USD 2.7236
EUR 3.0431
RUB 2.9300
Тбилиси
პრეზიდენტმა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან პოსტკრიზისულ პერიოდში ტურისტული მიმართულებების განვითარების საკითხები განიხილა
дата:  414

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს ვიდეოზარის საშუალებით გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, ზურაბ პოლოლიკაშვილს ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაცია პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც საუბრისას აღინიშნა, ეკონომიკისათვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სექტორი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაზარალდა, სწორედ ტურიზმია. მნიშვნელოვანია პოსტკრიზისული პერიოდისათვის მზადება და კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა, რათა საქართველომ კრიზისის შემდეგ ტურისტული პოტენციალი სხვადასხვა მიმართულებით კიდევ უფრო განავითაროს.

ზურაბ პოლოლიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს ის კონკრეტული გეგმები გააცნო, რაზეც ამ ეტაპზე ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია მუშაობს არსებული სირთულეების დასაძლევად და ტურიზმის სტრატეგიული მიმართულებების მხარდასაჭერად.

область
გორში, 12 ჰექტარზე გაშენებული ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა
ქალაქ გორის ცენტრალური პარკის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია დასრულდა
 
განახლებული პარკით უკვე სარგებლობენ ქალაქის მაცხოვრებლები და მისი სტუმრები
 
პარკის ტერიტორია დაიყო სხვადასხვა ტიპის - სპორტულ, კულტურულ და რეკრეაციულ ზონებად. შეიქმნა ისეთი ახალი სივრცეები, რომელიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის პარკში დასვენებას და დროის გატარებას ახალგაზრდებისთვის, ბავშვებისა თუ მათი მშობლებისათვის
 
რეაბილიტაცია ჩაუტარდა პარკში არსებულ ხელოვნურ ტბასა და 2 შადრევანს, შენობა-ნაგებობებს და საზოგადოებრივ საპირფარეშოებს; მოეწყო ახალი საფეხმავლო ბილიკები, ფანჩატურები, სივრცეები ღია კაფეებისთვის, სკეიტპარკი, ფამფტრეკი და საბავშვო ატრაქციონები
 
„12 ჰექტარზე გაშენებული გორის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქცია დასრულდა. პარკმა მოგვცა ყველა ასაკის ადამიანისთვის საინტერესო, სხვადასხვა დანიშნულების სივრცეების მოწყობის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პარკში შეიქმნა ინფრასტრუქტურა, რომელიც იმართება კერძო სექტორის ჩართულობით. განახლებული პარკით გორს უკვე აქვს დიდი და საინტერესო რეკრეაციული სივრცე, რაც მნიშნელოვანია ყველა ქალაქისთვის,”-ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გორის ახლად რეაბილიტირებული ცენტრალური პარკის მონახულების შემდეგ განაცხადა
 
პარკის გამწვანებისათვის, 46,793 კვმ ტერიტორიაზე დაირგო ბალახი, 237 ხე და 10,649 მცენარე, დამონტაჟდა საინჟინრო ქსელები კანალიზაციის, წყალმომარაგების და საირიგაციო ავტომატიზებული სისტემებისთვის. თანამედროვე პარკების ანალოგიურად, ტერიტორიაზე ცალკე მოეწყო ძაღლების სასეირნო სპეციალური სივრცე
 
გორის ცენტრალური პარკის განახლებული ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის პირებისა და ბავშვის ეტლით მოსარგებლე მშობლებისთვის
 
გორის პარკის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოები მსოფლიო ბანკისგან მიღებული სესხის ფარგლებში, 12.2 მილიონ ლარზე მეტით დაფინანსდა.
 
более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати