USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Tbilisi
პუტინმა დუმას ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო პარტნიორობის შესახებ კანონპროექტი წარუდგინა
Date:  490

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმას წარუდგინა კანონპროექტი 2024 წლის 19 ივნისს ფხენიანში, ჩრდილოეთ კორეასთან ხელმოწერილი ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირების შესახებ.

მედიის ინფორმაციით, დოკუმენტი რუსეთის პარლამენტის ონლაინ ბაზაში გამოქვეყნდა.

ხელშეკრულების ერთ-ერთ მუხლში ნათქვამია, რომ „თუ რომელიმე მხარე დაექვემდებარება შეიარაღებულ თავდასხმას რომელიმე სახელმწიფოს ან რამდენიმე სახელმწიფოს მიერ და ამით აღმოჩნდება საომარ მდგომარეობაში, მეორე მხარე დაუყოვნებლივ გაუწევს სამხედრო და სხვა სახის დახმარებას მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით“.

society
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way