელმწიფო პროგრამას იწყებს. აღნიშნულ პროგრამასთან დაკავშირებით ფონდმა ღია კარის დღე გამართა.

შეგახსენებთ, ახალი პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ხორციელდება და სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი მილიარდი ლარი მოხმარდება.

პროგრამა 5-წლიანია, რომლის პირველ ეტაპზეც შერჩეულია 11 მდებარეობა: ბორჯომი, ბაკურიანი, ქუთაისი, წყალტუბო, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, მცხეთა, სტეფანწმინდა, მესტია და ყაზბეგი.

პროგრამის ფარგლებში, განახლდება ბორჯომის ისტორიული ნაწილი და ცენტრალური პარკი; განვითარდება წყალტუბოს ცენტრალური პარკი და ცივი ტბის ახალი რეკრეაცია; მოეწყობა ზუგდიდის ახალი ბულვარი; განახლდება ქუთაისის ისტორიული არეალი, ბოტანიკური ბაღი და კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრს; თელავში განვითარდება ბატონის ციხე და მისი მიმდებარე არეალი, ასევე, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრს; განახლდება ბათუმის ისტორიული ნაწილი და განვითარდება რეკრეაცია. პროგრამა ითვალისწინებს ყაზბეგის, ბაკურიანის და მესტიის მუნიციპალიტეტების ისტორიული არეალების განახლებასა და ახალი მიზიდულობის ცენტრების შექმნასაც.

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით ტაბიძე აცხადებს, რომ ზემოთ ჩამოთვლილ პროექტებთან დაკავშირებით ტენდერები ივლისის პირველ კვირაში გამოცხადდება. 


მისივე განმარტებით, ტენდერში მონაწილეობის მიღება შეეძლება სამშენებლო და საპროექტო კომპანიებს, რომლებსაც მსგავსი მასშტაბის პროექტებზე მუშაობის გამოცდილება აქვთ.

„ტენდერში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ ისეთ კომპანიას შეეძლება, რომელსაც მასშტაბებიდან გამომდინარე, მსგავს პროექტებზე მუშაობის გამოცდილება აქვს. საპროექტო კომპანიას დიდი გამოცდილება მოეთხოვება. რაც შეეხება სამშენებლო ნაწილს, ის უნდა იყოს მრავალპროფილური და გამოცდილი. ჩვენი სურვილია ქართული კომპანიების მოზიდვა, თუმცა უცხოურ კომპანიებსაც განვიხილავთ“, - ამბობს ის.

BMG-ის კითხვაზე, თუ რამდენად იქნება კონტრაქტებში ფასთა ინდექსაცია გათვალისწინებული ინფლაციის ფონზე, დავით ტაბიძემ აღნიშნა:

„წინასწარ ერთეულის ფასები იქნება ცნობილი, თითოეულ კომპანიას ექნება შესაძლებლობა განსაზღვროს ამ ერთეულის ფასების მისთვის მისაღები ოდენობა, კონკურენტულ გარემოში დააკლოს ფასი. ბიზნესმაც და ჩვენც ვიცით, რა არის მშენებლობის ღირებულება და მივდივართ წინ. ტენდერში გამარჯვების განმსაზღვრელი ფასი არ იქნება“.

შეგახსენებთ, კურორტებისა და ქალაქების განვითარების პროგრამის ჯამური სავარაუდო ღირებულება 1 მილიარდი ლარია. აქედან, 200 მილიონი ლარი 2023 წლისთვის არის გამოყოფილი. სამშენებლო სამუშაოები, სავარაუდოდ, 2023 წლის სექტემბერში დაიწყება და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის თქმით, 4-5 წელი გაგრძელდება.
society
ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა ყველა მოქალაქისთვის უფასოა

ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო - აცრა, ყველა მოქალაქისთვის, უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველომ, 200 000 დოზა ფრანგული წარმოების, ოთხკომპონენტიანი, (SANOFI WINTHROP INDUSTRIE-ის VaxigripTetra™) სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა შეიძინა, რომელიც ერთ-ერთია ჯანმოს მიერ რეკომენდებულ ვაქცინებს შორის.

„ვაქცინა მორგებულია იმ შტამებზე, რომელთა ცირკულაცია მოსალოდნელია გრიპის სეზონზე.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვაქცინაცია მაღალი რისკის / ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის, რადგან ზოგიერთი ადამიანისთვის გრიპი შესაძლოა სახიფათო დაავადებად იქცეს.

აცრა ვაქცინაციის სერვისის მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებებსა და პოლიკლინიკებში 6 თვის ასაკიდანაა შესაძლებელი და ბენეფიციარებისთვის სრულად უფასოა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაწესებულებები იხილეთ ბმულზე: https://ncdc.ge/#/pages/file/87a090e3-e8de-4d08-adaf-aaf0cb8b7128

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way