რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, „ახალ, მრავალპოლარულ მსოფლიოში“ აფრიკა რუსეთის ერთ-ერთი საკვანძო პარტნიორი გახდება.
CNN-ის ცნობით, აღნიშნული განცხადება პუტინმა რუსეთ-აფრიკის სამიტის გახსნის ცერემონიალზე გააკეთა, რომელიც სანქტ-პეტერბურგში ტარდება.
CNN ასევე აღნიშნავს, რომ დღის წესრიგის მთავარი თემა, სავარაუდოდ, მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლა იქნება.
„ასეთი მაღალი დონის სამიტები იშვიათია პუტინისთვის, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დიპლომატიურ იზოლაციაში აღმოჩნდა. სანქტ-პეტერბურგის სამიტს მხოლოდ და მხოლოდ 17 აფრიკული ქვეყნის ლიდერი ესწრება, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, სირილ რამაფოსას ჩათვლით, როდესაც წინა სამიტზე, რომელიც 2019 წელს ჩატარდა, ლიდერების რაოდენობა ორჯერ მეტი იყო“, - წერს CNN.
18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.
შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.