USD 2.6259
EUR 3.0206
RUB 3.3010
თბილისი
პურის მწარმოებელი - პური 20 თეთრით გაძვირდა... ყველაფრის ფასი გაზრდილია, კატასტროფა ხდება
თარიღი:  2609

ფქვილის და პურის ადგილობრივი მწარმოებლები პირველადი მოხმარების პროდუქტის - პურის შესაძლო გაძვირების შესახებ ჯერ კიდევ სექტემბერში ალაპარაკდნენ. ასოციაციების ხელმძღვანელები ამ მოლოდინის უმთავრეს მიზეზად რუსეთში ხორბლის ექსპორტზე დაწესებულ მცურავ ბაჟს ასახელებდნენ, რომელიც ზაფხულის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამან გავლენა საქართველოში ფქვილის ფასზეც იქონია და იმ დროისთვის 1 ტომარა ფქვილს წისქვილკომბინატები დაახლოებით 67 ლარად ყიდდნენ. ადგილობრივი მწარმოებლების მიერ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის შემდეგ დაახლოებით 1 თვე გავიდა და როგორც ირკვევა პურის გაძვირება მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე დაწყებულია.

ხაშურში მოქმედი პურის მწარმოებელი კომპანია „ოშხნელი და ვაჟების“ დამფუძნებელი ირაკლი ოშხნელის თქმით, პურის ფასი დახლზე დაახლოებით 20 თეთრით გაიზარდა.

„კონკრეტულად ჩვენს წარმოებაში პურის ფასის გაზრდა დაახლოებით 10 თეთრით მოგვიწია, თუმცა ამას ტრანსპორტირების და სხვა ხარჯებიც ემატება და მაღაზიებში პური გუშინდელი დღიდან 20 თეთრით არის გაძვირებული. მიზეზი ფქვილის ღირებულებაა, რომელიც კატასტროფულად არის გაზრდილი. გარდა ამისა პურის ცხობისათვის საჭირო სხვა პროდუქტების ფასიც თითქმის ყოველდღიურად იზრდება.

პურის გაძვირების სურვილი მეწარმეებს არ გვაქვს, მაგრამ ყველაფერი გაძვირდა - ფქვილი, მარილი, საფუარი, წყალი... კატასტროფა ხდება. ჩვენი წარმოება სრულად ნედლეულის და ენერგომატარებლების ღირებულებაზეა დამოკიდებული. მომატებული ღირებულებითაც კი მოგებაზე საუბარი ზედმეტია“, - განმარტავს მწარმოებელმა.

„ოშხნელი და ვაჟების“ პურით ხაშური და მცირე მოცულობით ბორჯომი მარაგდება. მხოლოდ საცხობში 20 ადამიანია დასაქმებული. კომპანიის ხელმძღვანელს პურის ფასის ცვლილების შესახებ პროგნოზების გაკეთება უჭირს და აღნიშნავს, რომ მწარმოებლები ზარალზე მუშაობენ.

„დღემდე ძველი რესურსების ხარჯზე ვინარჩუნებდით საბოლოო პროდუქტებზე ფასს და სანამ 1 ტომარა ფქვილის ღირებულება 66-67 ლარი იყო არ ვაძვირებდით. ზარალზე ვიყავით, თუმცა ფასები შევინარჩუნეთ. ახლა ამის გაკეთება შეუძლებელია. დღეს 1 ტომარა ფქვილის შეძენა 73-75 ლარი გვიჯდება, ამიტომ 60 თეთრიანი პური მაღაზიაში დღეს უკვე 80 თეთრად იყიდება“, - განმარტავს ირაკლი ოშხნელმა.

მსოფლიო
მოსკოვში, რესტორანში აფეთქება მოხდა - დაიღუპა 3 და დაშავდა 21 მაღალჩინოსანი სამხედრო პირი
მოსკოვში , რესტორან Balzi Rossi-ში აფეთქება მოხდა, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 15 დაშავდა. რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობით, ინციდენტის დროს ადგილზე elite-სეგმენტისა და სამხედრო მაღალჩინოსნების შეკრება მიმდინარეობდა.
 
 გავრცელებული ინფორმაციით, იუბილეს რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების სარდალი ალექსანდრ ჩაიკო აღნიშნავდა, რომელიც 2022 წელს უკრაინაში რუსეთის ჯარების აღმოსავლეთ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. ამავე დღეს დაბადების დღე აქვთ სხვა ცნობილ რუს გენერლებსაც: 106-ე საჰაერო-დესანტო დივიზიის ყოფილ მეთაურს, გენერალ-მაიორ ვლადიმერ სელივერსტოვს, რომელიც 2022 წელს კიევზე იერიშს ხელმძღვანელობდა, და თავდაცვის სამინისტროს სატრანსპორტო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ალექსანდრ იაროშევიჩს.
 
სამართალდამცავები მომხდარზე რამდენიმე სავარაუდო ვერსიას განიხილავენ. ერთ-ერთი მთავარი ვერსიით, უცნობმა პირმა რესტორანში დაუდგენელი საგანი შეიტანა, რამაც მძიმე აფეთქება გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიებაზე გენერლების ყოფნისა და დაბადების დღის აღნიშვნის შესახებ ცნობები აქტიურად ვრცელდება, ოფიციალური დონეზე ეს ინფორმაცია ჯერჯერობით საბოლოოდ დადასტურებული არ არის
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის