USD 2.6859
EUR 3.1600
RUB 3.6173
Tbilisi
პროექტ „ახალი ტფილისის ფარგლებში“ კიდევ ერთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
Date:  1092

თბილისის განვითარების ფონდიპროექტ „ახალი ტფილისის ფარგლებში“, წინამძღვრიშვილის N1-ში მდებარეკულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებსმიმდინარე პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთანირაკლი ბენდელიანთან და ფონდის ხელმძღვანელ გიორგი პაპავასთან ერთად გაეცნო.

დედაქალაქის მერის განცხადებითძეგლის რეაბილიტაციით 75 ოჯახის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესდება.

წინამძღვრიშვილის N1-ში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ერთ ნაწილს რეაბილიტაცია უტარდებამეორე ნაწილი კი ჩამოინგრა და თავიდან აშენდაწლის ბოლოს მთლიანადთავისი რემონტით უნდა იყოს დასრულებული სამუშაოები. 75 ოჯახი ელოდება ამ პროექტს.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ძეგლების რეაბილიტაცია და განახლებაბევრი კარგი პროექტი განვახორციელეთ დედაქალაქში და რა თქმა უნდავაგრძელებთ ამ პროცესსეს არის ძალიან დიდი სიმდიდრერომელსაც სჭირდება გაფრთხილება და მოვლა-პატრონობაბევრი ძეგლია დედაქალაქშირომელიც მძიმე მდგომარეობაშიაგვინდარომ ეტაპობრივად განვაახლოთ და ეს სიმდიდრე შევუნარჩუნოთ ჩვენს შვილებს და მომავალ თაობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მიმდინარე სამუშაოებს ასევე გაეცნენ ჩუღურეთის რაიონის გამგებელი დავით მაქაცარიასაქართველოს პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე და თბილისის საკრებულოს წევრი ზურაბ ჩიკვილაძე.

შენობას ჩაუტარდა კონსტრუქციული გამაგრებისა და ფასადის რესტავრაციის სამუშაოებიასევე მოეწყო აივნები და ხის კარ-ფანჯარები.

პროექტი ასევე ითვალისწინებს შენობის სახურავის აღდგენასსახურავის  წყალსაწრეტი სისტემის მოწყობასეზოში არსებული ხის აივნებისკიბეებისა  და შუშაბანდების რესტავრაციასსახურავზე არსებული შუქფარნების რესტავრაციასეზოში არსებული  ლითონის კიბეების  რესტავრაციასდაზიანებული ლითონის ორფრთიანი ჭიშკრის რესტავრაციასსადარბაზოს ხის კარების  რესტავრაციას,  ელექტრომომარაგების ქსელის განახლებასროგორც შიდაასევე გარე წყალმომარაგებისა და წყალარინების მოწესრიგებასეზოს კეთილმოწყობას.

თბილისის განვითარების ფონდმა ინდივიდუალური ძეგლების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებშიწინამძღვრიშვილის N1-ში სამუშაოები 2019 წლის გაზაფხულზე დაიწყო და 2024 წლის ბოლომდე დაასრულებს.

შესრულებული სამუშაოების ღირებულება 15 მლნ ლარზე მეტია.

society
ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში,- ეს განცხადება ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა.

განცხადებაში წერია, რომ ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

“ხვალ ისტორიული და ფრიად მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ცხოვრებაში.

ხვალ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე წმინდა სინოდი გამოარჩევს 142-ე მამამთავარს.

როდესაც ეკლესიის უმაღლესი ორგანო — წმინდა სინოდი — გამოაცხადებს ახალი პატრიარქის არჩევას, ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის აღსანიშნავად, მიტროპოლიტ დიმიტრის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ტაძრებსა და მონასტრებში სამეუფეო ზარები დაირეკება.

”უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით!””, - ნათქვამია განცხადებაში.

See all
Survey
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
Vote
By the way