USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
თბილისი
პუტინი - უკრაინას აქვს უფლება უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება, მაგრამ ამან არ უნდა გააუარესოს სხვა ქვეყნების უსაფრთხოება.
თარიღი:  

უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება საფრთხეს შეუქმნის რუსეთის ფედერაციას და არ გაზრდის თავად უკრაინის უსაფრთხოებას, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა „როსია 24“-ის ეთერში განაცხადა და დასძინა, რომ ამაში კარგს ვერაფერს ხედავს.

„რაც შეეხება უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებას, ამაზე არაერთხელ გვილაპარაკია, ეს საფრთხეს უქმნის რუსეთის უსაფრთხოებას. ცხადია. ფაქტობრივად, სპეცოპერაციის ერთ-ერთი მიზეზი არის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საფრთხე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ გაზრდის თვით უკრაინის უსაფრთხოებას და ზოგადად მსოფლიოს გახდის ბევრად უფრო დაუცველს და გამოიწვევს დამატებით დაძაბულობას საერთაშორისო ასპარეზზე“ - განაცხადა პუტინმა და დასძინა: „ამიტომ ამაში კარგს ვერაფერს ვხედავ“.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის ფედერაციის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია.

პუტინის თქმით, უკრაინას აქვს უფლება უზრუნველყოს უსაფრთხოება, მაგრამ ამან არ უნდა გააუარესოს სხვა ქვეყნების უსაფრთხოება.

 „ახლა უსაფრთხოების შესახებ - ჩვენ უკვე არაერთხელ ვთქვით, რომ ნებისმიერ ქვეყანას აქვს უფლება, უზრუნველყოს თავისი უსაფრთხოება. და, რა თქმა უნდა, მას აქვს უფლება აირჩიოს გზა ამ მიზნის მისაღწევად, რომელიც ყველაზე სწორად მიაჩნია თავისთვის. არსებობს მხოლოდ ერთი შეზღუდვა. ეს გამოწვეულია იმით, რომ ერთი ქვეყნის უსაფრთხოების მიღწევისას არ უნდა იყოს საფრთხე მეორე ქვეყნისთვის“, - განაცხადა მან.

კრემლის ლიდერის თქმით, კიევისთვის ახალი იარაღის მიწოდება უკრაინაში მხოლოდ სიტუაციას გააუარესებს და კონფლიქტს გააჩაღებს.

„ამიტომ, ბრძოლის ველზე შესაძლო ცვლილების თვალსაზრისით, ახალი იარაღის მიწოდება არაფერს მოგვცემს, ეს მხოლოდ სიტუაციის გამწვავებას გამოიწვევს. უფრო მეტიც, ეს დაამძიმებს უკრაინულ მხარეს და კიდევ უფრო გაამწვავებს კონფლიქტს“, - განაცხადა პუტინმა.

 „თუ ვინმეს ეს აინტერესებს და, როგორც ჩანს, არიან ასეთი დაინტერესებული მხარეები, მაშინ ეს არის საუკეთესო გზა ამ ამოცანის განსახორციელებლად - კონფლიქტის შემდგომი გაღვივება - ახალი იარაღის მიწოდება“, - დასძინა პუტინმა.

„რაც შეეხება სხვადასხვა სახეობის იარაღის მიწოდებას, ჩვენ ვნახეთ, რამხელა იმედები დაამყარეს საკმარისად დიდი დიაპაზონის რაკეტების მიწოდებაზე. დიახ, ისინი ზიანს აყენებენ, მაგრამ საბრძოლო ზონაში რაკეტების გამოყენებისას, კრიტიკული არაფერი ხდება. ასევეა უცხოური წარმოების ტანკებზე, ქვეით საბრძოლო მანქანებზე“, - განაცხადა პუტინმა.

მანვე აღნიშნა, რომ „გუშინ საღამოს მდგომარეობით, მხოლოდ 4 ივნისის შემდეგ განადგურდა 311 ტანკი, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი, მინიმუმ, მესამედი, დასავლური წარმოების, მათ შორის „ლეოპარდები“.

პუტინის თქმით, უცხოური ტანკები საბჭოთა წარმოების მანქანებზე უკეთ იწვის.

„ისინი იწვის ისევე, როგორც ყველა. უკეთესადაც კი, ვიდრე დანარჩენი საბჭოთა წარმოების T-72-ები“ - თქვა მან.

საზოგადოება
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის