რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ რუსეთი მოხარული იქნება, თუ აზერბაიჯანსა და სომხეთს სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერაში დაეხმარება.
„ჩვენ მოხარულები ვიქნებით, თუ რამის გაკეთებას შევძლებთ, რათა სამშვიდობო შეთანხმებას ხელი მოეწეროს, საზღვრების დემარკაციისა და დელიმიტაციის საქმე ბოლომდე იქნას მიყვანილი, ლოგისტიკასა და ეკონომიკაში შესაბამისი მიმართულებები განიბლოკოს“, - თქვა პუტინმა.
მან აგრეთვე აღნიშნა, რომ რუსეთი ისტორიულად სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესების მონაწილე იყო. „ყველამ კარგად იცის, რომ რუსეთიც ებრძვის კრიზისებს, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, უკრაინის მიმართულებით, თუმცა სამხრეთ კავკასიის ვითარებაში ისტორიული მონაწილეობა, განსაკუთრებით ბოლო წლებში, გვიბიძგებს, რომ ჩვენ ამ პროცესების მონაწილენი უნდა ვიყოთ“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინი ბაქოში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით 18 აგვისტოს ჩავიდა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.