USD 2.7231
EUR 3.1471
RUB 3.2463
თბილისი
პრეზიდენტის ბრძანებით, უკრაინაში პრორუს პოლიტიკოსთან ასოცირებული 3 ტელეარხის მაუწყებლობა შეაჩერეს
თარიღი:  522

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოების გუნდის მიერ შეთავაზებულ სანქციებს 3 ტელეკომპანიის მიმართ. აღნიშნული მედიასაშუალებები უკრაინის პრორუსულ ოპოზიციურ პლატფორმასთან არის ასოცირებული. გადაწყვეტილების ამოქმედების შემდეგ ისინი მხოლოდ ონლაინ მაუწყებლობენ.

საუბარია სამ უკრაინულ ტელეარხზე: 112, NewsOne და ZiK, რომელთაც ნომინალურად პრორუსული ოპოზიციური პლატფორმის “За життя” წევრი, ტარას კოზაკი ფლობს. თუმცა, “რადიო თავისუფლების” თანახმად, უკრაინული მედიაში ისმის ცნობები, რომ ტელეკომპანიების რეალური მფლობელი ხსენებული პლატფორმის პოლიტსაბჭოს ლიდერი, ვიქტორ მედვედჩუკია.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინაში ერთ-ერთ უმდიდრეს და გავლენიან პირად მიიჩნევა. 2014 წელს, ვიქტორ იანუკოვიჩის გადადგომის შემდეგ, აშშ-მა მას სანქციები დაუწესა და უკრაინის დემოკრატიის შერყევაში დაადანაშაულა. მედვედჩუკი უარყოფს კავშირს ზემოხსენებულ ტელეკომპანიებთან.

ამჟამად სამივე ტელეკომპანიის სიგნალი გათიშულია. ისინი მხოლოდ ინტერნეტში მაუწყებლობენ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სანქციები არ იყო მარტივი გადაწყვეტილება. ზელენსკის თქმით, უკრაინა მხარს უჭერს სიტყვის თავისუფლებას, თუმცა ეწინააღმდეგება “აგრესორი ქვეყნის მიერ დაფინანსებულ პროპაგანდას, რომელიც ძირს უთხრის უკრაინას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე”.

სახელმწიფოს ამ პოზიციას არ ეთანხმებიან სანქცირებული მედიასაშუალებები, რომელთაც საერთო განცხადებაში “პოლიტიკური ანგარიშსწორება” უწოდეს ზელენსკის ნაბიჯს.

ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე, ზელენსკის პარტიამ მხარი დაუჭირა დეპუტატის მანდატის შეჩერებას ოლექსანდრ დუბინსკისთვის, რომელიც ვაშინგტონის სანქციების ქვეშაა აშშ-ის 2020 წლის არჩევნებში მისი სავარაუდო ჩარევის გამო.

მსოფლიო
პესკოვი: ირანის ლიდერების მკვლელობებს "მძიმე შედეგები“ ექნება

ირანის ლიდერების მკვლელობები ამერიკა-ისრაელის ოპერაციის დროს ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს. ამის შესახებ განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი იმედოვნებს, რომ მსგავსი სიტუაციები ნორმად არ გადაიქცევა.

„ეს მართლაც ის რეალობაა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ეს ნორმა არ გახდება. და ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არ არის ნორმა. ამას მომავალშიც ექნება ძალიან ღრმა შედეგები, — განაცხადა პესკოვმა.

შეგახსენებთ, რომ ადრე Axios წერდა, რომ ირანის ახალი უმაღლესი ლიდერის დანიშვნის შემდეგ მოჯტაბა ხამენეი პრაქტიკულად არ ჩნდება საჯაროდ. ეს ფაქტი კითხვებს ბადებს საერთაშორისო სადაზვერვო სამსახურისა და ანალიტიკოსების მხრიდან.

Axios-ის ჟურნალისტი ბარაკ რავიდი აღნიშნავდა, რომ აშშ-სა და ისრაელს აქვთ ინფორმაცია, რომ მოჯტაბა ხამენეი კვლავ ცოცხალია. აშშ-ის დაზვერვის მონაცემებით, არ არსებობს ნიშნები იმისა, რომ იგი დაღუპულია ან სრულად ქმედუუნაროა.

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის