USD 2.6876
EUR 3.1689
RUB 3.5025
თბილისი
პუტინი: რუსეთი არ აპირებს უარი თქვას თავის მიზნებზე უკრაინაში
თარიღი:  

დასავლეთი უკრაინაში თავის აგრესიულ მიზნებზე უარს არ ამბობს, მაგრამ არც ჩვენ ვაპირებთ უარი ვთქვათ სპეციალურ სამხედრო ოპერაციასთან დაკავშირებულ ჩვენს მიზნებზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა თავდაცვის სამინისტროს გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა.

„დასავლეთი უარს არ ამბობს რუსეთის შეკავების სტრატეგიაზე და უკრაინაში მის აგრესიულ მიზნებზე, მაგრამ არც ჩვენ ვაპირებთ უარი ვთქვათ სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებზე“, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, ე.წ. „სპეცოპერაციის“ მიმდინარეობისას მთელი რიგი პრობლემები გამოვლინდა, მათ შორის ის, რომ აუცილებელია საკომუნიკაციო სისტემის აღდგენა და თანამედროვე სადაზვერვო ტექნოლოგიების უფრო ეფექტური გამოყენება.

„სპეცოპერაციამ გამოავლინა პრობლემები, ამდენად, ჩვენ გვჭირდება სერიოზული რესტრუქტურიზაცია საკომუნიკაციო სისტემის მუშაობაში, დაზვერვის თანამედროვე საშუალებების გაცილებით ეფექტური გამოყენება, ჩვენი ხელოვნური თანამგზავრების შესაძლებლობების გაზრდა არა მხოლოდ სპეცოპერაციის ზონაში, არამედ გლობალურ დონეზე“, - განაცხადა პუტინმა.

მსოფლიო
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის