USD 2.6981
EUR 3.1150
RUB 3.3704
თბილისი
პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თარიღი:  493

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული 2013 წელს გაემგზავრა სირიაში, შეუერთდა ტერორისტულ ორგანიაცია "ისლამურ სახელმწიფოს" და აქტიურ მონაწილელობას იღებდა ხსენებული ორგანიზაციის მიერ წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში. ამასთან, დადგენილია, რომ  მას კავშირი ჰქონდა "ისლამური სახელმწიფოს" მაღალი რანგის სამხედრო მეთაურებთან.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

მსოფლიო
ჯეი დი ვენსი ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას უნგრული გამოცემა 24.hu პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურისგან მიღებულ წერილზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სამშაბათს, 7 აპრილს, ბუდაპეშტში ვიზიტის დროს სიტყვით გამოვა პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის წინასაარჩევნო დემონსტრაციაზე.

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ დემონსტრაციამდე ორბანი და ჯეი დი ვენსი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის