USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
თბილისი
ქაბულში ბურკაზე მოთხოვნა გაიზარდა და სამოსი 10-ჯერ გაძვრიდა
თარიღი:  1476

ავღანეთში „თალიბანის“ კონტროლის გაძლიერებასთან ერთად, ბურკაზე, ტანსაცმელზე, რომელიც სრულად ფარავს ქალის სხეულს, მათ შორის - სახესაც, მოთხოვნა სტაბილურად იზრდებოდა. მას შემდეგ კი, რაც დაჯგუფება დედაქალაქშიც შევიდა, მისი ფასი 10-ჯერაა გაზრდილი.

როგორც მედია იუწყება, ქალები ჩქარობენ, რაც შეიძლება მალე შეიძინონ სამოსი, რათა „თალიბებს“ თვალში არ მოხვდნენ და მათი ყურადღება არ მიიქციონ.

„მოულოდნელი იყო. არავინ ელოდა, რომ ეს ასე მალე მოხდებოდა. ხალხს სჯეროდა, რომ ქაბულს შეეძლო თავის დაცვა ერთი წლის განმავლობაში მაინც, მაგრამ საბრძოლო სული დაკარგულია. არმია უბრალოდ გადასცემს „თალიბანს“ ქაბულს. როგორც ქალებს, ისინი გამოკეტილებს გვაცხოვრებენ. წლების განმავლობაში ვიბრძოდით გარეთ გასასვლელად. ისევ გვჭირდება იმავე მიზნისთვის ბძოლა? ისევ უნდა ვიბრძოლოთ, რომ მუშაობის დასაწყებად, საავადმყოფოში მარტო წასასვლელად ნებართვა მოვიპოვოთ?“, - ამბობს ერთ-ერთი ავღანელი ქალი მედიასთან ანონიმურად.

„თალიბანის“ წესების მიხედვით, სახლიდან გასვლამდე, ქალმა სახე და სხეული უნდა დაიფაროს და აუცილებლად ახლდეს კაცი.

 

თბილისი
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სრულად
გამოკითხვა
სხვათა შორის