USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
Tbilisi
პროპორციულმა საარჩევნო სისტემამ ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს ჩვენი პოლიტიკური კულტურა - გიორგი გახარია
Date:  1145

საპარლამენტო რესპუბლიკა და პროპორციული საარჩევნო სისტემა არის თანამედროვე დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მახასიათებელი, ამან ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს ჩვენი პოლიტიკური ველი, ჩვენი პოლიტიკური კულტურა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ძირითადი მიზანია, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირისა და ნატოს სრულფასოვანი წევრი, რისთვისაც ქვეყანას ბევრი რეფორმის გატარება და შრომა მოუწევს.

„დემოკრატიზაციის პროცესი რთული პროცესია. საპარლამენტო რესპუბლიკა და პროპორციული საარჩევნო სისტემა არის თანამედროვედემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მახასიათებელი. ამან ფუნდამენტურად უნდა შეცვალოს ჩვენი პოლიტიკური ველი, ჩვენი პოლიტიკური კულტურა. ეს სერიოზული გამოწვევაა. ჩვენ ეს ყველაფერი ჯერ უნდა ავითვისოთ, ამ ყველაფრის ადაპტაცია უნდა მოვახდინოთ. საქართველო, მისი ევროატლანტიკური ვექტორიდან გამომდინარე, შეიძლება შემდგომი 10, 15 წელიმუდმივი რეფორმების პროცესში იყოს. რეფორმები ჩვენი ნორმალური მდგომარეობა უნდა გახდეს, იმიტომ, რომ ქვეყნის სამართლებრივი, ინსტიტუციური მოწყობა, ეკონომიკური დონე, დემოკრატიზაციის პროცესი, მედია სივრცე, უახლოესი წლების განმავლობაში მაქსიმალურად დავუახლოვოთ ევროპულ სტანდარტს. ჩვენი ძირითადი მიზანია როგორც ევროკავშირის, ასევე ნატოს სრულფასოვანი წევრობა,რისთვისაც ბევრი რეფორმის გატარება და ბევრი შრომა მოგვიწევს“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way