USD 2.7223
EUR 3.1274
RUB 3.3150
Тбилиси
პრინცი ჰარი: მზად ვარ სამეფო მოვალეობების შესრულებას დროებით დავუბრუნდე
дата:  643

დიდი ბრიტანეთის მეფის, ჩარლზ მესამის უმცროსი ვაჟი ჰარი მზად არის მამის ავადმყოფობის გამო დროებით დაუბრუნდეს სამეფო ოჯახის წევრი წევრის მოვალეობების შესრულებას. 

გამოცემის ინფორმაციით, მას შემდეგ რაც მეფის სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს ჰარი ხშირად საუბრობს მამასთან და ეს საუბრები დადებითად მიმდინარეობს.

მეფე უკვე შეუდგა მკურნალობას, თუმცა ექიმების რეკომენდაციით, ის საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობას არ მიიღებს. ისივე როგორც უელსის პრინცესა კეტრინი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ოპერაცია გადაიტანა. წყაროს ცნობით, ამ ვითარებაში ჰარის გადაწყვეტილება დაეხმაროს ოჯახს ლოგიკურია.

მეფე ჩარლზის დიაგნოზის შესახებ 5 თებერვალს გახდა ცნობილი. ჰარი ლონდონში მამის მოსანახულებლად მეორე დღესვე ჩავიდა. თუმცა მისი ცოლი მეგან მარკლი და მათი ორი შვილი აშშ-ში დარჩნენ.

https://www.thetimes.co.uk/

мир
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати