USD 2.7075
EUR 3.1272
RUB 3.3424
Тбилиси
პუტინი - “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” შედეგად გაჩნდა ახალი ტერიტორიები
дата:  386

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის განცხადებით, ომი უკრაინაში შეიძლება “გრძელვადიანი პროცესი” იყოს. ამის შესახებ მან ადამიანის უფლებათა საბჭოს წევრებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

„რაც შეეხება “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” შედეგებს, რა თქმა უნდა, ეს გრძელვადიანი პროცესი შეიძლება იყოს. მაგრამ თქვენ შემდეგ ახსენეთ, რომ გაჩნდა ახალი ტერიტორიები. ეს ასეთი მნიშვნელოვანი შედეგია რუსეთისთვის, ეს სერიოზული საკითხია”, - აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, 300 000 მობილიზებულიდან 150 000 “სპეციალური სამხედრო ოპერაციის წარმოების” ზონაში იმყოფება, მათგან 77 000 - უშუალოდ საბრძოლო ქვედანაყოფებში, დანარჩენები კი ტერიტორიული თავდაცვის ფუნქციებს ასრულებენ.

“მობილიზებული მოქალაქეების ნახევარი საერთოდ არ არის [ფრონტის] დაჯგუფებაში, ისინი ჯერ კიდევ თავდაცვის სამინისტროს პოლიგონებსა და სასწავლო ცენტრებში იმყოფებიან, სადაც დამატებით წვრთნას გადიან… ეს ეგრეთ წოდებული საბრძოლო რეზერვია”, - დასძინა პუტინმა.

მისი თქმით, ამ მიზეზების გამო “საუბრები რაღაც დამატებით სამობილიზაციო ღონისძიებებზე შინაარსსაა მოკლებული”.

общество
ზვიად გაბისონია: ხელმძღვანელის წერილობითი თანხმობით, პედაგოგებს აქვთ უფლება განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი საქმიანობა

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, საჯარო სკოლებში დასაქმებულ პედაგოგებს ენიჭებათ უფლება, განახორციელონ სხვა ანაზღაურებადი პედაგოგიური, სამეცნიერო, შემოქმედებითი, ასევე, სპორტული საქმიანობა შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელის ან საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი პირის ან ორგანოს მიერ წერილობითი თანხმობის საფუძველზე. ამ მიმართულებით არ არსებობს რაიმე ტიპის შეზღუდვა, რომელიც დამატებითი მიზნებისთვის აღნიშნული თანხმობის კონტროლის მექანიზმად გამოყენების საშუალებას იძლევა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ.

მინისტრის მოადგილემ სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს ახალი კანონით, საჯარო სკოლის მასწავლებლებს სკოლის მიღმა მოსწავლეების მომზადება დირექტორის თანხმობის გარეშე აღარ შეეძლებათ, დეზინფორმაცია უწოდა.

„დეზინფორმაციაა, რომ თითქოს, აღნიშნული წერილობითი თანხმობის ვალდებულება ვრცელდებოდეს ე.წ. კერძო რეპეტიტორის ინსტიტუტზე. განვმარტავთ, რომ რეპეტიტორის ინსტიტუტს არ ცნობს საქართველოს განათლების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, შესაბამისად, ასეთი საქმიანობა ვერ ჩაითვლება პედაგოგიურ საქმიანობად. გარდა ამისა, მასწავლებლის ეთიკის კოდექსის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი მასწავლებელს უკრძალავს საკუთარ მოსწავლეს დამატებით გაუწიოს ფასიანი საგანმანათლებლო მომსახურება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს მთავრობის მიერ დაანონსებული განათლების ფუნდამენტური რეფორმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს ისეთი სასკოლო მოდელის ფორმირება, რომლის შედეგადაც მშობლებს აღარ დასჭირდებათ კერძო რეპეტიტორებთან დამატებითი ხარჯის გაწევა. მოგეხსენებათ, რომ აღნიშნული პრობლემა ქვეყანაში 30 წელზე მეტია არსებობს.

იმ იურიდიულ პირებს, რომლებიც საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით რეგისტრირებულნი არიან მეწარმე სუბიექტებად და ახორციელებენ სატრენინგო მომსახურებას, მათ შორის, ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის განსაზღვრულ საგნებში, ასევე უცხო ენებში, მოეთხოვებათ დამსაქმებლის მხრიდან წერილობითი თანხმობის მიღება“, - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати