USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
პუტინმა ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზების ბრძანება გასცა
Date:  492

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებს ღალატი უწოდა და ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზების ბრძანება გასცა.

„გადაჭარბებულმა ამბიციებმა და პირადმა ინტერესებმა ღალატი გამოიწვია. ეს სწორედაც რომ ღალატია - საკუთარი ქვეყნის, ხალხისა და იმ საქმის ღალატი, რომლისთვისაც ჩვენს ნაწილებთან და ქვედანაყოფებთან მხარდამხარ იბრძოდნენ და იღუპებოდნენ „ვაგნერის“ წევრები და მეთაურები. შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს შესაბამისი ბრძანება შეიარაღებული ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზების შესახებ. გვერდით უნდა გადავდოთ ყველაფერი, რაც რუსეთს ასუსტებს. მიღებული იქნება ქმედითი ზომები როსტოვში შექმნილი სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. ვითარება ამ დრომდე რთული რჩება - სამოქალაქო და სამხედრო მართვის ორგანოების მუშაობა პრაქტიკულად ბლოკირებულია. ამბოხის მცდელობაში ყველა დამნაშავე აუცილებლად აგებს პასუხს ხალხისა და კანონის წინაშე“, - აცხადებს პუტინი.

მანამდე შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოატყუა „ვაგნერის“ დაჯგუფება და პირობა დადო, რომ უპასუხებს ამ სისასტიკეს. ის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის გადაყენებას ითხოვს.

რუსეთის თავდაცვის უწყებაში უარყვეს პრიგოჟინის განცხადება და აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა „ვაგნერის“ დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ამბოხისკენ მოწოდების მუხლით.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way