USD 2.7065
EUR 3.1293
RUB 3.3438
Tbilisi
ქაბულის აეროპორტში სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა
Date:  652

ქაბულის აეროპორტში, სადაც ასობით ადამიანი ქვეყნის დატოვების მიზნით თვითმფრინავებში ძალით ასვლას ცდილობდა, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას Reuters-ი თვითმხილველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე თქმით, გაურკვეველია, აღნიშნული პირები აეროპორტში შექმნილი ჭყლეტისგან დაიღუპნენ, თუ ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული გასროლის შედეგად.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აეროპორტში მყოფმა ამერიკელმა ჯარისკაცებმა ხალხის ნაკადის გასაფანტად ჰაერში გაისროლეს.

Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way