USD 2.7000
EUR 3.1450
RUB 3.3636
Тбилиси
პრემიერის ხელმძღვანელობით გამართულ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე განიხილეს შეზღუდვების მოხსნის მიმდინარეობა და ამ პროცესის შესაძლო გავლენა ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე
дата:  874

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საბჭოს წევრებმა ვიდეოკონფერენციის ფორმატში განიხილეს შეზღუდვების მოხსნის მიმდინარეობა და ამ პროცესის შესაძლო გავლენა ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, აღინიშნა, რომ მარნეულში დღეიდან მკაცრი საკარანტინო რეჟიმი გაუქმდა, თუმცა ძალაში რჩება საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული სხვა შეზღუდვები, ისევე როგორც საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი წესებისა და სტანდარტების დაცვით, გაიხსნა სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები, აგრეთვე, მოიხსნა დაწესებული შეზღუდვა - 3 ადამიანის შეკრების თაობაზე, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. თუმცა, 3 ადამიანის შეკრების თაობაზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად, ძალაში რჩება აკრძალვა 10-ზე მეტი ადამიანის შეკრების შესახებ.

ამასთან, კვლავ ძალაში რჩება შეზღუდვა ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შესახებ, კერძოდ, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი პირის (მძღოლის ჩათვლით) გადაადგილება. მგზავრები უნდა განთავსდნენ მძღოლის უკანა მხარეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტებმა საბჭოს წარუდგინეს ინფორმაცია ბოლნისის მუნიციპალიტეტში არსებული ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობასა და მკაცრი კარანტინის რეჟიმით დაკეტილ სოფლებში მიმდინარე ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ სამედიცინო პერსონალი, ადგილზე დამატებითი სამედიცინო ღონისძიებების გატარებას განაგრძობს, მიმდინარეობს მოსახლეობის აქტიური ტესტირება და თერმოსკრინინგი. საკარანტინო შეზღუდვების აღსრულების პროცესს სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები ადგილზე აკონტროლებენ.

რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბით არსებულ ზოგად ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 701 დადასტურებული შემთხვევაა, საიდანაც 432 პირი უკვე გამოჯანმრთელდა. უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. გარდაცვლილია 12 ადამიანი.

ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 3 787 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ - 337 პირი.

სხდომაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა, რომ ცალკეული შეზღუდვების შემსუბუქება კიდევ უფრო ზრდის მოქალაქეების პასუხისმგებლობას, ზედმიწევნით დაიცვან ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციები, რათა არ გაუარესდეს ეპიდემიოლოგიური ვითარება და არ დადგეს უკვე მოხსნილი შეზღუდვების ხელახლა დაწესების აუცილებლობა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო კოორდინირებული ნაბიჯების გადადგმის მიზნით სხდომებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით განაგრძობს. საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
Тбилиси
ლოტკინისა და ზღვისუბნის დასახლებებში რეკრეაციული სივრცეები მოეწყობა

ნაძალადევის რაიონს რეკრეაციული სივრცეები შეემატება, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე და აღნიშნა, რომ შესაბამისი სამუშაოები ლოტკინის დასახლებაში, ხუდადოვის ქ. N102-თან განხორციელდება.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურული და გამწვანების სამუშაოები ნახევარ ჰექტარ ფართობ ტერიტორიაზე შესრულდება.

„მოეწყობა სპორტული მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე. ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება, რომლის დასრულებისთანავე გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს დაიწყებს. პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 800 000 ლარი გამოიყოფა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის ინფორმაციით, კიდევ ერთი სკვერი ზღვისუბნის დასახლებაში, მე-3 მიკრორაიონში, მე-5 კვარტლის N25 კორპუსის მიმდებარედ მოეწყობა.

„აღნიშნული ტერიტორიაც სრულად მოწესრიგდება. ჩატარდება გამწვანების სამუშაოები, მოეწყობა სარწყავი სისტემა, განათების ქსელი, დამონტაჟდება საბავშვო ატრაქციონები და მოსასვენებელი სივრცეები. რა თქმა უნდა, განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა სხვა ინფრაქტრუქტურა. არაფერი უხდება ჩვენს დედაქალაქს ისე, როგორც მწვანე სივრცეები. შესაბამისად, მომდევნო წლების განმავლობაში ბევრ საინტერესო პროექტს შევთავაზებთ დედაქალაქის მოსახლეობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისი თქმით, პროექტის განსახორციელებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან, დაახლოებით, 1 200 000 ლარი დაიხარჯება.

более
голосование
ვინ გაიმარჯვებს რუსეთ - უკრაინის ომში?
голосование
Кстати