USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
პუტინის და ლუკაშენკოს შეხვედრა: "რუსეთისა და ბელარუსის ყველა გეგმა მოსალოდნელზე უკეთესი ტემპით ხორციელდება"
дата:  542

რუსეთისა და ბელარუსის ყველა გეგმა ხორციელდება იმაზე უკეთესი ტემპით, ვიდრე მოსალოდნელი იყო, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა.

"ჩვენი ყველა გეგმა ხორციელდება და იმაზე უკეთესი ტემპითაც კი, ვიდრე ველოდით. მინდა აღვნიშნო როგორც რუსეთის, ისე ბელარუსის ეკონომიკის კარგი მდგომარეობა", - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, პროგნოზირებულია ბელარუსის ეკონომიკის 3.75%-იანია ზრდა.

"ჩვენ გვაქვს ოდნავ დაბალი მაჩვენებელი, შემიძლია ვთქვა, მაგრამ ასევე კარგი მაჩვენებელია ჩვენთვის. იმედი გვაქვს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი 2%-ზე მეტი იქნება“, - აღნიშნა პუტინმა.

მან უკრაინაში მიმდინარე ე.წ. სპეციალურ სამხედრო ოპერაციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის დანაკარგმა 26 000-ს გადააჭარბა.

ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ შეხვედრაზე განაცხადა, რომ აშშ-ის შეფასებით, „ოპერაციის“ დაწყების დღიდან უკრაინის შეიარაღებული ძალების დანაკარგმა 26 000 ადამიანი შეადგინა. "მეტი... უკვე მეტი", - უპასუხა პუტინმა.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати