USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
პუტინი უკრაინაზე - მათ არაფერი აქვთ საკუთარი, მაშ არ აქვთ მომავალი, ჩვენ კი გვაქვს
дата:  609

რუსეთის მომავალი დამოკიდებულია სპეციალური სამხედრო ოპერაციის მონაწილეთა საბრძოლო მუშაობაზე, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში, რუს სამხედროებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

"ბევრი რამ არის დამოკიდებული თქვენს საბრძოლო მუშაობაზე, რუსეთის მომავალი, ეს აშკარაა", - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, გერმანიის ყოფილმა კანცლერმა, ანგელა მერკელმა და საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა განაცხადეს, რომ არ აპირებდნენ მინსკის შეთანხმებების განხორციელებას და ეს შეთანხმებები უკრაინის საომარი მოქმედებებისთვის მოსამზადებლად გამოიყენეს.

"დიახ, და რუსეთის უკან დახევის, მისი დასუსტებისა და საბოლოოდ მისი განადგურების მცდელობა. მათ არაფერი გამოუვათ, არასოდეს", - აღნიშნა პუტინმა.

მისი მტკიცებით, რუსეთის თავდაცვის ინდუსტრია სულ უფრო და უფრო იზრდება, უკრაინის რესურსები კი იწურება, რადგან მას არ აქვს საკუთარი ბაზა, ფული და იდეოლოგია.

„მათი რესურსები იწურება, მათ არ აქვთ საკუთარი ბაზა, როდესაც არ აქვთ საკუთარი ბაზა, არ აქვთ საკუთარი იდეოლოგია, მათ არ აქვთ საკუთარი ინდუსტრია, საკუთარი ფული, მათ არაფერი აქვთ საკუთარი, მაშ არ აქვთ მომავალი, ჩვენ კი გვაქვს“, - განაცხადა პუტინმა.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати