USD 2.6195
EUR 3.0551
RUB 3.1118
თბილისი
პრეზიდენტმა, ორბელიანების სასახლეში „რეგიონების კვირეული" გახსნა, რომელიც „სვანეთის დღეებით" დაიწყო
თარიღი:  774

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში „რეგიონების კვირეული" გახსნა, რომელიც "სვანეთის დღეებით" დაიწყო.

პრეზიდენტის თქმით, სამი დღის განმავლობაში, ორბელიანების სასახლის მასპინძელი სვანეთის კულტურა და მისი თანამედროვე წარმომადგენელი, სვანეთის ადგილობრივი მოსახლეობა იქნება.

სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლის დროს სვანეთის რეგიონის, ეკონომიკური პოტენციალის, ენერგეტიკის, კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ისაუბრა.

„სვანეთი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ იყო რეალურად ჩვენი საგანძურის დამცველი და თავისივე კულტურის შემქმნელი. ამ ორივე კუთხით უნდა განვიხილოთ ის, რაც შეგვინარჩუნა, გადაგვირჩინა სვანეთმა დღემდე და რითაც გახდა ერთ-ერთი ძალიან ტურისტული, მაგრამ კულტურული რეგიონი. ეს არ არის მხოლოდ მთა. ეს არის კულტურა და მთა ერთად, რაც ძალიან იშვიათია. ძალიან იშვიათია, რომ მთასთან ერთად იყოს ასეთი განვითარებული ადგილობრივი კულტურა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ღონისძიება სრულიად არ იყო პოლიტიკასთან დაკავშირებული, თუმცა მიუხედავად ამისა, რეგიონების ოფიციალური პირები ღონისძიებაზე წარმოდგენილები არ არიან. მისი თქმით, საზოგადოებამ თავად უნდა გამოიტანოს დასკვნა, ღონისძიებაზე "არავინ წამოვიდა, თუ ვერავინ გაბედა წამოსვლა".

"მინდა ხაზი გავუსვა, რომ არანაირად არ არის დაკავშირებული შიდა პოლიტიკასთან, აქ არანაირი მოთხოვნა არ იყო და სრული თავისუფლება იყო მიცემული რეგიონების წარმომადგენლებისთვის. მე ძალიან მიკვირს, რომ რეგიონებიდან, ოფიციალური პირებიდან, ან არავინ წამოვიდა, ან ვერ გაბედა წამოსვლა. თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები.

ოფიციალური პირებიდან, რომლებიც ყველანაირად უნდა იყვნენ ჩვენი რეგიონების განვითარებით დაინტერესებული, არავინ არ გვახლავს. ამის მიუხედავად ეს იქნება ძალიან ცოცხალი სამი დღე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"რეგიონების კვირეულის" დაფუძნების მიზანია რეგიონების განვითარების ხელშეწყობა, ეკონომიკურ-კულტურული პოტენციალის წარმოჩენა, რეგიონების მრავალფეროვნების ხაზგასმა და მათი პოპულარიზაცია როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე.

სვანეთის დღეები არის ,,რეგიონების კვირეულის" პირველი ნაბიჯი, მიზანი კი, მომავლის სვანეთია, ისეთივე დიდებული და საამაყო, როგორც სვანეთის უმდიდრესი და მრავალფეროვანი წარსული.

მსოფლიო
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს
როგორც ჩანს, რუსეთი უკრაინასთან ომის გაგრძელებას წლობით აპირებს და კრემლი არც დონბასის რეგიონის დაკავების შემთხვევაში გეგმავს შეჩერებას.
კრემლმა დონბასში ბუფერული ზონის შექმნის იდეა უარყო- პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს:
“მშვიდობა არ იქნება, კრემლმა ომის შეწყვეტის წინადადება უარყო: ჩვენ არ გვჭირდება ბუფერული ზონა, რადგან დონბასი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაა”…
 რუსეთი ომის დასასრულებლად ითხოვს:
1. ყირიმისა და დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების ოკუპირებული ნაწილების რუსეთის ტერიტორიის ოფიციალურად აღიარებას.
2. უკრაინის ნეიტრალური სტატუსის გამყარებასა და ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
3. უკრაინის შეიარაღებული ძალების რაოდენობის შემცირებასა და მათი საბრძოლო შესაძლებლობების შეზღუდვას.
4. უკრაინისთვის დასავლური შეიარაღების მიწოდებისა და სადაზვერვო მონაცემების გადაცემის შეწყვეტას.
5. რუსული ენის სტატუსის გაფართოებასა და რუსულენოვანი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების მიცემას.
6. უკრაინის მიერ რუსეთისთვის რეპარაციების გადახდის მოთხოვნაზე უარის თქმას.
7. რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების ეტაპობრივ აღდგენასა და რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გაუქმებას
სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის