USD 2.6462
EUR 3.0177
RUB 3.4052
თბილისი
პრეზიდენტი - გავანაწყენეთ ევროპარლამენტარები, ევროპის ყველა ინსტიტუტი და კიდევაც ვიმუქრებით, რომ „თუ არ მოგვცეს სტატუსი, ფარდას ავხდით“
თარიღი:  887

გავანაწყენეთ ევროპარლამენტარები და ევროპარლამენტში ყველაზე ძლიერი პარტია, ასევე ევროპარლამენტის თავმჯდომარის პარტია, ანუ ევროპის ყველა ინსტიტუტი. დღეს ერთგვარად კიდევაც ვიმუქრებით, „თუ არ მოგვცეს სტატუსი, ფარდას ავხდითო“. არ ვიცი, რა ფარდას ავხდით და როგორ ავხდით, მაგრამ ფარდა ჩვენზე რომ ნელ-ნელა ახდილია, ეს უნდა გვადარდებდეს, მგონი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველომ ახალი კითხვები გააჩინა.

„გავაჩინეთ ეს კითხვები იქიდან გამომდინარე, რომ გამოვიჩინეთ საქართველოსთვის სრულიად შეუფერებელი დამოკიდებულება მეგობარი ქვეყნის, უკრაინის და მისი ხელისუფლების მიმართ. საერთოდ, ვიცით ქართულ ტრადიციებში, რომ ადამიანი და ქვეყანა როცა ომშია, მისგან ყველაფერი უნდა მოვითმინოთ და არა შევიდეთ რაღაც უაზრო პოლემიკაში. როგორც ჩანს, ეს ტრადიციაც დაგვავიწყდა. კერძოდ, სანქციების მიმართ მიდგომა და რიტორიკა ასევე გაუგებარია ჩვენი პარტნიორებისთვის და მოსახლეობის ნაწილისთვის მაინც. თან შევუერთდით და ვიცით, რომ შეერთებული ვართ იმ ყველაზე მნიშვნელოვან ფინანსურ სანქციებს და თან ვამბობთ, რომ არ ვართ. ამავე დროს ვაკრიტიკებთ სხვებს, ვისთვისაც ამ სანქციების ფასი საკმაოდ მძიმეა თავიანთ მოსახლეობაზე. ვაფასებთ მათ მიერ მიღებულ სანქციებს, ევროკავშირზე მაქვს საუბარი და ვაფასებთ უარყოფითად, ვეუბნებით, რომ ეს უშედეგო იქნებაო. წარმოგვიდგენია ამას რა რეაქცია უნდა მოჰყვეს?! ამ დროს ასოცირების ხელშეკრულება გვთხოვს მაქსიმალურად შევუერთდეთ საგარეო გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

საზოგადოება
კათოლიკოს-პატრიარქმა აბიტურიენტები დალოცა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო III-მ აბიტურიენტები დალოცა და საჩუქრად ჯვრები გადასცა.

მანამდე, პატრიარქმა თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვა აღავლინა.

ღვთისმსახურება თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში 10:00 საათზე დაიწყო.

 ძვირფასო აბიტურიენტებო, გლოცავთ დიდი სიყვარულით, გისურვებთ ღვთის შეწევნას და წარმატებას მისაღებ გამოცდებში. გახსოვდეთ, რომ ცოდნა დიდი საუნჯეა, რომელიც ადამიანს ამაღლებს - ასე მიმართა აბიტურიენტებს შიო მესამე

სრულად
გამოკითხვა
თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი?
ხმის მიცემა
სხვათა შორის