USD 2.6210
EUR 3.0212
RUB 3.2024
Tbilisi
პროფესორი დე კლერკი - არავინ იცის რამდენად ეფექტური იქნება კორონავირუსის ვაქცინები
Date:  1219

“არავინ იცის რამდენად ეფექტური იქნება კორონავირუსის ვაქცინები”, ამბობს ცნობილი ვირუსოლოგი და ექსპერტი, ბელგიელი პროფესორი ერიკ დე კლერკი, რომელიც ჩეხ მეცნიერთან, პროფესორ ანტონინ ჰოლოთან ერთად, მონაწილეობდა შიდსის და B ჰეპატიტის საწინააღმდეგო მედიკამენტების  შექმნაში.

“რაც შეეხება ვაქცინაციას,  ძალიან გაურკვეველია  რამდენად იქნება ეფექტური. არსებობს ბევრი რამ, რაც არ უნდა დაგვავიწყდეს. მაგალითად, რამდენჯერ მოგვიწევს ვაქცინის გაკეთება. ორჯერ, ერთხელ სამჯერ თუ ოთხჯერ? ჩვენ არ ვიცით რა ანტისხეულებს გამოიმუშავებს იგი.  ხალხი ფიქრობს, რომ როდესაც ვაქცინა ანტისხეულებს გამოიმუშავებს, ისინი ყოველთვის კარგია. მაგრამ ეს მთლად ასე არ არის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არსებობს ანტისხეულებიც, რომლებსაც “პოტენციურ ანტისხეულებს” უწოდებენ და ამან შეიძლება პირიქით დააჩქაროს ინფექციის მოქმედება.” – განაცხადა პროფესორმა

დე კლერკის თქმით, არ არის სათანადოთ ცნობილი ამ ვაქცინაციის გვერდითი ეფეტებიც. არის შემთხვევბი, როდესაც მკურნალობისას წამალი ინფექციას განკურნავს, მაგრამ გვერდით ეფექტი ადამიანისათვის გაცილებით საზიანოა ვიდრე თვით ინფეცია.

Belgian virologist De Clercq remembers Czech chemist Antonín Holý and their  work on revolutionary HIV drug | Radio Prague International

“რაც შეეხება მედიკამეტ  რემდესივირს, მე ჯერ კიდევ სანდოდ მიმაჩნია იმის ალბათობა, რომ რემდესივირი, covid-19– ის წინააღმდეგ ეფექტურია. მე არ ვიცი, რატომ განაცხადა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, რომ მათ არ სჯერათ ამ პრეპარატის. ფაქტია, რომ ყველა ინფორმაცია, ყველა მონაცემი, რომელიც აქამდე გამოქვეყნდა და შემდგომში დადასტურდა, ამ პრეპარატის ეფექტურობაზე მეტყველებს.”-აღნიშნა ბელგიელმა პროფესორმა ერიკ დე კლერკმა.

წყარო:https://www.seznamzpravy.cz/

World
დამასკომ და მოსკოვმა სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ მემორანდუმს ხელი მოაწერეს

18-თვიანი მოლაპარაკებების შემდეგ დამასკომ და მოსკოვმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს სირიაში რუსეთის ყოფნის რეორგანიზაციის შესახებ. შეთანხმების მიხედვით სამოქალაქო ობიექტები, მათ შორის ჰამეიმიმის აეროპორტი და ტარტუსის პორტის ნავმისადგომი, სირიის მართვაში გადავა, ხოლო სამხედრო ბაზები ერთობლივ საწვრთნელ ცენტრებად გარდაიქმნება.

შეთანხმება ძალაში სამი თვის განმავლობაში შევა.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way