USD 2.6870
EUR 3.1688
RUB 3.5089
Тбилиси
პრეზიდენტი: 5 ივლისს დილით ქაშუეთის ეკლესიის წინ გავიარე და ვნახე, რომ იქ შეკრებილი ხალხი სალოცავად ნამდვილად არ იყო მისული
дата:  795

რ შეიძლება ამ ფორმის ძალადობის გამოყენება ჟურნალისტებზე - დილით, მე გავიარე ქაშვეთის ეკლესიის წინ და ვნახე, რომ ხალხი, სალოცავად ნამდვილად არ იყო მოსული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 5-6 ივლისს მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, როდესაც ხელისუფლება ხარ წესრიგის დაცვა აუცილებელია.

„საერთოდ გაუგებარია, არ შეიძლება ამ ფორმის ძალადობის გამოყენება ჟურნალისტებზე. მგონი, ამის აღკვეთა შეიძლებოდა. როგორც კი გამოცხადდა, რომ ქაშვეთში იქნებოდა შეხვედრა, 2 პარაკლისი, რა პარაკლისი?! მე გავიარე ეკლესიის წინ დილით და ვნახე, რომ ეს ხალხი, ვინც იქ იყო თავმოყრილი სალოცავად ნამდვილად არ იყო მოსული. როდესაც ხელისუფლება ხარ და შესაძლებელია ეს გადაიზარდოს სხვა რამეში, ამის აკრძალვა, წესრიგის დაცვა აუცილებელია. სამწუხაროა, რომ ეკლესიის ზოგმა წარმომადგენელმა ამაში მიიღო მონაწილეობა, თუნდაც, განცხადებებით.

კიდევ უფრო სამწუხაროა, როდესაც ვიცით, რომ პატრიარქის მთელი ცხოვრება მიძღვნილი იყო იმისკენ, რომ დაპირისპირება არ მომხდარიყო, არც შიგნით ეკლესიაში და არც საზოგადოებაში. რაც მისგან მესმის, ეს მისი მთავარი წუხილი და ზრუნვაა. ალბათ, ეს რომ ხდება ეკლესიაში მისთვის დიდი ტკივილია“,- აღნიშნავს პრეზიდენტი.

 სალომე ზურაბიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ მოახლოებულ არჩევნებზე სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები არ იქნება.

„უნდა გადავიდეთ იმაზე, რასაც მე ცივილიზებულ არჩევნებს ვუწოდებ. თვითშეგნებაა საჭირო, რათა ყველამ შეიკავოს თავი სიძულვილის ენისგან, ამომრჩეველი კი საკუთარ არჩევანს მაინც გააკეთებს. ეს მხოლოდ ძაბავს სიტუაციას და მგონია, რომ ჩვენი საზოგადოება საკმაოდ დაიღალა ამით. მოდით, გავუფრთხილდეთ საზოგადოებას - ჩავატაროთ არჩევნები, მაგრამ არ არის აუცილებელი ერთმანეთის ლანძღვა. ეს არის პოლარიზაციის ყველაზე ცუდი შედეგიც და მიზეზიც. ეს ეხება სოციალურ ქსელებსაც - ცოტა უფრო მეტად თავშეკავებულები რომ ვიყოთ, მგონია, რომ კარგ შედეგს მივიღებთ. ეს აუცილებელია ჩვენი ქვეყნისთვის და უნდა გამოვიდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

мир
BMG; რუსეთის ეკონომიკური ზრდა 1%-მდე შენელდა – რით ხსნის პუტინი?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ 2025 წელს რუსეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი 1%-მდე შენელდა.

მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად ჩამორჩება წინა წლების დინამიკას. კერძოდ, 2023 წელს 4.1%-იანი და 2024 წელს 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც სამხედრო ხარჯების ზრდის ეფექტით იყო განპირობებული.

პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური აქტივობის ასეთი შენელება მთავრობისთვის მოსალოდნელი იყო და ის დიდწილად ინფლაციის წინააღმდეგ მიმართულმა ხელოვნურმა ზომებმა განაპირობა. ამ შემთხვევაში, პუტინი ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრულ რეფინანსირების განაკვეთზე მიუთითებს, რომელიც 16%-იან ნიშნულზეა.

პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ ცენტრალური ბანკის მიზანმიმართულმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო და ინფლაცია, რომელიც 2024 წელს 9.5%-ს შეადგენდა, წელს 5.6%-მდე შემცირდა. მისივე პროგნოზით, 2026 წლის ბოლოსთვის ეს მაჩვენებელი 5%-იან ნიშნულამდე დაიწევს.

ეკონომიკური ზრდის შენელების მიუხედავად, კრემლი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი სრულად ფარავს სოციალურ ვალდებულებებსა და სამხედრო საჭიროებებს, მიუხედავად იმისა, რომ რეკორდულად მზარდი ბიუჯეტის დეფიციტი სხვა რეალობაზე მიუთითებს.

ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთის ეკონომიკურ სტაგნაციას სამუშაო ძალის დეფიციტი, მაღალი საპროცენტო განაკვეთები და დასავლური სანქციების კუმულაციური ეფექტი იწვევს, რომლის სრულ მასშტაბებს უფრო მეტად 2026-27 წლებში ვიხილავთ.

ცნობისთვის, 2026 წლისთვის რუსეთის მთავრობა მშპ-ის 1%-1.3%-იან ზრდას პროგნოზირებს, თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდი უფრო პესიმისტურ, 0.8%-იან ზრდის მაჩვენებელს ვარაუდობს.

წყარო:  https://bm.ge/

более
голосование
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
голосование
Кстати