USD 2.6985
EUR 3.1640
RUB 3.3855
Tbilisi
პრიგოჟინი ვლადიმერ პუტინს - გამოვაცხადოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ
Date:  571

პუტინის მზარეულად ცნობილი ადამიანი და „ვაგნერის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი ვლადიმერ პუტინს მოუწოდებს ომი დასრულებულად გამოაცხადოს. 

„რუსეთისხელისუფლებისთვის და მთლიანად საზოგადოებისთვის საჭიროა სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში რამე მსხვილი წერტილის დასმა. იდეალური ვარიანტია - გამოვაცხადოთ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულების შესახებ, შევატყობინოთ ყველას იმის შესახებ, რომ რუსეთმა იმ შედეგებს მიაღწია, რომლებსაც გეგმავდა, და რაღაც მხრივ მათ მართლა მივაღწიეთ. უკრაინის შეიარაღებული ძალების მებრძოლების უზარმაზარი რაოდენობა „დავფქვით” და საკუთარი თავის წინაშე შეგვიძლია ანგარიში წარვადგინოთ იმის შესახებ, რომ სპეციალური სამხედრო ოპერაციის ამოცანა შესრულებულია.

თეორიულად რუსეთმა ეს მსხვილი წერტილი უკვე მიიღო უკრაინის აქტიური მამაკაცების დიდი ნაწილის განადგურებით, მისი სხვა ნაწილის შეშინებით, რომელიც ევროპაში გაიქცა.

რუსეთმა მოჭრა აზოვისა და შავი ზღვის დიდი ნაწილი, დაიპყრო უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი და შექმნა სახმელეთო დერეფანი ყირიმამდე. რუსეთს მხოლოდ „იმ ტერიტორიებზე, რომლებიც უკვე გვაქვს”, გამაგრება დარჩენია. ამავდროულად, მისი აზრით, ერთი პრობლემაა, რომელიც ომმა გამოიწვია: „თუ ადრე უკრაინა ყოფილი რუსეთის ნაწილი იყო, ახლა იგი სრულიად ეროვნულად ორიენტირებული სახელმწიფოა”, - წერს პრიგოჟინი.

ინფორმაციას ამის შესახებ პრიგოჟინის პრესსამსახური ავრცელებს.

tbilisi
თბილისის მთავარი ნაძვის ხე დღეს საზეიმოდ აინთება, ასევე გაიხსნება „საახალწლო სოფელი“

დღეს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, ცენტრალური ნაძვის ხე აინთება და „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება. ასევე, დედაქალაქის მასშტაბით აინთება ილუმინაციებიც, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„მოეწყობა თეატრალიზებული მუსიკალური წარმოდგენა, აკრობატული და საცეკვაო ნომრები. გათამაშდება ოსკარ უაილდის ცნობილი ზღაპრის „ვარსკვლავბიჭუნას“ ფინალური სცენა.

ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი, მეკო კვაჭანტირაძის საბალეტო სტუდია, დათო ფოცხიშვილის ანსამბლი „მეტეხი“, დავით ევგენიძე და „რანინა“, მსახიობები - ქეთი ხიტირი და ივანე იანტბელიძე, წამყვანები - ლევან ხურცია და მანიკა ასათიანი. წარმოდგენის დამდგმელი რეჟისორი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე. ღონისძიების კონცეფცია აგებულია დედაქალაქის საახალწლო სლოგანზე „სიკეთით სავსე ქალაქი“.

რაც შეეხება „საახალწლო სოფელში“ დაგეგმილ ღონისძიებებს, 12 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე დეკორაციებით და ინსტალაციებით მორთულ ტერიტორიაზე ყოველდღიურად გასტრონომიული და სამეწარმეო მარკეტი გიმასპინძლებთ. აქვე გაიმართება მუსიკალური ბენდების და საესტრადო შემსრულებლების კონცერტები. მოეწყობა გამოფენა-გაყიდვა, საშობაო ბაზარი, კულინარიული მასტერკლასები, თეატრალიზებული წარმოდგენა-პერფორმანსები, ღია კინოთეატრი, კანგო, ზუმბა და ცეკვის კარაოკე. ასევე, საბავშვო თემატური სივრცეები, ვორქშოფები, კონცერტები და სხვა საბავშვო გასართობი აქტივობები.

„საახალწლო სოფელში“ განთავსდება საციგურაო ყინულის მოედანი, ატრაქციონების პარკი, საახალწლო ქალაქის მატარებელი და, რა თქმა უნდა, სანტას სახლი, რომელშიც სანტა ელფებთან ერთად გიმასპინძლებთ!

„საახალწლო სოფელი“, საზეიმო ღონისძიებით, 7 იანვარს, შობის დღესასწაულზე დაიხურება, ყინულის მოედანი და დედაქალაქის მთავარი ნაძის ხე კი 14 იანვრის ჩათვლით იქნება განთავსებული“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

See all
Survey
By the way