USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
პუტინი უარს ამბობს კორონავირუსის რუსული ვაქცინის მიღებაზე
Date:  672

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჯერ კიდევ არ აცრილა რუსული ვაქცინით, რომელიც, მისივე თქმით, მსოფლიოში რიგით პირველი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გახლდათ. ინფორმაციას ამერიკული CNN ავრცელებს.

კრემლის განცხადებით, პუტინს არ შეუძლია გაიკეთოს ვაქცინა, რომლის გამოცდაც ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

“პრეზიდენტს არ შეუძლია გამოიყენოს არასერტიფიცირებული ვაქცინა”, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა. პესკოვს არ განუმარტავს განსხვავება ვაქცინის “სერტიფიცირებასა” და “დამტკიცებას” შორის, მაგრამ აღნიშნა, რომ მასობრივი ვაქცინაცია ჯერ დაწყებული არ არის. “რა თქმა უნდა, სახელმწიფო მეთაურს არ შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ვაქცინაციაში, როგორც მოხალისემ, ეს შეუძლებელია”, – განაცხადა მან.

პესკოვის განცხადებით, ცდები მალე დასრულდება და თუ პრეზიდენტი ჩათვლის საჭიროდ, იგი მოსახლეობას გააცნობს მის გადაწყვეტილებას თუ როგორ ჩაიტარებს ვაქცინაციას.

ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინი არ აპირებდა ვაქცინაციას, გავრცელდა მაშინ, როდესაც ვაქცინის შემქმნელებმა გაავრცელეს ცნობა, რომ იგი ეფექტური, იაფი და ტრანსპორტირებისთვის მოსახერხებელია.

გამაელიას ინსტიტუტი, რომელიც აღნიშნულ ვაქცინაზე მუშაობს, აცხადებს, რომ შედეგები, რომლებიც პირველი დოზირებიდან 28 დღის, ხოლო მეორე დოზირებიდან 7 დღის მონაცემებს ეყრდნობა, აჩვენებს ვაქცინის 91.4%-ით ეფექტურობას. მათი განცხადებით, 18.794-მა მოხალისემ მიიღო ცდებში მონაწილეობა, აქედან ახალი კორონავირუსი მხოლოდ 39-ს განუვითარდა, მათ შორის 31 მოხალისე ე.წ. პლაცებოს ჯგუფის წევრი იყო, რომელთაც სინამდვილეში ვაქცინა არ გაუკეთებიათ, ხოლო 8 ადამიანი ვირუსით დაინფიცირების მომენტში ვაქცინირებული გახლდათ.

 

წყარო: netgazeti.ge

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way