USD 2.6978
EUR 2.9112
RUB 2.9177
Tbilisi
პრივატიზების მეორე აუქციონზე წყალტუბოს 12 სანატორიუმიდან მთავრობამ ერთიც ვერ გაყიდა
Date:  339

წყალტუბოს პრივატიზების მეორე აუქციონზე სახელმწიფომ 12 სანატორიუმიდან ვერცერთი ვერ გაყიდა, პირველ აუქციონზე კი, რომელიც 4 აგვისტოს დასრულდა, მხოლოდ 2 სანატორიუმი „თბილისი“ 3.152 მლნ ლარად, ხოლო სანატორიუმი „მედეა“ 5.830 მლნ ლარად გაიყიდა.

4 აგვისტოს, პირველი აუქციონის დასრულების შემდეგ, გამოტანილი 12 სანატორიუმით ინვესტორები ამჯერადაც არ დაინტერესდნენ. შედეგად 27 396 000 ლარად შეფასებული ქონება სანატორიუმები: „უშიშროება“, „წყალტუბო“, „სამგურალი“, „სავანე“, „რკინიგზელი“, „მეგობრობა“, „იმერეთი“, „გეოლოგი“, „გელათი“ და „აია“ კვლავ სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება. ყველაზე ძვირადღირებული სანატორიუმი, რომელიც გასაყიდად გამოვიდა, არის ყოფილი სასტუმრო "უშიშროება", რომელიც 6,886 კვადრატული მეტრის შენობას და 250,768 კვადრატული მეტრის მიწას აერთიანებს. სასტუმროს საწყისი ფასი 8.47 მილიონი ლარი, მათში განსახორციელებელი ინვესტიციის მოცულობა კი 25.4 მილიონი ლარია. მეორე ადგილზეა უკვე გაყიდული "მედეა", რომელიც 16,222 კვადრატული მეტრის შენობას და 76,621 კვადრატული მეტრის მიწას მოიცავს

sport
კახა კალაძე: ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ოქროს ასოებით იწერება

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვების შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, თბილისის მერი კახა კალაძე და ნაკრების წევრები პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივრებს შეუერთდნენ და გამარჯვება მათთან ერთად აღნიშნეს.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ეროვნულ ნაკრებს და და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა პლეიოფის ფინალში გამარჯვების განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

„გილოცავთ! რთულია, ვისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვება მოიპოვა ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეულობით წელი ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება, ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი ოქროს ასოებით იწერება, იმიტომ, რომ ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა მადლობა გადაუხადა ეროვნული ნაკრების გულშემატკივარსაც.

„მადლობა ყველას, ვინც მოედანზე იმყოფებოდა, ვინც სახლიდან უყურებდა ამ თამაშს. ყოველთვის, როცა ჭირდებოდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს, იდექით მის გვერდში. იყო უამრავი წაგება, იყო რთული პერიოდი, მაგრამ ყოველთვის იდექით იქ, სადაც ჭირდებოდა ქართულ ფეხბურთს, ქართულ სპორტს და ამისთვის მინდა მადლობა გითხრათ თითოეულ თქვენგანს“, - მიმართა გულშემატკივრებს კახა კალაძემ.

See all
Survey
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
Vote
By the way