დემოგრაფიული განვითარების სფეროში მიღებული ზომები არასაკმარისია, შობადობა კვლავ იკლებს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სტრატეგიული განვითარების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„სამწუხაროდ, ნეგატიური ტენდენცია გრძელდება. დემოგრაფიული განვითარების სფეროში მიღებული ზომები, როგორც ჩანს, არასაკმარისია. შობადობა კვლავ იკლებს“, - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, მთავრობის მიზანს შობადობის ზრდა, ოჯახების მხარდაჭერა და ჯანსაღი სიცოცხლის გახანგრძლივება წარმოადგენს.
„რა თქმა უნდა, დემოგრაფიაზე გავლენას გარე გამოწვევებიც ახდენს. მიუხედავად ამისა, ხაზს ვუსვამ იმას, რომ ჩვენს გრძელვადიან ისტორიულ მიზანს ჩვენი ერის შენარჩუნება და ზრდა წარმოადგენს. არსებული ვითარებისა და ობიექტური გამოწვევების მიუხედავად, ეს მიზანი უნდა შევინარჩუნოთ“, - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.