USD 2.7315
EUR 3.1202
RUB 3.4423
Tbilisi
პროკურატურამ ვაშლიჯვარში უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების მოქალაქეებისთვის გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
Date:  632

საქართველოს პროკურატურამ, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს:

"საქართველოს პროკურატურამ, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ შპს „თორი“ -ს დამფუძნებელმა თბილისში, ვაშლიჯვრის დასახლებაში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა და დაინტერესებულ მოქალაქეებთან ნასყიდობის ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ საცხოვრებელი ფართები სარგებლობაში გადასცა.
2022 წლიდან საცხოვრებელი კორპუსის მზიდ კონსტრუქციაზე სხვადასხვა მიმართულების ბზარები გაჩნდა, ხოლო მოგვიანებით ბეტონის რღვევა განვითარდა. საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, კორპუსის მზიდ კონსტრუქციაში გამოყენებულია მინაბოჭკოვანი არმატურა, რასაც არ ითვალისწინებს კანონმდებლობა და წინააღმდეგობაში მოდის მთავრობის დადგენილებასა და სამშენებლო ნორმებთან.  კორპუსის დეფორმაციები ძალიან მძიმე დაზიანებათა ხარისხს განეკუთვნება  და  ექსპლუატაციისთვის უვარგისია.
აღნიშნული ქმედებით ბრალდებულმა 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა,რადგან ვერ უზრუნველყო მათთვის საცხოვრებლად ვარგისი ფართების გადაცემა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული 29 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების   საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დიდი ოდენობით ქონებრივი დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს."

tbilisi
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს
პეკინის N6-8-ში არსებულ შიდა ეზოში საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
 
პროექტის ფარგლებში, 1 100კვ. მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. შედეგად, მოქალაქეებისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდება.
 
პროექტს, საბურთალოს რაიონის კონტრაქტორი კომპანია „ელ ენდ ელ“ ახორციელებს.
 
აღნიშნულ ტერიტორიაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, უკვე განხორციელდა წყლისა და წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია.
 
პროექტის ჯამური ღირებულება ღირებულება 406 602 ლარია.
 
მიმდინარე სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გიზო ვასაძე გაეცნო.
See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way