USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
თბილისი
პუტინი დიპლომატიური არხების საშუალებით იტყობინება, რომ მზად არის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად
თარიღი:  679

2023 წლის სექტემბრიდან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სხვადასხვა დიპლომატიური არხის საშუალებით იტყობინება, რომ მზად არის უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დასაწყებად. ამის შესახებ ორ ყოფილ რუს მაღალჩისანზე, ასევე მოქმედ ამერიკელ და სხვა ქვეყნის წარმომადგენელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით The New York Times-ი წერს.

გამოცემის წყაროების თქმით, პუტინმა შუამავლების საშუალებით გამოთქვა მზადყოფნა, შეწყვიტოს ცეცხლი და „გაყინოს“ საომარი მოქმედებები დღევანდელ საზღვრებში.

„ისინი ამბობენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის. მზად არიან დარჩნენ იქ, სადაც ახლა არიან“, - ამბობს უცხო ქვეყნის წარმომადგენელი მაღალჩინოსანი, რომელიც რუსეთის წარმომადგენლებს შემოდგომაზე ხვდებოდა.

ამერიკელი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ პუტინი ასეთი წინადადებით 2022 წლის შემოდგომაზეც გამოდიოდა, როდესაც უკრაინელებმა ხარკოვისა და ხერსონის ოლქში ტერიტორიების ნაწილი დაიბრუნეს. მათი განცხადებით, პუტინი ნათლად მიანიშნებდა, რომ მზად არის ცეცხლი შეწყვიტოს, თუ რუსეთი დაკავებულ ტერიტორიებს შეინარჩუნებს.

 

NYT-ის ცნობით, არაფერი მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა ახალ წინანადებას დათანხმდება, ვინაიდან კიევს აქამედ არაერთხელ უთქვამს, რომ ყველა ტერიტორიის დეოკუპაციას აპირებს. ამერიკელი მაღალჩინოსნები ფიქრობენ, რომ პუტინი შესაძლოა მათ შეცდომების შეყვანაში ცდილობდეს. ყოფილი რუსი მაღალჩინოსნების თქმით, რუსული ჯარის მიერ წარმატებების მიღწევის შემთხვევაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება გადაიფიქროს.

ამერიკელი მაღალჩინოსნები NYT-თან საუბარში ამბობენ, რომ პუტინის წინანადების მიღების შემთხვევაში უკრაინა შეინარჩუნებს სუვერენულ სახელმწიფოს, თუმცა რუსეთის კონტროლის ქვეშ უკრაინის ტერიტორიის თითქმის 20% იქნება. მათივე თქმით, ახლა არცერთი წამყვანი უკრაინელი პოლიტიკოსი ახლა ასეთ წინადადებაზე არ წავა.

საზოგადოება
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის