USD 2.6607
EUR 3.0779
RUB 3.7110
Tbilisi
პური ჩვენი არსობისა - ივლისიდან პური 20-25 თეთრით გაძვირდება
Date:  1081

როგორც ცნობილია, მთავრობამ ფქვილის სუბსიდირების პროგრამა გასული წლის დეკემბრიდან 4 თვით (დეკემბერი-მარტი) აამოქმედა, აღნიშნული პროგრამისთვის 10 მილიონი ლარი იყო გათვალისწინებული და თავდაპირველად სუბსიდიის მოცულობა ერთ ტომარა პირველი ხარისხის ფქვილზე შეადგენდა 10 ლარს (მიზანი:პირველი ხარისხის ფქვილის 53 ლარად რეალიზაცია), თუმცა 4 თვის განმავლობაში საერთაშორისო ბაზარზე ხორბლის გაძვირების გამო ფქვილის ფასი (67-68 ლარი) იმდენად გაიზარდა, რომ კერძო სექტორის თხოვნის საფუძველზე მთავრობას სუბსიდიის 15 ლარამდე გაზრდა მოუწია.

შექმნილი ობიექტური რეალობიდან გამომდინარე პირველი ეტაპის ვადის გასვლის შემდეგ სუბსიდიის პროგრამა კიდევ 3 თვით გაგრძელდა. გაზრდილი კომუნალური ხარჯებისა და სუბსიდიის დღგ-თი დაბეგვრის გამო 20 ლარამდე გაიზარდა სუბსიდიის თანხაც.

იმის გამო, რომ საერთაშორისო ბაზარზე ხორბალზე ფასი მცირედით შემცირდა და ქვეყნები ახალ მოსავალს ელიან, მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სუბსიდიის პროგრამიდან გამოსვლისთვის სახელმწიფოსთვის ახლა ყველაზე ხელსაყრელი დროა, თუმცა არის მეორე ობიექტური რეალობაც, რამდენად შეძლებენ პურის ქარხნები პურზე ფასის შენარჩუნებას.

სანამ ფქვილის სუბსიდიის საკითხი გადაწყდება და რუსული ხორბლის ახალი ფასიც დადგინდება, პურის ქარხნები უკვე ღიად ამბობენ, რომ ვერც ბუნებრივი აირის და ვერც ფქვილის სუბსიდირებით პურზე არსებული ფასის შენარჩუნებას ვეღარ შეძლებენ, რადგან ფასები გაიზარდა ყველა იმ კომპონენტზე, რომელიც პურის თვითღირებულებას განსაზღვრავს. შესაბამისად, არ არის გამორიცხული მომავალი თვიდან მოქალაქეებს პური 20-25 თეთრით გაუძვირდეთ.

„პურის ქარხნები რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში არიან. საფუარი, მარილი, შესაფუთი მასალები, დისტრიბუცია - ყველაფრის ფასი გაზრდილია. ლოგიკურია, თუ პურის ფასი არ გაიზრდება, საბოლოდ განწირული იქნება ეს ბიზნესი. შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობას სუბსიდია არ შველის და სუბსიდიის თანხაც საკმარისი არ არის. 1 კილოგრამ პურზე 40-50 თეთრით აიწევს ფასი, შესაბამისად საცალო პროდუქტი 20-25 თეთრით გაძვირდება.

ფქვილი არ არის მხოლოდ პურის შემადგენელი, ყველაფერზე ფასი მომატებულია, 6-7 დოლარით ტონა ხორბლის გაიაფება ამინდს არ ქმნის. ფასებს გადავხედავთ, როცა გვეცოდინება იქნება თუ არა ისევ ფქვილის სუბსიდირება. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პურის ფასი სხვადასხვა კომპონენტისგან შედგება, რომელიც გაძვირდა. მხოლოდ გაზის და ფქვილის სუბსიდირება ვერ შეაკავებს ფასების ზრდას. კარგი საქმე გაკეთდა, მაგრამ მუდმივად სუბსიდირების გაგრძელება შეუძლებელია“, - აცხადებს გიორგი დოლიძე, კომპანია „დია ამოს“ ხელმძღვანელი.

