USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
თბილისი
ქალაქ ხაშურში წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის პროექტი გრძელდება
თარიღი:  1416
პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ხაშურის წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების გაუმჯობესების სამუშაოები, პირველი ფაზის ფარგლებში გაუმჯობესდება ქალაქის ცენტრალური ნაწილის წყალარინების და მთლიანი ქალაქის წყალმომარაგების ქსელი
 
2025 წლის ბოლოდან დაგეგმილია ქ.ხაშურის მოსახლეობის 24-სთ-იანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა, გათვალისწინებულია 200კმ წყალმომარაგებისა და 45 კმ წყალარინების სრულიად ახალი ქსელის მოწყობის სამუშაოები
 
,,მაღალი ტემპით მიმდინარეობს ხაშურის წყალმომარაგება-წყალარინების პროექტზე მუშაობა. 200 კმ ქსელიდან 150 კმ უკვე მოწყობილია. პროგრესია წყალარინების მიმართულებითაც, სადაც სამუშაოების 40 % დასრულებულია. 2025 წლის ბოლომდე ქალაქ ხაშურს ექნება 24 სთ-იანი წყალმომარაგება. წყალარინების მიმართულებით კი სამუშაოები გაგრძელდება მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, შიდა ქართლში პროექტები ხორციელდება 12 მდებარეობაზე. ჯამურად მათი ღირებულება 400 მილიონ ლარს აღემატება. პროექტების განხორციელების შედეგად,ოთხივე მუნიციპალურ ცენტრს კასპს, ქარელს, გორს და ხაშურს 24 სთ-იანი სტანდარტის შესაბამისი წყალმომარაგება ექნება. არის უბნები და მონაკვეთები სადაც ამორტიზირებულ ქსელს ესაჭიროება შესაბამისი რეაბილიტაცია ან სხვა ტიპის სამუშაოები, რაც ასევე გეგმის შესაბამისად არის გათვალისწინებული“ - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ ქალაქ ხაშურში წყალმომარაგების მიმდინარე სამუშაოების დათვალიერების შემდეგ განაცხადა
 
დამატებით მიმდინარეობს 30 მლნ ევროს ღირებულების სასესხო შეთანხმების პროცედურები, რათა ქალაქ ხაშურში სრულად მოეწყოს წყალარინების ქსელი, რაც 85 კმ-ი ქსელის მშენებლობასა და 4000 მიერთებას გულისხმობს. ამასთანავე, ენერგოეფექტურობის კომპონენტის ფარგლებში, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიაზე დაგეგმილია მზის პანელების მოწყობა, რაც შემდგომში ელექტროენერგიის ხარჯს შეამცირებს
 
წყალმომარაგების ქსელის დასრულება დაგეგმილია 2025 წლის ბოლოსთვის
 
ხაშურის წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოებს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით 330 მლნ. ლარზე მეტი მოხმარდება.
მსოფლიო
რადოსლავ სიკორსკი: უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა

უკრაინას იმაზე უფრო ძლიერი კოზირები აქვს, ვიდრე დონალდ ტრამპს ეგონა, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. როგორც რადოსლავ სიკორსკიმ აღნიშნა, უკრაინა რუსეთის სიღრმეში წარმატებულ დარტყმებს ახორციელებს, ტრამპს კი გამარჯვებულები მოსწონს.

„უკრაინა საკუთარი დრონებითა და რაკეტებით დარტყმებს რუსეთის სიღრმეში ახორციელებს. ამიტომ, არ გამიკვირდება, თუ არც ისე დიდი ხნის შემდეგ ვოლოდიმირ ზელენსკი მისი საყვარელი პოლიტიკოსი გახდება“, - განაცხადა სიკორსკიმ

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის