USD 2.7290
EUR 3.1261
RUB 3.3817
თბილისი
პუტინი - ირანთან სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებულ შეთანხმებაში, თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული მუხლები არ არსებობს
თარიღი:  1579

ჩვენ მუდმივ კონტაქტზე ვართ ჩვენს ირანელ პარტნიორებთან. დღესაც კონტაქტზე ვართ. ვფიქრობ, ხვალაც და ზეგაც. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ურთიერთობას,- ამის შესახებ ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს აღნიშნა.

მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეები ამ დროისთვის ირანში იმყოფებიან და ოფიციალურად, ირანს რუსეთისთვის დასახმარებლად არ მიუმართავს.

„ჩვენი სპეციალისტები ქალაქ ბუშერში მუშაობენ, სულ 250 ადამიანი. ჩვენ არ ვაპირებთ ირანიდან წასვლას. ეს მხარდაჭერა არ არის? ირანს ჩვენგან სხვა მხარდაჭერა არ მოუთხოვია. ერთხელ ჩვენ შევთავაზეთ ჩვენს ირანელ მეგობრებს საჰაერო თავდაცვის სისტემების სფეროში მუშაობა, მაგრამ ჩვენმა პარტნიორებმა მაშინ დიდი ინტერესი არ გამოხატეს და სულ ესაა. რაც შეეხება სტრატეგიულ პარტნიორობასთან დაკავშირებულ შეთანხმებას, თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული მუხლები არ არსებობს... და მესამე, ჩვენი ირანელი მეგობრები ამას არც კი გვთხოვენ. ასე რომ, პრაქტიკულად არაფერია განსახილველი“, - განაცხადა პუტინმა.

მსოფლიო
თეირანი აცხადებს, რომ გემებს შეუძლიათ ჰორმუზის სრუტის გამოყენება, თუ ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, რომ რამდენიმე გემს კვლავ შეუძლია ჰორმუზის სრუტის გავლა, იმ პირობით, რომ ისინი ირანის საზღვაო ფლოტთან კოორდინაციას მოახდენენ.

კერძოდ, ირანული საინფორმაციო სააგენტო „მეჰრის“ მიერ გავრცელებულ კომენტარში ისმაილ ბაგაიმ აღნიშნა, რომ

ზოგიერთ გემს კვლავ შეუძლია მისი გამოყენება, თუ ირანის სამხედროებს მათი განზრახვების შესახებ ეცოდინებათ.

„მიმდინარე მოვლენების შემდეგ, ზოგადად, ჩვენ არ შეგვიძლია 28 თებერვლამდე არსებულ მდგომარეობას დავუბრუნდეთ... რადგან ჩვენ მივხვდით, რამდენად მნიშვნელოვანია ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოება და ასევე გაიგეს სხვებმაც“, - აღნიშნა მან.

როგორც დასავლური მედია წერს, ირანმა ადრე განაცხადა, რომ თავს დაესხმებოდა ან დაწვავდა ნებისმიერ გემს, რომელიც სრუტის გამოყენებას შეეცდებოდა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის