USD 2.6468
EUR 3.0033
RUB 3.5157
Тбилиси
პუტინი - რუსეთი სუვერენიტეტს ძეხვის სანაცვლოდ არ დათმობს
дата:  

რუსეთს არ შეუძლია, ზოგიერთი ქვეყნის მსგავსად, ძეხვის სანაცვლოდ დათმოს სუვერენიტეტი და ვინმეს სატელიტი გახდეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ერთიანი რუსეთის“ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი იქნება სუვერენული ძალა, ან საერთოდ არ იარსებებს.

„უნდა გვახსოვდეს, არასოდეს დავივიწყოთ და ვასწავლოთ ჩვენს შვილებს, რომ რუსეთი ან იქნება სუვერენული, თვითკმარი ძალა, ან საერთოდ არ იარსებებს“, - აღნიშნა პუტინმა .

მისი მტკიცებით, რუსეთი თავად განსაზღვრავს და შექმნის საკუთარ მომავალს.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტი დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ დასავლეთის მხრიდან ზეწოლის მიუხედავად საზოგადოებამ და ხელისუფლების ყველა შტომ მოწიფულობა და სტაბილურობა გამოავლინა.

„ჩვენმა საზოგადოებამ და ხელისუფლების ყველა შტომ გამოავლინა სიმწიფე, ძალა და სტაბილურობა. ჩვენ ვუპასუხეთ გამოწვევებს, რადგან თანმიმდევრულად, ნაბიჯ-ნაბიჯ, ყოველწლიურად მივყვებით სუვერენიტეტის განმტკიცების გზას", - განაცხადა პუტინმა.

ცნობისთვის, რუსეთის მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში ვლადიმერ პუტინის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„კენჭისყრაზე გამომაქვს წინადადება, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე 2024 წლის 17 მარტს დაგეგმილ არჩევნებში ვლადიმერ პუტინის კანდიდატურის დასახელების მხარდაჭერაზე“, - განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ. დიმიტრი მედვედევმა ხმის მიცემის პროცედურის დაწყებამდე.

ვლადიმერ პუტინმა გასულ კვირას განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. პუტინი რუსეთის პრეზიდენტად ოთხჯერ - 2000, 2004, 2012 და 2018 წლებში - აირჩიეს. ქვეყნის კონსტიტუციაში ცვლილებების მიღების შემდეგ მან უფლება მოიპოვა, კენჭი 2024 წლის არჩევნებშიც იყაროს.

общество
5 თვეში, მთავრობამ საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა

2026 წლის იანვარ-მაისის განმავლობაში სახელმწიფომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებით 130 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა. საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 57 მლნ ლარით, ანუ 78%-ით მეტია.

დოკუმენტის თანახმად, დაწერილი ჯარიმებიდან 52 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 78 მილიონი ლარი კი ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტში.

ამასთან, როგორც გასულ კვირაში გახდა ცნობილი, პარლამენტი სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმების გარკვეულ შემთხვევებში შემცირებას გეგმავს. შესაბამისი ინიციატივით საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია გამოვიდა. მისი თქმით, არსებული სანქციების სისტემა გახდება უფრო დიფერენცირებული.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველი მაისიდან სიჩქარის გადაჭარბებაზე ჯარიმა 50 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. აქედან ორ თვეში კი მისი კვლავ შემცირების გადაწყვეტილება მიიღეს.

დაგეგმილი ცვლილებებით:

15-30 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის ჯარიმა ნაცვლად 100 ლარისა, განისაზღვრება 50 ლარით;

30-40 კმ/სთ-ით სიჩქარის გადაჭარბებისთვის რჩება ჯარიმა 100 ლარის ოდენობით;

40-50 კმ/სთ-მდე სიჩქარის გადაჭარბება გამოიწვევს 300 ლარის ნაცვლად 100 ლარით დაჯარიმებას;

50 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით გადაჭარბებისთვის შენარჩუნდება 300-ლარიანი სანქცია.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати