USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
პუტინი - დასავლეთი შანტაჟით ცდილობს აიძულოს ბევრი ჩვენი პარტნიორი, შეაჩეროს რუსეთთან მომგებიანი თანამშრომლობა
Date:  851

„საიდუმლო არ არის, რომ ჩვენი დასავლელი ოპონენტები დარწმუნებით, სხვადასხვა დაპირებებით, შანტაჟით ცდილობენ აიძულონ ბევრი ჩვენი პარტნიორი, შეაჩერონ რუსეთთან მომგებიანი თანამშრომლობა, ხოლო მათ საერთოდ არ აინტერესებთ, რა ზარალს მოუტანს ეს შესაბამის სახელმწიფოებს და მათ ხალხებს“ , - განაცხადა პუტინმა მეორე ევრაზიული ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე.

ამასთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „რუსეთი ყოველთვის პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერად უდგება ყველა ქვეყანასთან ურთიერთობას“.

„და ჩვენ სრულად ვასრულებთ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ სრულად და დროულად ვასრულებთ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში მიღებულ შეთანხმებებს და ზოგადად, ჩვენ სრულად ვასრულებთ ჩვენს შეთანხმებებს", - აღნიშნა პუტინმა.

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way