USD 2.6843
EUR 3.1594
RUB 3.6280
თბილისი
პუტინი - რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინასთან მოლაპარაკებებზე
თარიღი:  524

რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინასთან დავის მშვიდობიანი გადაწყვეტაზე, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 11 აპრილს ბელორუს კოლეგასთან ალექსანდრე ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების დროს.


„ჩვენ არასდროს გვითქვამს უარი დავების მშვიდობიანი გადაწყვეტაზე, უფრო მეტიც, ჩვენ სწორედ ამისკენ ვიყავით მიდრეკილი“, - თქვა პუტინმა და დასძინა, რომ რუსეთმა არ დაიწყო საომარი მოქმედებები 2014 წელს.

 

მისი თქმით, რუსეთის მოწინააღმდეგეებმა თავი კუთხეში მოიმწყვდიეს, როდესაც უარი თქვეს მოლაპარაკებაზე, ბრძოლის ველზე გამარჯვების იმედით, „ახლა უკვე ხვდებიან, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია“.

პუტინმა უკრაინის შესახებ შვეიცარიაში დაგეგმილ კონფერენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსკოვი არ არის მიწვეული ამ ღონისძიებაზე, მაგრამ ამავე დროს ამბობენ, რომ მის გარეშე მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია. ”და რადგან ჩვენ იქ არ მივდივართ, ეს უკვე პანოპტიკუმია”, - აღნიშნა პუტინმა.

მისი განმარტებით, მოსკოვი ეწინააღმდეგება უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების სქემების დაწესებას, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ რეალობასთან.

საზოგადოება
დღეს წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა მოციქულის ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს აღნიშნავს.

დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმინდესი და უნეტარესი შიო მესამე მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საღმრთო ლიტურგიას 10:00 საათზე დაიწყებს.

წმინდა სახარების მიხედვით, წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე წმ. ანდრიას ღვთისმშობელმა ამცნო, რომ მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა.

წმინდა მოციქული პირველად ქართლის ტერიტორიაზე, დიდაჭარაში შემოვიდა. მას თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს. 12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს - მისი გარდაცვალება.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის