USD 2.6981
EUR 3.1681
RUB 3.4043
Tbilisi
პუტინმა ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა, რომელსაც ასევე, აფხაზეთთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთთან საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მოვალეობა დაეკისრება
Date:  299

ვლადიმერ პუტინმა დსთ-ს წევრ მეზობელ ქვეყნებთან რუსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში ახალი სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განკარგულებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი ნიკოლაი უდოვიჩენკო დაინიშნოს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებში მეზობელ ქვეყნებთან - დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრებთან. ასევე, მას აფხაზეთის რესპუბლიკასთან, საქართველოსთან და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის მოვალეობა დაეკისროს“, - ნათქვამია განკარგულებაში.

ამასთან, პუტინის განკარგულების მიხედვით, ნიკოლაი უდოვიჩენკო „კასპიის ზღვის შესახებ მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციას უხელმძღვანელებს“.

ნიკოლაი უდოვიჩენკომ აღნიშნულ თანამდებობაზე მიხაელ პეტრიაკოვი შეცვალა.

tbilisi
ნაძალადევის რაიონში მდებარე საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად ხორციელდება

N190 საჯარო სკოლაში მიმდინარე შიდა სარემონტო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა

ამჯერად, ლოტკინის დასახლებაში, 190-ე საჯარო სკოლაში რამდენიმე პროექტი განხორციელდა. 2 700 კვ.მ ფართობზე შეიცვალა შენობის სახურავი, 3 600 კვ.მ ფართობზე კი დაიგო ასფალტის საფარი. ამ ეტაპზე საგანმანათლებლო დაწესებულებაში შიდა სარემონტო სამუშაოები სრულდება.
შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ანდღულაძე საკრებულოს დეპუტატ დავით ჭელიძესთან და სკოლის დირექციასთან ერთად გაეცნო.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით ხორციელდება, რისთვისაც ბიუჯეტში, ჯამში, 492 500 ლარია გათვალისწინებული.

See all
Survey
By the way