USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
პუტინი - ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა ამისთვის გარკვეული პირობები უნდა შეიქმნას
Date:  2340

ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის წინააღმდეგი არ ვარ, თუმცა ამისთვის გარკვეული პირობები უნდა შეიქმნას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლში, არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტთან, მოჰამედ ბინ ზაიიდ ალ ნაჰაიანთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„არაერთხელ მითქვამს, რომ მე ამის წინააღმდეგი არ ვარ და ეს შესაძლებელია, თუმცა ამისთვის გარკვეული პირობები უნდა შეიქმნას. სამწუხაროდ, მსგავსი პირობების შექმნისგან ჯერ კიდევ შორს ვართ“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მიმართ ინტერესი ორივე მხარემ გამოთქვა.

ამასთან, პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთს ბევრი მეგობარი ჰყავს, რომლებიც მისი და დონალდ ტრამპის შეხვედრის მასპინძლობისთვის მზად არიან.

„ერთ-ერთი მეგობარი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტია. ჩვენ გადავწყვეტთ, მაგრამ ეს ერთ-ერთი შესაფერისი ადგილი იქნებოდა“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way