USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
პროკურატურამ დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა
თარიღი:  680

საქართველოს პროკურატურამ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის გამოძალვაში დახმარების, ასევე სხვისი ნივთების დაზიანების და განადგურების ფაქტებზე, ორ პირს ბრალდება წარუდგინა. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვარგარეთ მყოფ პირს მარნეულის მუნიციპალიტეტში დიდი ოდენობით თანხების გამოძალვაში ეხმარებოდნენ, რა დროსაც დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობის და ნივთების განადგურების მუქარით დიდი ოდენობით თანხების გადახდა მოსთხოვეს, უარის მიღების შემდეგ კი სხვადასხვა სახის ქონება დაუზიანეს და გაუნადგურეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (გამოძალვაში დახმარება, დაზარალებულის მიმართ ძალადობის გამოყენების და მისი ნივთის განადგურების მუქარა, ჩადენილი ჯგუფურად, დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით), 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სხვისი ნივთის განადგურება ჯგუფურად, და ცეცხლის წაკიდებით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით.

მსოფლიო
დონალდ ტრამპი - შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია

ამერიკის შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„შეერთებული შტატების გარეშე ნატო ქაღალდის ვეფხვია! მათ არ უნდოდათ ბრძოლაში ჩართვა ბირთვულად შეიარაღებული ირანის შესაჩერებლად. ახლა, როდესაც ბრძოლა სამხედრო ძალებით მოგებულია, მათთვის ძალიან მცირე საფრთხით, ისინი ნავთობის მაღალ ფასებზე წუწუნებენ, რომლის გადახდაც უწევთ, მაგრამ არ სურთ ჰორმუზის სრუტის გახსნაში დახმარება, მარტივ სამხედრო მანევრში, რაც ნავთობზე მაღალი ფასების ერთადერთი მიზეზია.

რამდენად მარტივია მათთვის ამის გაკეთება, ასეთი მცირე რისკით. ლაჩრები, და ჩვენ დავიმახსოვრებთ!” - წერს ტრამპი.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის