USD 2.6125
EUR 3.0585
RUB 3.1509
Tbilisi
პუტინი - რუსეთი „ქაღალდის ვეფხვი“ არ არის - ჩვენ ვებრძვით მთელ ნატო-ს და წინ მივდივართ, ეს „ქაღალდის ვეფხვია“?
Date:  1137

რუსეთს არ შეიძლება „ქაღალდის ვეფხვი“ ვუწოდოთ, რადგან ის, ფაქტობრივად, მთელ ნატო-ს ებრძვის და თავდაჯერებულად გრძნობს თავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ქაღალდის ვეფხვი. მე უკვე ვთქვი, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში რუსეთი ებრძვის არა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ან უკრაინას, არამედ. პრაქტიკულად. ნატო-ს ყველა ქვეყანას. თუ ჩვენ ვებრძვით მთელ ნატო-ს ბლოკს და წინ მივდივართ, თავდაჯერებულად ვგრძნობთ თავს, ეს ქაღალდის ვეფხვია? მაშინ რა არის თავად ნატო? რას წარმოადგენს ის?“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ რუსეთი თავდაჯერებული იყოს. „და ჩვენ თავდაჯარებულები ვართ“, - აღნიშნა პუტინმა.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთი „ქაღალდის ვეფხვს“ შეადარა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთს დიდი ეკონომიკური პრობლემები აქვს, უკრაინა კი ისეთ პოზიციაშია, რომ - იბრძოლოს და დაიბრუნოს თავდაპირველ ფორმაში მთელი უკრაინა“.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way