საქართველოს მთავრობას 4 თვის განმავლობაში პურის გაძვირების თავიდან ასაცილებლად ფქვილის სუბსიდირებისთვის 8 მილიონი ლარი დახარჯა. მომდევნო სამი თვით პროგრამის გაგრძელებისთვის კი დაახლოებით 7 მილიონამდე ლარია გათვალისწინებული. აირჩევს თუ არა მთავრობა პურზე ფასის დასაჭერად ისევ სუბსიდიის გაგრძელების გზას, ამის შესახებ თვის ბოლომდე გახდება ცნობილი.

society
სურსათის უვნებლობის კამპანიას სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა

თბილისის საჯარო და კერძო სკოლებში 13-18 წლის მოზარდებისთვის სურსათის უვნებლობისა და სამომხმარებლო კულტურის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანია ახალ ფაზაში გადადის. ამჯერად, საგანმანათლებლო ვორქშოფების სერიას შპს სკოლა-ლიცეუმი „ლამპარი“ შეუერთდა, სადაც მოსწავლეებისთვის სურსათის უვნებლობის საკითხებზე ინტერაქციული საინფორმაციო სესიები ჩატარდა.

შეხვედრამ მოზარდებში უდიდესი ინტერესი და ჩართულობა გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ „ლამპარის“ სკოლის ადმინისტრაცია აქტიურად უჭერს მხარს სასწავლო პროცესში მსგავსი არაფორმალური განათლების კომპონენტების ინტეგრირებას, რაც მოსწავლეებს პრაქტიკული და ცხოვრებისეული უნარების განვითარებაში ეხმარება.

საგანმანათლებლო ვორქშოფების სერია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით ტარდება.

პროექტის მასშტაბები და გეოგრაფია

სასწავლო პროგრამა, რომელიც სსიპ „გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის“ მიერ არის შემუშავებული და მხარდაჭერილია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ, გასულ წელს პილოტურ რეჟიმში წარმატებით გამოიცადა თბილისის მე-2, მე-16, 32-ე, 173-ე, 143-ე, 117-ე საჯარო და ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლებში.

მოსწავლეთა და ადმინისტრაციის მხრიდან უდიდესი დაინტერესების გამო, პროექტი მიმდინარე წელსაც აქტიურად გრძელდება და მას ახალი საგანმანათლებლო დაწესებულებები უერთდებიან — სკოლა-ლიცეუმ „ლამპართან“ ერთად, სესიები ახლახან ინტერაქციული სამაგიდო თამაშების გამოყენებით №11 საჯარო სკოლაშიც ჩატარდა.

რას მოიცავს სასწავლო პროგრამა?

საგანმანათლებლო ფორმატი 90-წუთიან ინტერაქციულ ვორქშოფებს მოიცავს, რომლებიც მარტივად ერგება სკოლების სასწავლო ბადეს. შეხვედრებს სურსათის უვნებლობის სერტიფიცირებული ტრენერი და ექსპერტი — ვერიკო გულუა უძღვება. პროგრამა 5 პრიორიტეტულ მოდულს აერთიანებს:

  • სისტემური საფუძვლები: სურსათის უვნებლობა, უსაფრთხოება და ხარისხი;
  • პრაქტიკული ჰიგიენა: ჯანმოს (WHO) ხუთი გასაღების პრინციპი ყოველდღიურობაში;
  • მომხმარებლის უფლებები: სურსათის ეტიკეტი და მისი სწორი წაკითხვა;
  • ფარული კომპონენტები: საკვები დანამატები (E-ნომრები) და მოზარდის ჯანმრთელობა;
  • რისკების პრევენცია: სურსათისმიერი დაავადებები და მათგან თავდაცვა.

„სკოლებში ამ აქტივობის დანერგვა სტრატეგიულად ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან იგი გრძელვადიან პერსპექტივაში ინფორმირებული და გაცნობიერებული საზოგადოების ჩამოყალიბებას ისახავს მიზნად,“ — აცხადებენ სკოლა-ლიცეუმის დირექციაში.

სტრატეგიული მიდგომის ორმაგი ეფექტი:

  1. გაცნობიერებული მომხმარებელი: მოზარდები ადრეული ასაკიდანვე სწავლობენ სურსათის სწორად შერჩევას, ეტიკეტის კითხვასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჯანსაღი გადაწყვეტილებების მიღებას.
  2. ცოდნის გამავრცელებლები: ვორქშოფების შედეგად მიღებული ინფორმაციით, თავად მოსწავლეები ხდებიან ახალი ცოდნის „ამბასადორები“ საკუთარ სახლებში, ოჯახის წევრებსა და მეგობრების წრეში. ისინი მიღებულ პრაქტიკულ უნარებს უზიარებენ მშობლებსა და თანატოლებს, რაც მკვეთრად ზრდის სურსათის უვნებლობის კულტურას მთლიანად საზოგადოებაში.

 

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way