USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
Тбилиси
პუტინი - აშშ-ის ქმედებების გამო რუსეთმა უნდა დაიწყოს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების წარმოება და განლაგებაც
дата:  

აშშ-ის ქმედებების გამო რუსეთმა უნდა დაიწყოს საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების წარმოება და შესაძლოა, განლაგებაც. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უშიშროების საბჭოს წევრებთან სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-ის მიერ საკუთარი საშუალო და მცირე სიშორის რაკეტების მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში განლაგება რუსეთის შეშფოთებას იწვევს და რეაგირებას საჭიროებს, ამიტომ, შესაძლოა, მოსკოვმა თავად დაიწყოს მსგავსი რაკეტების წარმოება და შემდგომში განლაგება.

“დღეს ცნობილია, რომ აშშ არა მხოლოდ აწარმოებს მსგავს სარაკეტო სისტემებს, არამედ უკვე ჩაუტანიათ ისინი სწავლებებზე ევროპაში - დანიაში, და სულ ცოტა ხნის წინ გამოცხადდა, რომ რომ ისინი ფილიპინებზეა. ამავდროულად უცნობია, იქიდან მათ რაკეტები გაიტანეს თუ არა…

ნებისმიერ შემთხვევაში ამაზე რეაგირება უნდა მოვახდინოთ და გადაწყვეტილებები მივიღოთ იმაზე, თუ რას გავაკეთებთ შემდგომ ამასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ამ დამრტყმელი სისტემების წარმოება უნდა დავიწყოთ და შემდგომ, რეალურად არსებული ვითარებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილებები მივიღოთ იმაზე, თუ სად განვალაგოთ - თუ ეს საჭირო გახდება ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,” - განაცხადა პუტინმა.

общество
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати